ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
არ უნდათ ეტყობა ახალგაზრდული, რომ ჯგუფიდან გავიდეს
akaki
15 ივნისი 2023 16:24
46
სწორი გადაწყვეტილებაა. მოტივაცია ზოგჯერ უფრო მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე სახელი გვარი. გადაღლილია ტიპი და კიდე ახალგაზრდულის ჩემპიონატი მთლად გამოაცლიდა ყველაფერს, ვერ მიცემდა ნაკრებს იმას რაც უნდა მიეცა და მერე დაიწყებდნენ მის კრიტიკას ფეხებს უფრთხილდება, არ თამაშობს გულით და ა.შ.
lm
15 ივნისი 2023 16:23
8
ეს მარტივი ამბავი უნდა მოეგვარებინა ფედერაციას!!!
ყველას უნდა ეთამაშა ახალგაზრდულში ჩემი აზრით.
ეხლა გამოვა ისე რომ ვერც იმ ორ შეხვედრაში დავდებთ კარგ შედეგს (არ წაგება არ ითვლება შედეგად) და ვერც ახალგაზრდული.
მაგრამ ამ თემის მოგვარებას ხომ ცოტაოდენი ტვინი და ერთი ადგილი ჭირდება...
Lobotka
15 ივნისი 2023 16:23
27
Imena lobotka xaar
Qarveli ara :)
L.J .
15 ივნისი 2023 20:41
1
ჩასაფრებული რომ ხართ სალანძღავად ვითომ პროფესორები.შენ რას გააკეთებდი ფედერაციის ადგილზე?
მმმმმმმ
15 ივნისი 2023 16:33
4
სწორი გადაწყვეტილებაა.
წარმატებები ხვიჩას, ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველს.
დიდება საქართველოს!
ქ. გ.
15 ივნისი 2023 16:18
8
ყველამ იცოდა წინასწარ რომ ასე იქნებოდა არც უნდა გამოეძახებინათ გაფართოებულ შემადგენლობაში. ისე კვარაცხელია არაა მაგ ბიჭებთან შეთამაშებული და მგონი უფრო ''ტორმუზი'' იქნებოდა ვიდრე პოზიტივი მაგისი დამატება , ისე მოხდებოდა რაც დინამო ბათუმში ყოფნის დროს მოხდა მაგის გარშემო რომ უნდა ეთამაშა გუნდს და ეგ ნაკრები ეგეთი ტაქტიკით ერთ კაცზე როა აწყობილი ყველაფერი არ თამაშობს
MICHAEL
15 ივნისი 2023 16:18
11
გული მწყდება მაგრამ პატივს ვცემ ხვიჩას გადაწყვეტილებას, მან უკეთ იცის რა ჯობია მისთვის და შესაბამისად საქართველოსთვის.
გიგი
15 ივნისი 2023 16:12
8
გული კი-დამწყდა მაგრამ, შენიც მესმის, ისედაც გეტყობოდა დაღლა ბოლო ორითვეა!! წარმატებები ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდი
beqa
15 ივნისი 2023 16:06
10
მოკლედ ამის ფეხბურთი დამთავრებულია როგორც ჩანს. 22 წლის ბიჭი რო იტყვის დავიხალეო როცა მესი და ნეიმარი 24 საათი მოედანზე იყვნენ ოლიმპიადაზე თამაშობდნენ და რავი ყველგან თავის ქვეყნის გამო. ამან დავიხალეო. ამიტომაა საქართველოში ფეხბურთი გასაუქმებელი. არაა ეს ჩვენი საქმე არა. შენგელია როგორ თამაშობდა ნაკრებისთვის და ერთი წკუტუნიც არ უთქვია დავიხალეო. ამას აწი ვინც უქომაგებს იმან არ თქვას ქართველი ვარო. ახლა თუ არ გამოადექი ქვეყანას ვის რათ უნდა შენი ნაპოლი თორე ეგეც ახლა ქართული გუნდი არ იყოს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15 ივნისი 2023 16:06
58
გუბერნ წადი, დაახვიე ღრუსეთში. :)))))))
რატი
15 ივნისი 2023 18:24
6
გინებაფილის დაბრუნება კომენტარებში. :))))) გიხარია, ყველაფერს რომ გაფარებენ? თან გეკუთვნის. ;)
რატი
15 ივნისი 2023 17:44
4
ყველა გამოხმაურება
ვერ თუ არ? ვერ ობიექტური გარემოებებია, არ სუბიექტური.
პ.ს. იმას არ ნიშნავს რომ რაიმე ცუდი ჩაიდინა, უბრალოდ არ არის საჭირო ზედმეტი გალამაზება სიტუაციის. ადამიანმა თქვა რომ გადატვირთული რეჟიმის გამო არ ითამაშებს.
სიმართლე
15 ივნისი 2023 16:05
5
დაიწყება ახლა ლანძღვა და პატრიოტიზმის ნაკლებობაზე საუბარი. მე ის მიკვირს ქართველმა კაცმა აქამდე ტრავმა რომ არ მიიღო ამხელა დატვირთვების შემდეგ. პირველი სეზონი უმაღლეს დონეზე, ამას ყველა ვერ უძლებს.
Lasha
15 ივნისი 2023 16:04
8
მართლა მესმის.. ასე მომქაანცვლელი სეზონის შემდეგ ზნელია და კიდე მაგრად გაუმარტლა ტრამვა რო არ მიიხო.... მაგრამ ტუ დაეხმარებოდა 21 ებს გმირობა იქნებოდა>>>
jima
15 ივნისი 2023 18:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული