U16 - საქართველოს ნაკრებმა ზამბია პენალტების სერიაში დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ასაკობრივმა ნაკრებმა რუსთავში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ზამბიის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრის ძირითადი დროც ფრედ - 1:1 დასრულდა.

თუმცა, ტურნირის შიდა რეგულაციებიდან გამომდინარე, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ გუნდებმა თერთმეტმეტრიანების სერია შეასრულეს, რომელიც ჩვენი 16-წლამდელების გამარჯვებით - 4:3 დასრულდა. აღსანიშნავია საქართველოს ასაკობრივი გუნდის მეკარის - სოსო კოპალიანის თამაში, რომელმაც 2 პენალტი მოიგერია.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს, ხოლო მეორე ტაიმის 73-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ვახტანგ სალიამ და ლექსო ფეიქრიშვილმა მეტოქის საჯარიმოში ბურთი ეფექტურად
გაითამაშეს, რასაც საბოლოოდ ფეიქრიშვილის გოლი მოჰყვა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა პენალტების მოგების ხარჯზე ჯამში 2 ქულა მოიპოვა. შემდეგ მატჩს 16-წლამდელები 16 მაისს, 17:00 საათზე, თანატოლი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ხოლო აზერბაიჯანის და ზამბიის დაპირისპირება იმავე დროს, 13 მაისს შედგება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული