ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ უკან დახევს ცხოვრებაში.
გიო
16 ივნისი 2023 00:27
7
საქართველოს ნაკრები უპირველესია და მერეა სხვა გუნდი. ამ შემთხვევაში ნაპოლი. ჩემპიონობის განაღდების შემდეგ საერთოდ ნუ ითამაშებდა ნაპოლში. ახლაგაზდული რომ უნდა ყოფილიყო ამისათვის უნდა შეენახა თავი. ახალგაზდულიდან წარმატების შემთხვევაში ოლიმპიდაზეც გვექნებოდა შანსი გასვლის, რაც დღემდე არ გვღირსებია. მეც ვწერდი რომ ძნელი სეზონი ქონდა ხვიჩას, მაგრამ ნაკრები უპირველესია. სხვა ტომის სპორტსმენებზე დამიწერია ვინც ჩვენი დროშის ქვეშ სისხლს და ოფლს დაღვრიან ყველას ქომაგი ვიქნები და მივესალმები მეთქი. სპორტი ბრძოლაა შენი ქვეყნისათვის, ის ოფლის გაღება რაც შენ შეგიძლია. სეზონში 34 თამაში და შესვენებით (მსოფლიოს ჩემპიონატის დროს) ჩატარებული არც ისეთი შეუძლებელი უნდა იყოს 22 წლის ამომავალი ვარსკვლავისათვის, რომ თქვას დავიღალეო. ვარსკვლავები და არა მარტო ვარსკვლავები სეზონში 50-60 თამაშს ატარებენ. როცა გინდა მწვერვალზე ახვიდე თავს ძალა უნდა დაატანო და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. მე ხვიჩას ასეთი განცხადებით გული დამწყდა.
G.LA
15 ივნისი 2023 23:59
7
ხვიჩას გადწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ!!
ამ ადამიანმა ერთა ლიგაში იმდენი გააკეთა მთელი რი გაერთიანა და ნუთუ ჩვენ არ უნდა გაუგოთ რომ ფიზიკურათ არ შეუძლია ხვიჩას ახალგაზრდული ნაკრრებში თამაში!!
ცუდათ რომ ოთამაშოს მერე მთელი საქართველო აგინებდეს იქნება ( ასეთ ვართ ჩვენ)
ჯონი
15 ივნისი 2023 23:58
15
რაც გინდა თქვი და სწორედ "პატივსაცემი" არ არის არაფერი ამ გადაწყვეტილებაში.
გიო
16 ივნისი 2023 00:29
3
ამდენი ხანი ამას ვწერდი და მაინცდამაინც თვითონ უნდა თქვას თქვე კაი ხალხნო, რომ დაუჯეროთ ვინმეს? როგორ შეიძლება ამხელა სეზონის მერე ეს კაცი იქაც გაგემწესებინათ, გამაგიჟებთ რა. დასვენება უნდა აბა რა უნდა. ამას ხომ ელემენტარული მიხვედრა უნდა. ძალიან სწორი ნაბიჯია
კაპიტან გარდენბურგი
15 ივნისი 2023 23:40
14
დამქაცველი სეზონის ბოლოს 38-წლის მოდრიჩს შეუძლია ჰოლაალნდიის ეროვნულინაკრების წინაღმდეგ თამაში და ბრძოლა.. (თან როგორი ბრძოლა ყველას დაგვანახა)..ჩვენი 22 წლის ბიჭებს ჰოლანდიის-U21 ნაკრების წინაღმდეგ არაა.. ნეტავ რ ა ხ დ ე ბ ა?...
romandro
15 ივნისი 2023 23:22
6
და კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებში არ თამაშობს, თუ რა ხდება? რა შუაშია ახალგაზრდული ?
კაპიტან გარდენბურგი
16 ივნისი 2023 00:03
16
წარმატებები ნაკრებს, მაგრამ რატომღაც ცუდს მიგრძნობს გული. ასეთი მიდგომით არ გამოვრიცხავ რომ სრული ფიასკო განვიცადოთ ორივე თამაშში.
აბო
15 ივნისი 2023 22:46
2
კარგით რა...აბა ვეტერანი მოდრიჩზე რაუნდავთქვათ? როგორი სეზონი ქონდა?..(ნაპოლი ერთითვეა მოვალეობის მიზნით და გასართობად გადიოდა მოედანზე).. ანდა გუშინ ჰოლანდიასთან რამდენს მუშაობდა? და კარგად დაკვირდით ზოგზოგიერთები ფინალშიც რამდენს იბრძოლებს...მეცს და ნაპოლსაც გიორგის და ხვიჩას გამო ვგულშემატკივრობ,თორე პირადად ჩემთვის საქართველო-u21-ის შედეგი ევრო2023-ზე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნაპოლის და მეცის შედწგები...
romandro
15 ივნისი 2023 22:43
2
10000%
Geo--ს
15 ივნისი 2023 22:37
1
როცა ნაკრებს ეხება საქმე შენ ქვეყანის ღირსებას იხავ. რანაირი დონის არ უნდა იყოს როცა ქვეყანას ნაკეებს ჭირდები ყოვეთვის უნდა დაუდგე გვერდში. როცა ნაკრების მაისურს იხავ შენს თავს არ ეკუთვნი, შენ საქართველოს ეკუთვნი, შესაბამისად როცა ქვეყანას ჭირდება არ არის მართებული გადაწყვეტილება. ადრე ნაკრებში გამაყუჩებლებით და ტრამვიანები თამაშობდნენ როცა ნაკრებს ჭირდებოდათ. ასეთი შანაი აზალგაზრდულს როდის ექმება არავინ იცის და ყველა გვერდში უნდა უდგეს.
ლადო
15 ივნისი 2023 22:37
1
კაკაო ყოფილა ნამეტანი კარგი, ეგრევე ხსნის დაღლილობას.))) და რისგან დაიღალეთ იქნებ გვითხრათ. ელიავაზე ათრევთ მთელი დღე ცემენტსა და არმატურას თუ ყანაში ჩაგაქციათ თოხის ქნევამ? რაღა იბრა, მოდრიჩი, მალდინი, მესი არ იღლებიან ან არ იღლებოდნენ? ცხონებული მერამ მეგრელაძე შვილთან ერთად თაბაშიბდა....
ფირუზიიი
15 ივნისი 2023 22:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული