U21. მოისწრაფიშვილის დუბლი და გამარჯვება ესტონეთთან - სვანაძის გუნდი ზედიზედ 6 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის სამზადისის ფარგლებში, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა, როგორც მასპინძელს, გარანტირებული აქვს, გორში ესტონელ თანატოლებს 4:1 სძლია.

დუბლი გიორგი მოისწრაფიშვილმა შეასრულა, თითო გოლი კი ბექა დარცმელიამ და შოთა შეყილაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო 6 შეხვედრიდან 5 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
საქართველო - ესტონეთი 4:1
გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (34), 2:0 მოისწრაფიშვილი (54), 2:1 ტამი (75), 3:1 დარცმელია (90), 4:1 შეყილაძე (90)

საქართველო: ბულისკერია, ჯინჯოლავა, გელაშვილი, აზაროვი (ხარაბაძე 63), კალანდაძე, გოჩოლეიშვილი (კაპანაძე 63), ნონიკაშვილი
(ფარულავა 90), გაგნიძე (დარცმელია 63), მოისწრაფიშვილი (აბულაძე 88), გულიაშვილი (ინჯგია 63), გაგუა (შეყილაძე 90)

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგუას თამაში განსაკუთრებით მომეწონა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ ძაან ელეგანტური ფორვადია. ბურთის რბილი მიღება, შეტევის ჭკვიანური გაგრძელება, ფაქტიურად ბურთი არ დაუკარგავს. სტილით ძალიან ვამსგავსებ ინტერის ყოფილ ფორვარდ, არგენტინელ დიეგო მილიტოს. მასზე ნაკლები ფეხბურთი არ ეთამაშოს.
Lasha
09:43 30-03-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული