U16 | საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ჩრდ. მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა გიორგი ჩიტაურის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრის ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა.

საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის 16-წლამდელთა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 2 მარტს, კვლავ რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება. შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შემოდგომაზე, საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის
ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული