ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
ჩიხრაძე არაა საბოლოო განაცხადში
იეას-ს
15 ივნისი 2023 18:41
0
რავი ძმაო,მე აგერ, ერთი სეზონია სხვა ქვეყნის ომში ვარ და მე არ დავიღალე
ვატა
15 ივნისი 2023 18:36
10
Midi sheubere mere sporttan ra shuashia???
L.J .
15 ივნისი 2023 20:38
4
ძალიან დამწყდა გული, ყველაფრის მიუხედავად - დატვირთული სეზონი, თითქმის გადამბულად შეუსვენებლად 2 წელი თამაში, მოკლე პერიოდი ტამაშებს შორის, რომელმაც შეიძლება მომდევნო სეზონიც კი დააყენოს გარკვეულწილად რისკის ქვეშ და ა.შ.... მაგრამ ბევრი რამეა მეორე პინაზე - ნაპოლიში მისი წარმატება იმიტო გვიხარია, რომ ქართველია და საქართველომ უნდა იხეიროს საბოლოოდ, ასეთი ტურნირის მასპინძლობის შანსი რომელიც ემთხვევა ,,ოქროს ტაობას" როდის იქნება კაცმა არ იცის, ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი, საკუთარი მაყურებლის წინაშე თამაშის შანსი, იმ მაყურებლის, რომელიც ბევრი მიზეზის გამო ვერ ჩადის ნაპოლიში (ყველა ,,სელებრითი" და ,,ფეისი" ხო ვერაა). მარადონა კვირაში 3 თამაშს თამაშობდა, კვირას იუვესთან ტურინში, ოთხშაბათს პერუსთან (ლიმაში) ამხანაგურს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში და შაბათს კალიარისთან ნაპოლიში. ის კაცი ვის საპატივცემულოდაც კვარადონა შეარქვეს... თუ ავწონ-დავწონით ყურადრებით შეიძლება მეორე პინამ დაძალოს...
იმედია სხვებსაც არ გადაედებათ მსგავსი განწყობა და დანარჩენები შეუერთდებიან ახალგაზრდულს. და კიდე იმედია კვიპროსულ-შოტლანდიური ვოიაჟი წარმატებული იქნება და არ იქნება საფუძველი უარყოფითი ნიაღვრის წამოსვლის.
საქართველოს გაუმარჯოს!
Irakli Apkhaidze
15 ივნისი 2023 18:34
3
ხო ვიცოდი რო არ ითამაშებდა... გული მიგრძნინდა
თემო
15 ივნისი 2023 18:33
2

15 ივნისი 2023 18:30
2
კვარას და მიქაუტაძის გარდა ყველა თამაშობს ეგეც კარგია მადლობა იმ ბიჭებს ვინც დაბრუნდებიან შოტლანდიიდან
Soso
15 ივნისი 2023 18:27
0
ზოგს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს.ახალგაზრდულში ვერ ვითამაშებო,რა შუაშია ნაკრები დაიკიდა?ეროვნულზე თქვა უარი?სრულიად კონცენტრირებული ვარ ნაკრების 2 მატჩზეო.ახალგაზრდულს წიტაიშვილი და კვერნაძე ყავს მის პოზიციაზე,პლუს ორივეს დასამტკიცებელი აქვთ სკაუტებთან მათი შესაძლებლობები,თორემ ხვიჩამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა მისი დონე!
მეზღვაური
15 ივნისი 2023 18:26
6
ბიჭებო , ჩიხრაძე დაიმახსოვრეთ , ხვიჩასი და ჟორჟისი მადლობლები ვიქნებით, რაც მოხდება მაგის მერე , თუ მიეცა შანსი და მიეცემა უეჭველი , თუ არ იპროფესორა სვანაძემ ზედმეტად
იეა
15 ივნისი 2023 18:20
3
ვერ ითამაშებს არ ქვია ამას, არ ითამაშებს ქვია.
ტტტ
15 ივნისი 2023 18:11
2
მესიმ ამ სეზონში, 60 თამაში ითამაშა და აი ამ წუთას, ამხანაგურ თამაშს თამაშობს კიდევ ნაკრებში, ლამის ორმოცი წლის კაცი
ვატა
15 ივნისი 2023 18:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული