4 მაისს "მაკდონალდს საქართველოსა" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, "მაკდონალდსი" UEFA-ს 21-წლამდელთა ნაკრებების 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორი გახდა. მემორანდუმს ხელი "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტი თემურ ჭყონია და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
2023 წელს UEFA-ს 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და
ბათუმში გაიმართება, სადაც გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნიდან მოიყრიან თავს.
ჩემპიონატის მასპინძლობის მნიშვნელობასა და ამ პროცესში კომპანიის ჩართულობაზე ისაუბრა "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ. მისი თქმით, "მაკდონალდსისთვის" მასშტაბური სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"მაკდონალდსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი და სპორტთან ახლოს ყოფნა. მოგეხსენებათ, "მაკდონალდსი" ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური რესტორანია და ბუნებრივია, ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ახლოს ვიყოთ იმ საზოგადოებასთან, სადაც ჩვენი რესტორნებით ვართ წარმოდგენილი. ძალიან დიდი პატივია, რომ საინტერესო, მრავალფეროვან და მაღალი სტანდარტის ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა თენგიზ კაპანაძემ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა "მაკდონალდსს" მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ 2023 წელს UEFA-ს 21-წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატს უმაღლესი სტანდარტებით უმასპინძლოს:
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პარტნიორი, რომლებიც აქამდე გვყავდა, თუმცა დღეს უნდა გამოვარჩიოთ კომპანია "მაკდონალდსი" და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სანიმუშო და სამაგალითო მასპინძლები ვიყოთ. ყველა ის პროექტი, რაც "მაკდონალდსთან" ერთად გვაქვს დაგეგმილი, ტურნირს ძალიან წაადგება. ასეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ისეთი პარტნიორი გვყავდეს, რომლებიც ტურნირს გააძლიერებენ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სპორტული, აგრეთვე საორგანიზაციო კუთხით სანიმუშო მასპინძლები ვიქნებით", - განაცხადა დავით მუჯირმა.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას "მაკდონალდს საქართველო" ერთგულ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. "მაკდონალდსი" კი სწორედ ის ადგილია, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებს აერთიანებს.
#რაცგვაერთიანებს
R