ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
უკომენტაროდ.))

პ.ს. ვერ არ ქვია ამას!!!
G.LA
15 ივნისი 2023 22:24
0
მეც მაგას ვფიქრობდი)))) ამიტომაც არ მჯერა მაკედონიასთან კოვიდის. რუსეთი მუშაობს როგორც ყოველთვის. კიდევ დიდი ხანი არ გვიწერია ფეხბურთში ევროპა-მსოფლიოზე გასვლა. მაგას ვინ ჩივის, ტურნირებზე ჯგუფში მოხვედრაც სანატრელი გაგვიხდა.
Geo-ს
15 ივნისი 2023 22:20
7
ხვიჩია დასვენება ჭირდება !!!
მორჩა და გათავდა, იყბედეთ რამდენიც გინდათ
თენგო
15 ივნისი 2023 22:03
18
Georgian- პროფესიონალი, ჩემს დილეტანტიზმს შევაგებებ შენ პროფესიონალიზმს. კვარაცხელია ეხლა არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი. მისი ფასი ეხლა 100 მილიონია...ის აღიარეს იტალიის საუკეთესო მოთამაშედ... გუშინ ფრანც ფუტბოლმა შეიყვანა ოქროს ბურთის პრეტენდენტთა საუკეთესო ათეულში...მისი ხელში ჩაგდება უნდა მსოფლიო ფეხბურთის ყველა გრანდს. ეს ყველაფერი საკმარისი არ არის შენთვის იმის გასააზრებლად, რომ ეხლა, ამ ეტაპზე, კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია?!.. სამი სეზონიო რომ ამბობ, არავინ იცის რა იქნება სამი სეზონის მერე, მაგრამ ეხლა ის არის მსოფლიო დონის. ისტორიაში როგორ ჩაიწერება, ეს მომავლის ამბავია და სულ სხვა საკითხია. პირველი ფანტასტიკური სეზონის მერე ბარსელონაში, მესი იყო მსოფლიო დონის ფეხბურთელი და არავინ დალოდებია სამ სეზონს... შემდეგ უკვე იგი იქცა ყველა დროის მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო მოთამაშედ. არავინ ამბობს, რომ კვარაცხელია მსოფლიოს ყველა დროის ერთ ერთი საოკეთესოაო, ამას არც ერთი სეზონი ეყოფა და არც სამი, მაგრამ დღეს ის ნამდვილად არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი.
ქუთაისი
15 ივნისი 2023 22:03
8
Საუბარი იმაზე რომ ერთი სეზონი ითამაშა მსოფლიო დონის ფეხბურთი ეგ მე სადმე უარვყავი? Საუბარი იყო არა მსოფლიო დონის ფეხბურთელობაზე, არამედ მსოფლიო დონის ვარსკვლავობაზე, საუბარია არა World Class player არამედ Word Star, ამ ორში განსხვავებას ვერ ხედავ? Მსოფლიო დონის ფეხბურთი ითამაშა კი, მაგრამ მსოფლიო დონის ვარსკვლავი რომ გახდეს, მინიმუმ სამი სეზონი უნდა დაგლიჯოს, ეხლა გასაგებად დავწერე შენთვის ხო?
Georgian
15 ივნისი 2023 23:14
0
Შენთვის ოსიმენიც მსოფლიო დონის ფეხბურთელია?
Georgian
15 ივნისი 2023 23:08
0
ეს იგივე საქართველოსთვის ბრძოლაა. შენს ქვეყანას რო სჭირდება მაშინ არ შეგიძლია? ადრე რო ეთქვათ დავიღალე და არ წავალ ბრძოლაშიო...
geo
15 ივნისი 2023 21:52
7
ქართული ფეხბურთი ,როგორც ყოველთვის სიურპრიზებით არის სავსე...
giga
15 ივნისი 2023 21:50
3
ეხლა ძალიან ჭირდებოდა ხვიჩა ახალზრდულს მაგრამ უნდა გავუგოთ და მარტივია თვითონ უფრო ხვდება რამდენად შეუძლია ამ ძალიან დამღლელი სეზონის მერე ..
ასევე ხვიჩამ ალბათ იფიქრა ქართველები თუ როგორი მომთხოვნი ვიქნებოდით მის მიმართ და ასე გადაღლილი ფეღბურთელისთვის ასეთი პასუხის მგებლობის აკიდება მითუმეტეს ასეთ ასაკში ნამდვილად არ არის ადვილი და ამასთან ასეთ გადაღლილს რომ არგამოსვლოდა თამაში მერე დავიწყებდით ნაპოლში თავს იკლავდა და ჩვენთან თავს ინახავსო და მსგავს კომენტარებს ამიტომ მე მესმის ხვიჩაში და ვიგებ :)
HK
15 ივნისი 2023 21:46
6
დალოცვილი ჭადრაკი. არც იღლები და არვ ტრავმის გეშინია. ისე, ჯერ კიდევ არ არის გვიან. ხომ არ გეცადათ?
ნიჩბოსანი
15 ივნისი 2023 21:39
5
მაშ კიმმა რაღა უნდა თქვას, გადავიღალე და არ წაცალ ჯარშიო? ჯარში ხო არ მიყავთ. სულ 2-3 თამაშში ჭირდება გუნდს დახმარება. პაპაჩემი მძიმე შრომამ მოკლა, ერთხელაც არ დაუჩივლია დავიღალეო. 86 წლამდე ვირივით იშრომა სოფლად.
სუსტი
15 ივნისი 2023 21:30
6
ყოველთვის მაინტერესებს იმ ადამიანების პირადი მიღწევები, რომლებიც (მაგალითად) აქ წერენ კომენტარებს იმ ადამიანებზე, რომლებიც თავისი დაუღალავი შრომით აღწევენ არც თუ თავისთავად წარმატებას და ამბობენ რომ უფრო მეტი უნდა გააკეთონ…. იქნებოდა სამართლიანი, თუ ასეთი გულშემატკივრები თავის თავზე დაწერდნენ და გაგვანდობდნენ რამდენად იდგამენ წელებზე ფეხს და სჯობიან ჩვენ წარმატებულ და სახელოვან თანამემამულეებს, რატომ არ ვიცნობთ მათ სახელებით და მიღწევებით, ქვეყნის მასშტაბით და საკუთარ მაგალითით დაამტკიცებდნენ, რომ მეტი შეიძლება.

სარკე?
15 ივნისი 2023 21:21
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული