საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომავალი მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები 3 ივნისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.

გორში გასამართი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

Nakrebi.ge

altევრო 2023 - საქართველოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება

altU21. მოისწრაფიშვილის დუბლი და გამარჯვება

ესტონეთთან - სვანაძის გუნდი ზედიზედ 6 მატჩში დაუმარცხებელია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული