U21. მოისწრაფიშვილის გოლი, საზონოვის დებიუტი და მარცხი პორტუგალიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის ქალაქ კუვილიაში ამხანაგურ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან 1:4 დამარცხდა.

რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლი თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა საბა საზონოვმა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 27 სექტემბერს სტამბულში თურქეთთან გამართავს.

კუვილია. "ხოსე სანტოს პინტო"
პორტუგალია - საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ბერნარდო (15), 2:0 სამუელ კოსტა (22), 2:1 მოისწრაფიშვილი (53), 3:1 არაუხო (62), 4:1 სოუსა (76)

საქართველო (სასტარტო): მეგრელიშვილი, კალანდაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, ხარაბაძე, შ. ნონიკაშვილი, გოჩოლეიშვილი, ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, ლ. გაგნიძე, გულიაშვილი

შეცვლაზე
შევიდნენ: გაგუა, კაპანაძე, ოსიყმაშვილი, გელაშვილი, კვერნაძე, ნ. ხორხელი

მკითხველის კომენტარები / 24 /
სვანაძეს მამა ბიძა და ოჯახის წევრები ნაკრებში ყავს დასაქმებული,ნაკრები თავისი გონია ამ უტი..რს.საუკეთესო ბიჭები დატოვა პირადი ინტერესების გამო ბულისკირია დარცმელია შაფვაშიძე,,მთელი ოჯახი ნაკრებიდან იღებენ სოლიდურ შემოსავალს,რატომ ხდება ასე?
simartle
22:31 24-09-2022
1
თუ მართლა ნაცნობობა/ ნეპოტიზმია ნაკრებში ისევ ჭაობში ვიქნებით მავანნო მეგობარნო! რაც კომენტარებიდან ისმის (ეტყობა ტყუილად არავინ არაფერს იგონებს) ნამდვილად სავალალოდაა საქმე და პირდაპირ აზრს უკარგავს ყველაფერზე მომავალ თაობას!
ლაშა
22:59 24-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული