ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
მოკლედ რამოდენიმე ვერსია გაჟღერდა.
1. კვარა არ არის პატრიოტი და არუნდა ნაკრებში თამაში.

2. კი უნდა მაგრამ გადაიღალა, რობოტი ხომ არაა უნდა გავუგოთ.

3. ახალგაზრდულმა ნაკრებმა სპეციალურად მოტეხა, რადგან თავისიანების ჩასმა უნდათ ძირითადში და კვარა ხელს შეუშლიდათ.

4. კვარა არ არის შეთამაშებული ახალგაზრდულ გუნდთან და მათთვის ხელი რომ არ შეეშალა, თავად თქვა უარი.

აი ძირითადად ეს ვერსიები ტრიალებს. სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც კვარამ თავად დაწერა.
სურვილი აქვს მაგრამ რთულია გადაბმულად თამაში ასეთი მაღალი დონის და დატვირთვის ტურნირზე.
ხომ შეიძლება ყველგან შეთქმულების თეორიები არ ვეძებოთ და უბრლოდ დავიჯეროთ რაც დაპოსტა?
საქართველოს ნაკრებს ან ქართველ გულშემატკივარს მადლობის მეტი ამ ბიჭისთვის რამე ეთქმის?
Spain
15 ივნისი 2023 17:15
12
Რა სურვილი აქვს? Ნაპოლი რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში გასულიყო ეგეც 3 თამაშით მეტი იყო ხო? Არ ითამაშებდა? Იტყოდა უარს რომ დაღლილი ვარო? Საქართველოს ასეთი შანსი არასოდეს ქონია და აქ რა დაღლაზე საუბრობთ? Მარტივია აქ ყველაფერი, კიდიათ U21
Georgian
15 ივნისი 2023 18:13
4
რატომ ტარდება ევროპის ჩემპიონატი საქართველოში?
სტადიონები რომ გარემონტდეს?
არ მითხრათ ეხლა იმოდენა აუდიტორია ყავს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს აამაღლებსო.
ყველას იქ უნდა ეთამაშა და შედეგი უნდა დაედოთ თუნდაც ოთხეულში მოხვედრა.
ეხლა არ მითხრათ ამ ბიჭებს ეგ არ შეეძლოთო.
ტუ ეგრეა საერთოდ დიდ ნაკრებთანაც რა პრეთენზია გვაქ?
პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნის წარმოჩენა შედეგით და არა სტადიონებით და ინფრასტრუქტურით.
კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი ნათელი მაგალითია....
Lobotka
15 ივნისი 2023 17:15
0
ჩემი-აზრი:ტიპი=პრიორიტეტებს-ვერ-არჩევს!მაგისაგან-ფეხბურტელი-არ=დადგება!დეშოვკა!მაგას-ლეაო-არ-იტყვის-და-არცერტი-პორტუგალიელი-ფეხბურტელი-რომლებიც-ხვიჩაზე-გაცილებით-მეტი-ტუ-არა-ნაკლები-არ-არიან!აგერ-ბელგიელი-ვარსკვლავი(სამი-ხვიჩა-ერთადაღებული)-მძიმე-ტრამვიტ-ჩამოდის-და-მზადაა-თავი-დასდოს-ნაკრებისატვის-ეს-კი-გადაიღალა-რამ-გადაგღალა-ბიჭო?!ხვიჩა-ერტჯერადი-ფეხბურტელის-სახელიტ-შევა-ისტორიაში!აი--აყვავდა-ერტხელ-და-მორჩა-მომავალ-წელს-ნაპოლი-5-მილიონად--ვეღარ-გაყიდის-მაგძალად-ფეხბურტელს!!!მაგაზე-მგარი-ბიჭია-მიქაუტაძე(ჯიგრიანი-ხასიათიანი!!!!)მგონია-ჩვენები-ჩემპიონები-გახდებიან-და-მაგ-ერტჯერადი-დაკარგავს-შანს-მოხვდეს-ბიჭებტან-ერტად-ისტორიაში-და-მაგრად-ინანებს!!!ტიპი-უჯიგრო-ყოფილა!-გულის-სატრფომ-ურჩია-ალბატ!ჰოდა-წადი-პარიზში!წინასწარმეტყველება:შენი-ადგილი-სულიტ-პატარა-ბიჭო-მარადონაზე-კი-არა-საქარტველოს-პარლამენტ6შია-ასევე(ჩემის-აზრით)სულიტ-მდაბიო-ყაველაშვილის-გვცერდზე!!!ბოლოს-მანდ-აღმოჩნდები!-ხალხი-არ-დაგივიჭყებს-არც-კკარგს-არც-ცუდს-ფერშტეინ-პატარა-ბიჭი?!-ის-ყოველტვის-იტყვის:-ხვიჩამ-ევროპის-ჩემპიონატზე-გვიღალატაო!ღალატი-ტეხავს-მაგრად-ტეხავს!!!-სამუდამო-კლეიმოა!მაგრამ-ეს-შენ-არ-იცი-სამწუხაროდ!!!მგონი-ტიპს-შეშინდა-ახალგაზრდა-ვარსკვლავებში-დავიკარგებიო!ეგრეა-ნაღდად!!!
svano magarski
15 ივნისი 2023 17:14
26
აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებოდი ბოლო წლებში, და ყველა როცა ლანძღავდა მაშინ ვიცავდი მის მხარეს მაგრამ რასნიშნავს გადავიღალე და ევროპაზე ვერ ვითამაშებ?? ხშირად გვაქვს მსგავსი შესაძლებლობა რო ჩვენ ქვეყანაში ვუმასპინძლოთ ესეთ ტურნირს?? მიქაუტაძემაც მთელი წელი შეუცვლელად ითამაშა დაისვენოს მაშინ მაგანაც. ყველაზე მეტად რაც არმინდოდა ის ხდება და არდაიწყოთ ეხლა გაპრავება დაიღალა და რაქნასს, სულ არმაინტერესებს ნაპოლი ჯერ ქვეყანაა მთავარი
ქართველი
15 ივნისი 2023 17:13
9
თუ ქვეყანაა მთავარი,იქ პირველი ნაკრებია მთავარი და იქ თამაშობს.ასაკობრივი ჩემპიონატების დანიშნულება,ახალგაზრდა ტალანტების გამოვლენაა და უკვე ვარსკვლავს,იქ რა ესაქმება?ძალიან კარგი ბიჭები არიან ამ ნაკრებში და მათაც უნდა მიეცეთ შანსი,სკაუტებს თავი მოაწონონ.გიო წიტაიშვილი რომ მსოფლიოს ჩემპიონია და გადამწყვეტი გოლი გაიტანა ფინალში,ვინმეს ახსოვს,ჩვენ გარდა?ან უკრაინა რომ მსოფლიოს ჩემპიონია,ვინმეს ახსენდება?მთავარია ტალანტები ამოტივტივდნენ და ძლიერმა კლუბებმა შეათვალიერონ.ვფიქრობ,მასთან და მიქაუტაძესთან ერთად,მამარდაშვილიც უარს იტყვის მონაწილეობაზე.სასიამოვნოა ეს ყველაფერი?რა თქმა უნდა არა,მაგრამ ჩემი აზრითაც სწორი საქციელია.გადატვირთული სეზონის ბოლოს,მაღალ დატვირთვებზე თამაში,შესაძლოა სერიოზული ტრავმითაც დამთავრდეს და ამის გარეშეც,ვინაა ამისაგან დაზღვეული?აქ თუ ითამაშა და ნაკრები შორს გავიდა,ისე გამოვა,რომ ნაპოლიში როცა დაბრუნდება,მათ უკვე პირველი შეკრება დამთავრებული ექნებათ და შესაბამისად,უკვე ზედიზედ მესამე სეზონი,დასვენების გარეშე მოუწევს თამაში.ვისაც ესმის,ეს რა არის,დამეთანხმება,რომ არ თამაში, სწორი გადაწყვეტილებაა,ხოლო ვისაც გაგება არ სურს,იმათ გავახსენებ ჩვენი წარსულის დაკარგული ტალანტების ბედს,ყველა ნაკრებში ერთდროულად რომ თამაშობდნენ და გადატვირთვების გამო,ისეთი ტრავმები აიკიდეს,დიდ ფეხბურთში,შებიჯებაც კი ვერ შესძლეს და მერე,ისევ ჩვენივე ვაიგულშემატკივრები დასცინოდნენ,გადააშენეთ,მაგის ფეხბურთი მორჩაო!არავის,არც ხვიჩას და არც ნებისმიერ სხვას,არ უღირს,რაღაც მიმდინარე მიზნის გამო,მთავარი მიზნისაკენ მიმავალი გზის გამრუდება,ანაც მოსპობა.მთავარი მიზანი,ამ ტურნირზე თავის გამოჩენა და ძლიერ კლუბებთან კონტრაქტების გაფორმება,სწორედ ნაკრების დანარჩენი ბიჭებისთვისაა და ისინი,საამისოდ თავს არ დაზოგავენ.აქამდეც მათ ითამაშეს და ამის შემდეგაც მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა.ამ ნაკრებიდან,სამმა ბიჭმა მაინც რომ დიდ ფეხბურთში გაიკვალოს გზა,აქ თამაშის საშუალებით,ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვება იქნება,ჩვენი ქვეყნისათვის და ძალიან წაადგება,პირველ ნაკრებს.
სოსო
15 ივნისი 2023 19:20
7
გაოგნებული ვარ და გაკვირვებული და გულდაწყვეტილი!!! 22 წლის ბიჭი ბოლო ერთო თვეა კვირაში ერთ თამაშს თამაშობს ისიც ხან ნახევარ ტაიმს! და დაიღალა უკვე! 17-18 წლია რომ იყო მესმის გასაგები იქნებოდა!./ მაგრამ უფრო თავი და თავი მე მგონია აგენტი, ნაპოლი, ფედერაცია, გარემოცვა, და ის ხალხი ვინც ცდილობს ნაკრებში იქნებ თავისიანი ჩააკვეხოს ხვიჩას და პირველი ნაკრების ბიჭების ნაცვლად! თვითინ ხვიჩა ყველა ინტერვიუში და ვიდეორგოლში იმას უზახდა რომერთი სულო ქონდა და დღეს რა ფეხზე ადგა კი მარა! ეს დაამუშავეა და თავის ნების საწინააღმდეგოდ გამოიყვანეს!!!/ მე ნაპოლო და ბორდო და ასე შემდეგ იმიტო მიხარია რო ნაკრებში რომ უნდა გაოადგეს ქვეყანას ეს ჩვენი ფეხბყრთელბი , თორე არ გავარყი ნაპოლისაც და ბარეორ კლუბსაც, თუ ფეხბურთელმა ნაკრებში არ ითამაშა მაშინ მისი საკლუბო კარიერა სულ აღარ მაინტერესებს! ხვიჩას გარეშე ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგბიჭორდება! ამ დიდების ჯგუფიდანაც გაგვიჭოედება და ისე ვიზამთ რო კიდე აუტსაიდში დავრჩებით, და იარეთ მერე მსოფლიოზე და ევროპაზე , ზოგი საფრანგეთია მაისურით და ზოგი იტალიის, და ზოგი ჰოლანდიიის და იცხოვრეთ სხვა ქვეყნების სიხარულით , 30 წლეია არაფერი ღირსებია ქვეყანას და ესე თუ გავაგრძელეთ კიდე კაი ხანი არაფერი გვეღირსება
Vasili
15 ივნისი 2023 17:13
4
თუ ამის მიზეზი უკვე არსებული ფიზიკური დაღლილობაა კი ბატონო მესმის, მაგრამ თუ თავის მოფრთხილების საკითხია, ეროვნული ნაკრები, თუნდაც ახალგაზრდული არაა საამისო ადგილი. მაშინ როცა ფეხბურთელმა შეიძლება ნაკლები დატვირთვით მიიღოს მონაწილეობა ტურნირზე და მისი გუნდთან ერთად ყოფნა ძაან დიდი მუხტის მიმცემია.
ნიკა
15 ივნისი 2023 17:12
2
მართალია ხვიჩა დასვენება ჭირდება არიან ბიჭები ვისაც დასამტკიცებელი აქვთ რომ შეუძლიათ და მიეჩათ შანსი იგივე კვერნაძე, აზაროვი, წიტაიშვილი, მაგ ფლანგზე შეუძლია დავითაშვილსაც ასე რომ მართებული გადაწყვეტილებაა წარმატებები ხვიჩას და ახალგაზრდულ ნაკრებს
anta
15 ივნისი 2023 17:11
7
ვერ ითამაშებს კი არა არ ითამაშებს, უთამაშებლობის მიზეზი ნაპოლი და ჯუღელია , კონტრაქტში უწერია მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში თამაში
ბექა
15 ივნისი 2023 17:11
3
განაცხადში მაინც დარჩი რაიცი რახდება
პაპა
15 ივნისი 2023 16:58
5
100
Beqa
15 ივნისი 2023 17:29
0
ასეც ვვარაუდობდი და ასეც უნდა ყოფილიყო. გაუმარჯოს ხვიჩას, მართლა ჭკვიანი კაცი ხარ
პატრიოტი
15 ივნისი 2023 16:49
22
ჭკვიანი სადაა? Წადით და ირბინეთ ნაპოლიში, 3 თამაში უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში ხო? და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფინალში რო გასულიყო ნაპოლი, ეგეც 3 თამაში იყო და უარს იტყოდა დაღლილი ვარო? Მთელი საქართველო დაგაბოლათ ხო, ეგრეა ეგრე, ნაპოლიში ირბინეთ და საქართველო დაიკიდეთ აბა რაა
Georgian
15 ივნისი 2023 18:08
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული