ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
აქ ვიღაცამ დაწერა რომ ხვიჩა უკვე არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი, დამერწმუნეთ ერთ რამეში, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ერთი სეზონით ვერასოდეს გახდება, მაგას მინიმუმ 3 სეზონი ჭირდება, ბევრი გვინახავს "ერთი სეზონის ვარსკვლავები"... არანაირი გამართლება არა აქვს რომ U21 საქართველოს ნაკრებს არ ეხმარება, მინიმუმ სტადიონებს გადაავსებდა მაგისი თამაში, არ მინდა რომ მომავალ წელს მას ეს ისე შემოუტრიალოს ბუნებამ რო მომავალ სეზონში ნაპოლიში მისი გოლი ან ასისტი სანატრელი გაგვიხდეს, ეს ხშირად მოსვლიათ ბევრს.
Georgian
15 ივნისი 2023 20:25
8
პატივი ვცეთ ხვიჩას გადაწყვეტილებას! ჭკვიანი ბიჭია და თავის შესაძლებლობები უკეთ იცის. წარმატებები ხვიჩას და ეროვნულს...

ჩვენ კი გავავსოთ სტადიონები და გავამხნევოთ ჩვენი ახალგაზრდები...
დავითი
15 ივნისი 2023 20:14
15
გეორგიან, აზრზე არ ხარ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო ათ ივნისს და ახალგაზრდული მთავრდება ივლისის შუაში. ფეხბურთელს დასვენება არ უნდა სეზონის წინ?!.. ეთამაშა ევროპა, მერე ნაპოლი იწყებს მოსამზადებელს და მერე ჩემპიონატი.... დასვენება არ არის საჭირო?!.. მითუმეტეს რომ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო ნაპოლიში. ვერ ხედავთ რომ სეზონის ბოლო თამაშები ვერ ითამაშა მაღალ დონეზე?!... ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლაა ამის მიზეზი და სხვა არაფერი.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 19:51
16
დისლაიქებით მიხვდები ვინაა აზრზე ან ვინ არაა აზრზე, მე შენნაირ დილეტანტებს არ ვესაუბრები ჩემი კომენტარებით
Georgian
15 ივნისი 2023 20:30
6
თქვე კაი ხალხო ბოლო ორი თვეა კვირაში ერთ თამაშს სრულად ან თამაშობთ ან არა და რამ გადაგღალათ ეს ახალგაზრდა სპორცმენი ბიჭები :)
nika
15 ივნისი 2023 19:44
6
Shen kai kaco gasagebia kvaraskenaa eg kitxva da is mainc ici bolos daisvena 2022 is zamtarshi??? Welieadnaxevaria tamashobs???sheusveneblad?ra ginda Yeniasavit(gmetma daiparos)daamtavros???gaxetqa levani pelix Magatma da mere yvela nakrebma...gadaiwva bichi
L.J .
15 ივნისი 2023 20:36
6
ბექა, ზედაპირულად მსჯელობ...შეიძლება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. კვარაცხელიამ წინა სეზონი ფაქტიურად დასვენების გარეშე დაიწყო. შემდეგ იტალიის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების თამაშები ევროზე და ერთა ლიგაზე.ეხლაც ისე დაიწყოს მომდევნო სეზონი რომ არ დაისვენოს?!... და ნაპოლის არ ეკითხებით?!... ნაპოლის უფლება არ აქვს რომ თავის ფეხბურთელს აუკრძალოს ნაკრებში თამაში, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ეროვნულ ნაკრებს და არ ვრცელდება ასაკობრივ ნაკრებებზე. საერთოდაც, ნებისმიერი ქვეყნისათვის ასაკობრივ ნაკრებებს აქვს შემდეგი დატვირთვა- მოამზადოს ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისათვის. და არც ერთი ქვეყანა თავისი ეროვნული ნაკრების ლიდერს არ ათამაშებს ასაკობრივ ნაკრებში.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 19:43
11
ნეტავი გუშინ მოდრიჩის თამაშს უყურა???თუ კი, მაშინ ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.....დანარჩენს მკითხველი გაიგებს
dinamo 1981
15 ივნისი 2023 19:39
6
3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? Ნაპოლიში დარბის ხალხი და საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია
Georgian
15 ივნისი 2023 19:31
6
ვინც ვერ ხვდებით გაიგეთ - ხვიჩა არის უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, საკლუბო დონეზე და სანაკრებიზეც გაითქვა სახელი, რაღა დროს მისი ახალგაზრდულია, შეურაცხყოფად უნდა იღებდეს ტიპმა ამდენი შრომა ჩადო სეზონში და ბავშვების გუნდს დაეხმაროსო, არასწორად მიმაჩნია ვინც ნაკრების ძირითად ბირთვშია ახალგაზრდულში რომ მოიაზრებენ
???
15 ივნისი 2023 19:27
30
სხვისი არ ვიცი და მე გეთანხმები
ზურა
15 ივნისი 2023 19:49
10
ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატს და ევროპის ჩემპიონატს ზაფხულში თამაშობენ, შესაბამისად ყველა გადაღლილია. არგუმენტი არასწორია, შეიძლება ნაპოლის ხელშეკრულებაში უწერია რომ ახალგაზრდულში არ ითამაშოს და
ვერ ამბობს. ჩემი აზრით უნდა ეთამაშა! მიქაუტაძესაც!
პროფესტო
15 ივნისი 2023 19:19
4
აბსოლუტურად ყველაფერი მესმის, რომ გადაიღალა და მთელი წელი გადატვირთული იუო. მაგრამ ერთი რამ არ მესმის ეს დედა აფეთქებული, პირველად ვართ ამ ევროპაზე თან სამშობლოში ვთამაშობთ. რავი ჩემო ძმებო კი ითამაშა 50 თამაში მთელი წელი და დაიღალა მაგრამ ის დარჩენილი 3-4 თამაში ისეთს რას უზამდა რომ ... როცა იციან რომ ძალიან გაგვიხარდებოდა , გააძლიერებდა ნაკრებს, განაცხადასი მაინც ყოფილიყო რომ გავალთ ნახევარ ფინალში ან ფინალში რომ დაგვხმარებიყო.
ბექა
15 ივნისი 2023 19:03
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული