U17. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, რომელიც დღეს რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე, ნომინალური სტუმრის სტატუსით ინგლისის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა, შეხვედრა დიდი ანგარიშით - 2:6 დათმო.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩვენი გუნდიდან გოლები გუნდის კაპიტანმა - საბა გეგუჩაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანეს.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ჯგუფის ბოლო მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს გამართავს. ჯგუფს, 6 ქულით ინგლისი ლიდერობს, ხოლო ისრაელის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ახალგაზრდა თაობის აღზრდა კვალიფიციურ და თანამედროვედ მოაზროვნე მწვრთნელებს უნდა ანდონ და არა ნაცნობ მეგობრობით, თუ უნდათ მომავალში კარგი ფეხბურტელები გვყვავდეს
aleksandre
29 ოქტომბერი 2022 10:40
0
ინგლისისთვის 2 ბურთის გატანა ადვილი არ არის და ეტყობა სწორ გზაზე დგანან. როცა უკეთესი მწვრთნელი ეყოლებათ შედეგიც უკეთესი ექნებათ.
1.2.3.4.5.6.
29 ოქტომბერი 2022 10:19
7
Dzalian mikvirs roca waobshi vikavit ramdenime wlis ukan chveni 17 da 19 wlamdelebi warmatebit tamashobdnen,titqmis mudmivad gadiodnen meore etapze,zogjer finalur etapze da ertxel naxevarfinalic ki itamashes,exla ra xdeba roca chven biwebze baiernis,portos,sportingis,valensias da wamkvani evropuli gundebis daintereseba wamovida da titqos unichieresi bavshvebi modian da am dros kvelastan ushansod vagebt,samwuxaroa dzalian...da kidev arc 17 da arc 19 ar iko sigua dinamo tbilisis dziritadis fexburteli,vukure magis or tamashs da dzalian momewona,nu ar vici am kvelafers vinc wkvets unda moetxovos pasuxic...
Givi
29 ოქტომბერი 2022 09:52
0
Patarebi Arian cin momavaliaqvt. Magram unda aginishnos uamravi arascori moqmedebebi fizikuri sisuste taktikuri arcodna. Mcvrtneli chamosashorebia fexburts
Tbilis
29 ოქტომბერი 2022 00:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული