17-წლამდელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაასრულეს

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაასრულა. რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა მეტოქე ნომინალური სტუმრის სტატუსით - 3:0 დაამარცხა.

ჩვენი ასაკობრივი გუნდიდან შეხვედრაში პირველი გოლი 32-ე წუთზე ავთანდილ მაშავამ გაიტანა, რომელმაც ვახტანგ სალიას დაწყებული შეტევა ზუსტი დარტყმით დააბოლოვა. მეორე გოლი 83-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თემურ ოდიკაძემ გაიტანა, ხოლო 89-ზე ოდიკაძემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება შეძლო.

17-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მიმდინარე შესარჩევ ციკლს გამოეთიშა. ევროპის
ჩემპიონატის მომდევნო საკვალიფიკაციო რაუნდს 17-წლამდელთა ნაკრები 2023 წლის შემოდგომაზე ითამაშებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამისულაშვილების, გეგუჩაძეების, გრიგალავების და მისთანების სანათესაოს გამოძახებას რომ შეეშვებით მერე თამაშსაც მოვიგებთ, ჯგუფსაც და ევროპა/მსოფლიოსაც...

გილოცავთ ამ გამარჯვებას!
სიმართლე
00:39 01-11-2022
2
Regionebshi tu bavshvta da saertodac fexburts ar eshvela ase shors ver gavfrindebit...
Givi
09:46 01-11-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული