ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი გვაქვს, ამიტომ ხვიჩამ და სხვებმა აუცილებლად უნდა ითამაშონ!..

AutoSharing Option
21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო რუმინეთთან ერთად ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. დიდი მოლოდინია შემადგენლობებთან დაკავშირებით. ამ ამბავს სოციალურ ქსელში "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საინტერესოდ ეხმაურება:

"მოკლედ, მოახლოვდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მალე გუნდებმა შემადგენლობები უნდა გამოაცხადონ და ისევ აქტუალური გახდა კითხვა, ხვიჩამ და სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ივნისში სად უნდა ითამაშონ - ევროპის ჩემპიონატზე თუ ეროვნულ ნაკრებში? (მოგეხსნებათ, ეროვნულის ორი მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დასაწისს ემთხვევა).

ჩემი, როგორც ქართული ფეხბურთის ერთი გულშემატკივრის აზრია, რომ აქ დასაფიქრებელიც არაფერია და ყველა იმ ფეხბურთელმა,
ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს (ხვიჩას და სხვებს კი აქვთ, რადგან დაშვებულია მათი თამაში, ვინც ამ ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებისას იყო 21 წლის), სწორედ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ითამაშოს.

არგუმენტი მარტივია,: ასეთი შანსი ჩვენ კიდევ შეიძლება ასი წელი არ გვქონდეს.

აქ არ ვსაუბრობ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსზე (კარგი თაობა წამოვიდა, პლუს "ერთა ლიგის" გათამაშება არსებობს და იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ნაკრებიც მოხვდება ევროპაზე და მერე მსოფლიოზეც), ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსზე.

გაგიკვირდათ, საიდან ასეთი ამბიცია? ჯერ ერთი, ფეხბურთში ამბიცია თუ არ გაქვს, არაფერი გამოვა; მეორეც,, ეს ახლგაზრდული ჩემპიონატია და იქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს; მესამე, სახლში ვთამაშობთ და მეოთხე: გადახედეთ იმ ფეხბურთელებს, ვისაც ამ ევროპაზე თამაშის საშულება აქვთ და დამისაბუთეთ, რატომ არ შეუძლია ამ გუნდს ჩემპიონატის მოგება თუ არა, ფინალში გასვლა მაინც?

შეხედეთ შემადგენლობას და მითხარით, ვისზე ნაკლები გამოდის: იტალიის ჩემპიონი, საფრანგეთის "ლიგა 2“-ის საუკეთესო ფეხბურთელი, ამავე "ლიგა 2“-ის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, უკრაინის ჩემპიონი, სერბეთის ჩემპიონი...

ამას დაუმატეთ საშინაო კედლები. კიდევ როდის მოხდება, რომ ევროპის ჩემპიონატი ჩვენთან ჩატარდეს?

როდესაც მოგების შანსზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მოგებაში ვარ დარწმუნებული. ამაში დარწმუნებული თუნდაც იმიტომ ვერ ვიქნებით, რომ სხვებსაც არანაკლები ვარსკვლავები ჰყავთ და პლუს, ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით (პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია), მაგრამ ამ ჯგუფიდან თუ გავედით, მერეც არ ვიქნებით ფავორიტები? ამ ჯგუფიდან თუ გავედით, შეიძლება მართლა მოვიგოთ.

თუმცა რომც ვერ მოვიგოთ და ფინალში ვითამაშოთ, ეს განა დიდი ამბავი არ იქნება?

მესმის, რომ ეს მხოლოდ ახალგაზრდული ჩემპიონატია და რომ ეროვნული ნაკრები სულ სხვაა, რომ ის უნდა იყოს პრიორიტეტი, რომ შეიძლება ისეც მოხდეს: ხვიჩას და სხვების გარეშე ეროვნულმა წააგოს, ვერც ახალგაზრდულმა მიაღწიოს რამეს და საბოლოოდ ხელში არაფერი შეგვრჩეს. კიდევ ბევრი არგუმენტი მესმის, მაგრამ ცუდზე და წაგებაზე ფიქრით წარმატებისთვის ვის მიუღწევია? თან ეროვნულ ნაკრებს ევროპაზე მოხვედრის შანსი უფრო "ერთა ლიგიდან" აქვს, ვიდრე ამ შესარჩევიდან და კიდევ: ეროვნულ ნაკრებში ამ ბიჭების გარეშეც მშვენიერი შემადგენლობა იკრიბება.

აბა, ნახეთ: მეკარეები: ლორია და გუგეშაშვილი;

მცველები: კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ტაბიძე, კაკაბაძე, გიორბელიძე, კობახიძე (კიდევ შეიძლება დამატება);

ნახევარმცველები: ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია (ეროვნული ჩემპიონატიდანაც შეიძლება რამდენიმეს დამატება: ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ნაკრებში გიორგი არაბიძე. არ უნდა მივცეთ საშუალება ისევე დაიკარგოს, როგორც სხვა ნიჭიერი ფეხბურთულები დაკარგულან);

თავდასხმა: ბუდუ და ქვილითია (აქაც არის ჩემპიონატიდან დამატების პერსპექტივა).

გასაგებია, რომ ხვიჩა დიდი ძალაა და სხვა ახალგაზრდებიც, მაგრამ მათ გარეშეც ისეთი გუნდი იკრიბება, რომ კვიპროსთანაც და შოტლანდიასთანაც კარგად თამაში შესაძლებელია. მაგალითად, რას დაუწუნებდით ასეთ ძირითად შემადგენლობას: ლორია - კაშია, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი- გიორბელიძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, კაკაბაძე - ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, ლობჟანიძე?

არის ვარიანტიც, რომ ხვიჩამ და რამდენიმე ახალგაზრდამ ეროვნულშიც ითამაშოს და მერე შეუერთდეს ახლგაზრდულ გუნდს, მაგრამ ეს ჩემი აზრით, დაუშვებელია. არათუ პირველ თამაშში, არამედ შეკრებაზეც კი ბიჭები ერთად უნდა იყვნენ.

P.S. ის, რომ სარეკლამო ბანერებზე და "კოკა-კოლას“ ბოთლებზე სწორედ ხვიჩა და სხვა ახალგაზრდები გამოსახეს, იმედია, იმას ნიშნავს, რომ უკვე გადაწყვეტილია მათი თამაში ევროპაზე.

P.P.S. სულ დამავიწყდა: ამ ჩემპიონატზე პირველ სამ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად ხვდება ოლიმპიადაზე. წარმოიდგინეთ, შეიძლება პირველად ითამაშოს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ოლიმპიადაზე და ამისთვის ფინალში გასვლაც კი არაა საჭირო.“

altმომავლის ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდებიან - იქნება კვარაცხელია?

მკითხველის კომენტარები / 83 /
დიახ100% ით ვეთანხმები მერაბს!
თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ მესამე ადგილზე გასული გუნდი ოლიმპიადაზე ითამაშებს და ამის შანსი ჩვენს ნაკრებს ნამდვილად აქვს ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით და შემადგენლობით!
ბათუმელი ექსპერტი
30 მაისი 2023 15:13
9
მეც 100% ვეთანხმები რომ კვარამ და ბიჭებმა უმჯობესია ახალგაზრდულში ითამაშონ. ჩემის აზრით აქ ბევრად მეტია წარმატების შანსი. გარდა ამისა წარმატების შემთხვევაში ევროპაში გზა ახალგაზრდულის სხვა წევრებსაც შეიძლება გაეხსნათ და პირველ ნაკრებს უახლოეს მომავალშივე შეიძლება კარგი შევსება მიეცეს.
თან წამოიდგინეთ პირველი ნაკრების შესარჩევში წარუმატებლობის შემთხვევაში (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), რამხელა კრიტიკა დაატყდება თავს ფედერაციას და სანილსაც, ახალგაზრდულში რომ გამოგეშვათ ..........
Irakli
30 მაისი 2023 15:33
8
რამდენს თხოვთ ამ ხვიჩას ნაპოლიში და ნაკრებში ყველა თამაშში გოლს ითხოვთ.ახლა ახალგაზრდულის ჩემპიონობას თხოვთ. ადამიანია რობოტი კი არაა.ნუ დაგვავიწყდება რომ რუსეთის და საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატიდან იტალიის რთულ ჩემპიონატში მოხვდა და პირველივე წელს კიდე ბევრს მიაღწია
ირაკლი
30 მაისი 2023 20:08
6
ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ ჩემი და ზოგიერთი ჩემი მეგობრის სახელით: - ხანდახან ჟურნალისტებსაც დაუჯერეთ, კონკრეტულად კი მერაბს - ბოლო-ბოლო მეტრეველია გვარად!!!
ვაჟა მასწ.
30 მაისი 2023 15:18
12
ისე მეტრეველის გვარის კაცს ძნელია ფეხბურთის თავისეულ მოსაზრებაზე ეკამათო,მაგრამ.... მე კი მგონიო,რომ კვარა და მამარდა კი არა ეროვნული ნაკრებიც რომც დააყენონ ამ ტურნირის მოგების შანსი მაინც ნულია. საიდან ასეთი ოპტიმიზმი, გაიხსენეთ.. გუნდი ამ ტურნირზე მხოლოდ მასპინძლის სტატუსით მოხვდა თორემ შესარჩევ რაუნდებში ჩვეულებრივ მაჩანჩალებს შორის იყო,რომელი პრინციპული-გადამწყვეტი თამაში მოუგია ეროვნულ ან ასაკობრივ ნაკრებს....გუნდი რა მარტო კვარა და მამარდააა??... დანარჩენიიი!!..და რას ამტკიცებთ- ამ ტურნირის მოგება კვარას თამაშ არ თამაშზე არის მხოლოდ დამოკიდებული-ითამაშებს და მოგება ჯიბეში გვაქვსს?...თქვენ ხვიჩა მართლა ფეხბურთის ღმერთი ხომ არ გგონიათ....ჯერ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ამომავალი ვასკვლავია, თავისი სისუსტეებით-ამასთან ამ ეტაპზე საშინლად გადაღლილი და ემოციურად დაცლილია იმ გიჟური სეზონის შემდეგ, რაც მან იტალიაში დაატრიალა.რა გინდათ?....საშინელ ფორმაში მყოფი ხვიჩას გინდათ მერე აკიდოთ ამ ტურნის გარდუვალად ვერ მოგების ბრალიი?? ანდა ტრამვა რომ მიიღოს მისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის ამ გადამწყვეტი სეზონის წინ..გიფიქრიათ..... ეს მხოლოდ ჩემი მოგრძალებული აზრია და შეიძლება არც არავის აინტერესებს, მაგრამ მაინც....
Jora-giorgi
31 მაისი 2023 10:24
4
ეს ყველაფერჩიკი ფეხბურთის მცოდნეც ყოფილა
oto
30 მაისი 2023 23:06
7
ასაკობრივი ნაკრების დანიშნულება რა არის?აღმოაჩინოს,ახალგაზრდა ტალანტები,განავითაროს ისინი და მიიყვანოს,ეროვნული ნაკრების კონდიციებამდე!ათამაშო ფეხბურთელები,რომელიც უკვე ეროვნული ნაკრების ლიდერები არიან და საერთაშორისო არენაზე თავისი ადგილიც მოპოვებული აქვთ,ვის სჭირდება ასეთი რამე?ეს ჩვენ ვართ,ბავშვთა სპორტშიც კი,შეჯიბრში გამნარჯვებას უდიდეს მნიშვნელობას ვაბიჭებთ და სულ ერთია,ეს მის შემდგომ განვითარებას შეუწყობს თუ არა ხელს.ეროვნულ ნაკრებს რომ არ სჭირდებოდეს,იმ მომენტში,კიდევ ჰო,მაგრამ ისიც თამაშობს და რა რისი გულისათვის უნდა დავთმოთ, მასშტაბებს უკვირდებით?!აგერ,გიორგი წიტაიშვილი,მსოფლიოს ჩემპიონია,ახალგაზრდულ ნაკრებში,უკრაინის სახელით და გადაწყვეტი გოლიც მან გაიტანა,მაგრამ ვინმეს ახსოვს,ან ის,ან უკრაინის ის ნაკრები?ბიჭი მერამდენე წელია,ეროვნულ ნაკრებშიც კარგად თამაშობს,მაგრამ კლუბში,ვერსად მოიკიდა ფეხი!არადა მსოფლიოს ჩემპიონია,გადამწყვეტი გოლის ავტორი და მისთვის ყველა გზა,თითქოს ხსნილი უნდა ყოფილიყო!აი ეროვნული ნაკრები თუ გამოიჩენს თავს და იქ,გიოც კარგად ითამაშებს,მაშინ კი,ნამდვილად მონახავს შესაფერის კლუბს!ეს არის განსხვავება!ეგეც არ იყოს,ის ბიჭები ვინც აქამდე მოიყვანა ეს ნაკრები და ახლა,უკან უნდა გადასწიონ,მათ რა დააშავეს?სწორედ მათ უნდა ითამაშონ და დაუმტკიცონ ევროპელ სკაუტებს,რომ მხოლოდ ხვიჩა და მამარდა არ გვყავს,საქართველოში!სკაუტებს,სწორედ ახალი სახელები აინტერესებთ!არ ექნებათ,უსამართლობის განცდა?აუცილებლად ექნებათ და ეგეც არ იყოს,გულგატეხილებმა და ვერავისგან შემჩნეულებმა,ყველაფერზე ხელი რომ ჩაიქნიონ,ვის დავადანაშაულებთ?რატომღაც მგონია,რომ საკუთარ თავს კი არა,ისევ ამ ბიჭებს,აქამდე მოედანზე თავს რომ აკლავდნენ და ზღვა ოფლი დაღვარეს,ამ ნაკრებისათვის.არ იქნება ეს სწორი,თორემ მე მხოლოდ აქ სიტყვის თქმა შემიძლია.
ან შოტლანდიის ნაკრები რატომ ეპატარავება,მერაბს თვალში და რატომ ჰგონია,რომ გადახალისებული შემადგენლობით,დაამარცხებს,ესპანელთა დამმარცხებელ ნაკრებს,ან თუნდაც კვიპროსს?იქნებ შევეშვათ ზეწოლას და ნაკრებების ხელმძღვანელობებს მივცეთ საშუალება,თავისუფლად შეარჩიონ,ეროვნული ფეხბურთისათვის სასურველი ვარიანტი!
სოსო
30 მაისი 2023 20:35
9
არ იცი და წერ ამდენ უაზრობას! საერთოდ გინახავს შემადგენლობები სხვა ახალგაზრდული ნაკრებების? იცი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ისტორია? რა ფეხბურთელები თამაშობდნენ ხოლმე? ყველა ნაკრებს მიყავს ყველა ვარსკვლავი და უძლიერესი ფეხბურთელი ვისაც კი ასაკით თამაში ეკუთვნით. ასე იქცევა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, გერმანია და ა.შ ყველა! და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებიც უნდა გამოვიდეს უძლიერესი შემადგენლობით.
შაკო
30 მაისი 2023 21:30
8
ყველაფერში გეთანხმები მერაბ!!! კარგია რომ ვიღაცამ მაინც წამოიწყო ამაზე საუბარი.
თუ ნახავთ ბილეთები რა ცოტა რაოდენობით არის გაყიდული (თუნდაც საქართველოს თამაშებზე) გაოცდებით. ამის მიზეზი ის არის რომ გულშემატკივარმა ჯერ არ იცის რა შემადგენლობით იქნება 21 წლანდელთა ნაკრები.
დარწმუნებული ვარ, როგორც კი გამოცხადდება, რომ მამარდაშვილი, საზანოვი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია და მიქაუტაძე ითამაშებენ ანშლაგი გარანტირებული იქნება.
არ თქვათ, რომ ამ შემადგენლობას შეთამაშება გაუჭირდება.
ამათ დამატებული: ივა გელაშვილი, საბა ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი,ხორხელი, კვერნაძე, მამაგეიშვილები, გაგუა, გულიაშვილი და კიდევ რამოდენიმე პერსპეკტიული ახალგაზრდა.
მაგარი ნაკრები შეიკვრება და კარგი შანსიც გვექნება საპიზოზე გავიწიოთ.
ყველამ ერთხმად უნდა მოვითხოვოთ ფედერაციისგან რომ ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ.


