აღსანიშნავია, რომ გიორგი 21-წლამდელთა ნაკრებში ერთადერთი დებიუტანტია - სვანაძის თქმით, თინეიჯერმა ფეხბურთელმა აღნიშნული შანსი დაიმსახურა და დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.
კვერნაძემ 13 სექტემბერს, საქართველოს თასის გათამაშებაში, თბილისის "ლოკომოტივი 2-ის" კარში ულამაზესი გოლი გაიტანა, ეროვნულ ლიგაში კი მიმდინარე სეზონში თავი 5-ჯერ გამოიჩინა. იმედია, სწრაფი, ტექნიკური, კარგი დრიბლინგის მქონე მოთამაშე ქართველი გულშემატკივრის გახარებას შეძლებს.
გაიცანით სერია A-ს ქართველი ახალწვეული - ინტერვიუ გიორგი კვერნაძესთან [VIDEO]