
გიორგი ჩიტაურის ფორმაციის გუნდმა ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და ორივე (3:0, 1:0) შეხვედრაში მეტოქის დამარცხება შეძლო.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის შემოდგომაზე საკვალიფიკაციო რაუნდში - დანიას, ავსტრიას და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.
nakrebi.ge