19-წლამდელების შემადგენლობა - საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს

AutoSharing Option
19-წლამდე, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-9 ჯგუფის მატჩებს, 21-დან 27 სექტემბრამდე დანია უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე - ინგლისი, მონტენეგრო და მასპინძელი დანია იქნებიან.

დანიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო გაბრიელ სიგუა და ლუკა წულუკიძე ვერ დაეხმარებიან. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილოების მისაღებად 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), პაპუნა ბერუაშვილი (სპორტინგი ლისაბონი, პორტუგალია).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო
ქუთაისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).

ნახევარმცველები:
მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ბართია (საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), ომარ თოდუა (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (გაგრა).

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემირსპორი, თურქეთი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

U19 | საკვალიფიკაციო რაუნდი
21 სექტემბერი - დანია V საქართველო
24 სექტემბერი - ინგლისი V საქართველო
27 სექტემბერი - მონტენეგრო V საქართველო

19-წლამდელთა 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 3-დან 16 ივლისის ჩათვლით მალტა უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული