U21. ჯგუფში ტურნირის ვიცე-ჩემპიონთან - ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 18 ოქტომბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 21-წლამდელთა ევრო 2023-ის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

A ჯგუფი - საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი - რუმინეთი, ესპანეთი, ხორვატია, უკრაინა

C ჯგუფი - ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი - ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან
ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო:

ბათუმი, "ბათუმი არენა": C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ესეთი დილემაა ნორვეგიას უნდა მივასკდეთ მოსაგებად, კვიპროსიდანაც სამი ქულა! დავითაშვილი, წიტაიშვილი ,აზაროვი, კვარა მიქაუტაძე, კვიპროსის მერე ახალგაზრდულში წამოვიდნენ 5 დღე ექნებათ მოსამზადებლად. აქ ერთი დილემაცაა შეთამაშების პრობლემა როგორ გადაიჭრება. რაც შეეეხება შოტლანდიაში ჩაკვემ უნდა ილიდეროს. მე ესე ვხედავ ამ პრობლემას.
beqa
18 ოქტომბერი 2022 21:39
2
ვერაფერი გავიგე - ანდორა ლიხტენშტაინი ეტაპზე ვერ ხვდება, ჩვენც მასპინძლობის გამო ვართ აქ, ვინღა უნდა მოხვედრილიყო ჩვენს ჯგუფში სხვა? მომავალ მსოფლიო ვარსკვლავებს ვნახავთ სტადიონზე და მაგათ ვეთამაშებით, ერთ ფრესაც ალბათ მოვახერხებთ, რა გინდათ ? ეგრევე ჩემპიონობა? სიამოვნებით
ვერ გავიგე
18 ოქტომბერი 2022 21:35
0
Azri araaq vin shegvxvdeboda,svanaze mainc verafers izavda.svanadze sad naxes,germaneli da frangi mwvrtnelebi qveyanaa,an vafshe shotize miecat gundi.erti tamashis mogebac ki gachirdeba.
Gia
18 ოქტომბერი 2022 21:21
6
რა იყო ვინმეს რამე დავუშავეთ რა არის ეს?
ანტა
18 ოქტომბერი 2022 21:06
0
Martla ranairad daamtxvies 20 shi nakrebi shotlandiashi tamashobs da 21 shi axalgazrduli portugaliastan...mogviwevs erterti matchis pirwmindat chagdeba samwuxarod...
Givi
18 ოქტომბერი 2022 20:59
0
საშინლად ძლიერი ჯგუფია! თან კალენდარიც ისეთი შეადგინეს ნაკრების თამაშები ემთხვევა...
beqa
18 ოქტომბერი 2022 20:41
0

სიახლეები პოპულარული