საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები 3 ივნისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.
გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
რუმინელებთან მატჩისთვის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ოთხი მოთამაშე - ლუკა ხარატიშვილი, ლაშა კვარაცხელია, შაკო ოგბაიძე და ლევან ოსიყმაშვილი, ახალგაზრდული ნაკრებში პირველადაა გამოძახებული.
U21 | შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა, გორი), ლუკა
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა, პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო, ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო, თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო, თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა, გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო, თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), ნიკა ხორხელი (სიონი, ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო, თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).
თავდამსხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი, თბილისი).
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
GFF.GE