კობი 74
30 მაისი 2023 18:33
11
სისულელეს ნუ ამბობთ ხალხო, როგორ შეიძლება 17 და 20 ში ბიჭებმა ითამაშონ ეროვნულში, მერე ჩამოვიდნენ ახალგაზრDულში კარგი ბატონო 21-ს თამაში გამოტოვონ, ითამაშებენ ჯგუფის მეორე და მესამე ტურს, მაგრამ შეთამაშება არ უნდათ U 21-ს დანარჩენ წევრებთან? კომბინაციები და ა.შ მთელ გუნდთან ერთად არ უნდა დაიგეგმოს? პირდაპირ მექანიკურად ჩასვამენ ამ ბიჭებს შემადგენლობაში და ყველაფერი კარგად იქნება? კარგით რა, ისე არმ მოხდეს ორი კურდღლის მადევარივით ეს შესარჩევის თამაშებიც არ ჩაგვივარდეს და ვერს სვანაძის გუნდს ვარგოთ რამე.
რრრ
30 მაისი 2023 20:14
4
არ გეთანხმები ბატონო მერაბ, ბოდიში, მაგრამ, როგორც პოლიტიკაში
იყავი მაგარი, ისეთი ბრძანდებით ფეხბურთში, ხვიჩამ არ უნდა ითამაშოს, სხვამ. რომელიმემ შეიძლება, მაგრამ ხვიჩამ არა, ის ახლა წლოვანებით არა მაგრამ თამაშით გადაზრდილია ახალგაზრდულისთვის
პატრიოტი
30 მაისი 2023 18:49
21

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული