ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
მაგარი თავისტკივილი მოეხსნათ ბელგიას და შოტლანდიას! არც ხვიჩა, არც ჟორჟია! მარტო განაცხადში, რომ ყოფილიყვნენ უკვე მანდრაჟი ექნებოდათ!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 18:02
6
შოტლანდიას კი არა ახალ ზელანდიას
ჰოლანდიიდან
15 ივნისი 2023 18:56
2
ხვიჩა არის მსოფლიო ვარსკვლავი , რაღა დროს დუბლებში თამაშია ესეთი სეზონის მერე , რამე რო იტკინოს მერე სად მივდივართ ? 21 წლამდელებში უნდა იტამაშონ ნაკლებად დატვირთული სეზონი ვისაქც ქონდა და კიდე ვისაც კარიერა აქვს ასაწყობი . საერთოდ არ მაქვს პროტესტის გრძნობა . კვარას სიცოცხლე , ჰეიითერებს სიკვდილი
ლშა_იუვენტინო
15 ივნისი 2023 17:58
20
მიქაუტაძემაც უარი შემოგვითვალა გულშემატკივარს! დავიღალეოოოოო! დარჩა მამარდაშვილი, რას იტყვის ნეტავ? კაცმა ყველა თამაში ჩაატარა ლა ლიგაში!
მწვრთნელი
15 ივნისი 2023 17:57
1
გონიერი და საქმიანი ადამიანის გადაწყვეტილებაა, რომელიც ცდილობს იყოს ყოველთვის ეფექტური და არა პოპულარული, და აკეთოს საქმე და არა წყალი ნაყოს.
გიორგი
15 ივნისი 2023 17:49
11
Kvaram unda daisvenos aucilebelia da gasagebic,magram es xom isedac mosalodneli iko da bolomde ar gamxela ras emsaxureboda bileti ar gaikideboda???ra sisulelea isedac unda gaivsos stadionebi da ras malavdnen bolomde mainc ver gavige???....exla ar daiwkot dges gadawkdao,me misma axlobelma erti tvis win mitxra ar iqnebao da masec moxda....
Givi
15 ივნისი 2023 17:44
1
პირველად ვალაიქებ არაქართულად დაწერილს
დდდ
15 ივნისი 2023 18:38
0
ვერ ვიტყვი რომ გამიხარდა, მაგრამ სწორია. ხვიჩას რისკის ქვეშ დაყენებას, მჭედლიძე-ყენიას შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში და პარალელურად კლუბშიც თამაშობდნენ, ვეღარ გაუძლებს ქართული ფრხბურთი.
თან ხვიჩა კი არის ახალგაზრდა მაგრამ სტატუსით ნამდვილად არ არის უ21.
gionat
15 ივნისი 2023 17:43
8
როგორც ჩანს სანიოლმა არ დათმო და ფედერაციის ბოსობას კატეგორიულად მოუჭრა კვარა მე მჭირდებაო ამ ორი მატჩებისთვისო. და ხვიჩა ტერმინატორი კი არაა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს და მოთხოვნებსაც საზღვარი აქვს არა უშავს წარმატებები კვარას და ნაკრებებს.
Charley
15 ივნისი 2023 17:32
3
მართალი ხარ, ეს რომ თავად ხვიჩას გადაწყვეტილება იყოს, ამდენ აურზაურს არ აგვატეხინებდა და ადრევე იტყოდა ამის შესახებ... თუმცა, სანიოლმა აუკრძალა თუ ნაპოლიმ, ამ ეტაპზე ვერ გავიგებთ...
ვოოტ
15 ივნისი 2023 18:18
2
"ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში" - ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, და ჩემი მხარდაჭერა და სიყვარული კვარას არ მოაკლდება, რისი ღირსიც არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი თამაშით კლუბში და ნაკრებში ამდენი სიხარული გვაჩუქა!
Irakli
15 ივნისი 2023 17:31
4
არასწორი გადაწყვეტილებაა
იუვე
15 ივნისი 2023 17:27
11
ხვიჩა ვიცე ეს გირჩია შენ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშოო იმას ქვეყანა არ ყვარებია ბავშვები მოითმენლად ელოდნენ შენ თამაშს კოკაკოლაზე რომ გამოსახეს ბევრი კოკა-კოლას მაგის გამო ყიდულობდა გული მწყდება შენგან მაგის მოსმენა რომ გვიწევს მართალია ქორწილისთვის ემზადები მაგრამ ასე არ უნდა მოექცე შენს ქვეყანას მჯერა მიქუტაძე ითამაშებს და დანახება ყველას რომ შესაძლებელია ქვეყნისთვის თავის დადება როცა შენ ქვეყანაშია ევროპის ჩემპიონატი ტარდება დიდება საქართველოს,
პატრიოტი ქართველი
15 ივნისი 2023 17:17
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული