ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:

"დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს, გულშემატკივარმა ჩემგან იცოდეს ჩემი პოზიციის შესახებ. სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა
და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

ყველას დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ჩემს გუნდელებს, მთელ ნაკრებს, სამწვრთნელო შტაბს და საქართველოს."

შეგახსენებთ, 21-წლამდელთა ნაკრებს ეროვნული გუნდიდან ფეხბურთელები მეორე ტურისთვის უნდა შეუერთდნენ.

altკვარაცხელიამდე წიტაიშვილი გვილიდერებს? - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შანსები და კონტინგენტი პორტუგალიისთვის...

altსანაკრებო მატჩები მოახლოვდა - ლიდერ კვარაცხელიასგან ადამიანურ შესაძლებლობებზე მეტს ვითხოვთ?!

მკითხველის კომენტარები / 120 /
ვინც არ უნდა თქვას დაღლილობაზე მაინც ერთი ტაიმის ჩატარება კვარაცხელიასაც შეეძლო და მიქაუტაძესაც.ძალიან დიდი მინუსია ეს კვარაცხელიასთვის
მერაბი
25 ივნისი 2023 06:36
1
ისე შენგელიასთან რომ ჰქონოდათ გასაუბრება პატრიოტიზმზე კარგი იქნებოდა ხვიჩასაც და გიორგისაც.
ხასანა ძია
24 ივნისი 2023 15:44
0
თორნიკე შენგელიასავით ყველა გმირობას ვერ ჩაიდენს ...
პატრიოტი
24 ივნისი 2023 14:53
0
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულოად საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
17 ივნისი 2023 23:53
0
ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება შემდეგია - ჯერ ერთი ნუ აურევთ ერთმანეთში ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს! კაცი ასეთი რთული სეზონის მერე ჩამოვიდა და ნაკრებს ეხმარება, ის რომ ახალგაზრდულში ვერ ითამაშებს გასაგებია, ეხლა ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულმა 4-5 თამაშმა შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს მის კარიერაზე..და შედეგად მივიღებთ იმას, რომ ვერ დაისვენებს, წინასასეზონო მომზადება ჩაუვარდება და ფერმკრთალ სეზონს ჩაატარებს..და რის გამო? ახალგაზრდულის გამო??
Gambler
16 ივნისი 2023 18:34
5
არც ხვიჩა მოელოდა იმ კორონას. უბრეალოდ გამოუწერეს. ასე იყო საჭირო და მარცხმაც არ დააყოვნა. 10 გულშემატკივარიც კი არ შეუშვეს სიმბოლურად სტადიონზე. სამაგიეროდ დავალება შეასრულეს ათიანზე.))
ქორ-პარიკმახერ-ს
16 ივნისი 2023 14:25
3
1000000 %
სიმართლე
16 ივნისი 2023 17:51
0
ხვიჩასადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, თუ ამაში არ ურევია მისი კლუბის ხელი და ის არ ზღუდავს მის მონაწილეობას ამ ტურნირში, არანაირი სხვა სპორტული მიზეზი გამართლებულად არ მიმაჩნია, თუმცა რა გაეწყობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმა (მიმაჩნია მასზე არანაკლებ ლომებმა) უნდა გადადონ თავი და ახტნენ საკუთარ თავზე მაღლა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და ქართველი ერიც საბოლოოდ უნდა გაძლიერდეს იმით რომ ბელადის მოლოდინში არ იყოს სულ (ბაგრატიონებს არ ვგულისხმობ). არ შეუძლია? არ უნდა? მისი საქმეა. დიდი ვარსკვლავები და დიდი ადამიანები იქმნებიან პირველ რიგში ხასიათით, რომელიც თავდადებას მოიცავს აუცილებლად (მათ შორის მტანჯველ შრომას დაცემამდე) და სამშობლოს სიყვარულს (ტანჯვას ასევე), სხვა შემთხვევაში ყოველთვის რაღაც დაგაკლდება.
ტატო
16 ივნისი 2023 09:22
1
მაკედონიის წინ მოულოდნელი კორონა გამახსენდა. გაორებული გრძნობა მაქვს!
ქორ-პარიკმახერი
16 ივნისი 2023 02:01
6
აბსოლუტურად გეთანხმებით...იმ კორონაზე ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვებია დღემდე ( სად ,რა ვითარებაში აიკიდა ვირუსი? ჩამოსულს ხომ გატესტავდნენ?ბაზაზე (სადაც მარტო არ იყო ხვიჩა) თუ რეჟიმი დაარღვია და გარეთ გამოიპარა? ცხადია რაღაც დამალულია....ახლაც აქ აგრესია წავიდა ამ ორ ახალგაზრდაზე,რომლებიც დარწმუნებული ვარ " მეისრეებად" გამოიყენეს ფეხბურთის "მამებმა" და ძალით (დიახაც ძალით) მოაწერინეს ხელი ამ სულელურ განცხადებებზე...ამით საკუთარი თავი მშრალად გამოიყვანეს,თორემ ნუ შეიყვანდნენ გაფართოებულ სიაში და თვითონ გაეკეთებინათ განმარტება...მაგრამ მაშინ ხალხის აგრესია მათკენ წავიდოდა და არ აწყობდათ
სიმართლე
16 ივნისი 2023 16:18
0
Georgian- სასაცილოა მცნებების შენეული განსაზღვრებები. ანუ, შენ ამბობ რომ ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. და აბა სხვა რა არის ვარსკვლავი თუ არა მსოფლიო დონის მოთამაშე. ლა ფიგაროში იყო სტატია ერთი კვირის უკან კვარაზე სათაურით- მსოფლიო ვარსკვლავი არსაიდან... მთელი მსოფლიო ვარსკვლავს ეძახის და შენ რას ათამაშებ ამ სიტყვებს ვერ გავიგე...რა იქნება მერე და როგორი სახელით დარჩება ფეხბურთის ისტორიაში, ეს სხვა ამბავია, მაგრამ დღეს ის არის დღევანდელი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი...რა არის აქ საკამათო. ანუ, შენ ამბობ რომ ვინმე ისეთი რომ გამოჩნდეს, მესი და მარადონა ერთად აღებული, მინიმუმ სამი სეზონი მაინც უნდა ითამაშოს მაგრად, რომ შენთვის თანამედროვე ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი გახდეს?!.. სასაცილო არ არის ეხლა ეს?!... და საერთოდაც ფეხბურთში სიტყვა ვარსკვლავის მცნება ეს რაიმე დოგმა კი არ არის. ხალხი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე გამორჩეულ მოთამაშეებს ეძახის ვარსკვლავს, ეგაა და ეგ. ხვიჩა კი თანამედროვე ფეხბურთის ერთ ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია... დარჩება თუ არა იგი ფეხბურთის ისტორიაში ვარსკვლავის სახელით, ამას დრო გვიჩვენებს... მაგრამ დღეს იგი თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავია.
ქუთაისი
16 ივნისი 2023 01:27
6
Მე რაც დავწერე შენ მაინც ვერ გაიგებ, რატომ? Ზუსტად იმიტომ რომ დილეტანტი ხარ, ამიტომ არ ვაპირებ შენთან გრძელვადიან პოლემიკას, უბრალოდ Აზრი არ აქვს და მაგიტომ.გქონდეს ეგ აზრი რაც დღეს გაქვს, შენი ნებაა, უბრალოდ მცდარ აზრზე დგახარ და ეგ მუდმივად ხელს შეგიშლის სწორი ანალიზის გაკეთებაში
Georgian
16 ივნისი 2023 15:14
0
ყოჩაღ ხვიჩა,სხვის მაგალითზე რომ მიხვდი და ისწავლე!!
ლევან ყენია
16 ივნისი 2023 00:41
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული