საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა შვეიცარიის ქალაქ ცუგში, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდთან შეკრების ფარგლებში, პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქეს საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია.
შეხვედრაში ანგარიში 41-ე წუთზე, სტანდარტული სიტუაციის შემდეგ 18-წლამდელთა ნაკრების დებიუტანტმა ლუკა პარკაძემ თავური დარტყმით გახსნა.
მეორე გოლი 55-ე წუთზე გავიტანეთ, ფლანგიდან ჩამოწოდებულ ბურთს შვეიცარიელთა საჯარიმოში ლუკა ლაცაბიძე დახვდა და სხვაობა ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლის ეპიზოდში შესრულებული საგოლე გადაცემა ლუკა წულუკიძის ანგარიშზეა.
შემდეგ შეხვედრას ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი ზეგ, 28 აპრილს, ამავე სტადიონზე, ისევ შვეიცარიის 18-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ბმული თამაშის დაწყებამდე სფფ-ის სოციალური მედიის არხების საშუალებით გამოქვეყნდება.

nakrebi.ge