U21. მატჩის დღე! ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკვე აქ არიან - პორტუგალიით ვიწყებთ...

AutoSharing Option
საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. დღეს, 21 ივნისს (20:00 სთ), პორტუგალიელ ახალგაზრდებს დავუპირისპირდებით. მოგეხსენებათ, ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებებიც არიან.

ეროვნული ნაკრებიდან გუნდს 5 ფეხბურთელი შეუერთდა - მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, გაგნიძე და დავითაშვილი. შოტლანდიასთან დაპირისპირებაში ირაკლი აზაროვს მონაწილეობა არ მიუღია და ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დღეს მისი თამაში მოსალოდნელია.

შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა ისაუბრეს.
Sportall.Ge

რამაზ სვანაძე: "ორი კვირაა ვემზადებით. დატვირთული შეკრება გვქონდა, ამხანაგური მატჩიც გავმართეთ. ახლა ყველაფერი
თამაშმა უნდა გამოაჩინოს. ძლიერი მეტოქე გვყავს, თანაც ტურნირის დებიუტანტები ვართ. ვეცდებით, საკუთარი შანსი ვეძებოთ და თავი გამოვიჩინოთ.

გახსნით მატჩში არ ვიტყვი, თუ რა შედეგი იქნება მისაღები. დიდი მნიშვნელობა თამაშის შინაარსს ექნება, რომ სასურველ შედეგზე მერე ვიმსჯელოთ. შესარჩევი ეტაპი არ გვითამაშია, ამხანაგური მატჩები გავმართეთ. ჩვენი მოლოდინები არსად წასულა, ის უფრო მეტად გამძაფრდა. ყველა შეხვედრაში საკუთარი სახე გვქონდა და მნიშვნელოვანია, ეს პორტუგალიასთანაც ასე იყოს.

ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ბევრ ფეხბურთელს მიეცა. გუნდში კარგი სიტუაციაა. ის ფეხბურთელები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, ამ გუნდთან ერთად თამაშობდნენ (დავითაშვილი 19-წლამდელებში). ეს თაობა დიდი ხანია, რაც ერთად მოდის და ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. ისინი გამოცდილებას მოიტანენ, რაც ძალიან გვჭირდება.

პორტუგალიურ ფეხბურთზე დადებითი შეფასებები მაქვს, ასაკობრივი ნაკრებებიდან დაწყებული, ეროვნულით დასრულებული. გამორჩეული სტილი აქვთ, ტექნიკურები და ფიზიკურად ძლიერები არიან. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჩვენ საკუთარი მიზნები და იდენტობა გვაქვს".

ანზორ მექვაბიშვილი: "ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და თამაშისთვის ვემზადებით. ტრავმა მოვიშუშე და ვფიქრობ, ოპტიმალურ ფორმაში ვარ და სავარაუდოდ, ვითამაშებ. პორტუგალიის მწვრთნელის სიტყვები, რომ ფრე მათთვის მისაღები შედეგი იქნება და იმის თქმა, რომ ძლიერი გუნდი ვართ, სასიამოვნოა. მათ ჩვენი ძალები ამხანაგურ მატჩში ნახეს.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი გადატვირთული გრაფიკი ყველას არ ჰქონია. მათი მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ და ისიც, საქართველისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

მათი გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, თუმცა სხვა ფეხბურთელებიც გვყავს. ისინი ახლა ჩვენ სხვანაირად გვიგულშემატკივრებენ და ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 20 /
2-0
საქართველო პორტუგალია
აზრიანად და დინჯად
ლევანი
21 ივნისი 2023 20:55
0
კვარაცხელიასგან გამიკვირდა. ესაა უდიდესი შეცდომა, რაც კვარამ და მიქაუტაძემ დაუშვეს. დასვენებული ვინაა? სამშობლოს სახელით გამოსვლა იმდენად დიდი პატივია, სულ მკვდარიც რომ იყო, გვერდით უნდა დაუდგე. მგონია, ორივეს ეყოფა გამბედაობა აღიარონ ეს შეცდომა და გუნდს გვერდით დაუდგნენ. ეროვნულის დონეზე ამის შანსი არაა და ახალგაზრდულის დონეზე, რომ ჩემპიონი გახდე, ეს ისტორიული მოვლენაა და ამის შანსი ალბათ კარგა ხანს არ ექნება საქართველოს. გამოიღვიძეთ ბიჭებო!!!
სიმართლე
21 ივნისი 2023 20:46
3
გულდასაწყვეტია რა თქმა უნდა კვარაცხელიას და მიქაუტაძის არ ყოფნა ახალგაზრდულში,გასაგებია რომ გადატვირთული სეზონი ქონდათ, დასვენებას და პირად ცხოვრებასაც უნდათ დაუთმონ გახკვეული დრო,მაგრამ შეიძლებოდა ცოტა მოენდომებინათ და დახმარებოდნენ ახალგაზრდულს ასეთ დროს,მიტუმეტეს რომ ასეთი შანსი და ასეთი პირობები შეიძლება აღარც მიეცეს ნაკრებს,კიდევ რომ ჩემი აზრით ამ ორ თამაშში შესარჩევზე არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებიათ ორივეს და საერთოდ ვფიქრობ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი საქართველოს ნაკრებში....ასე რომ შეიძლებოდა ქართველი გულშემატკივრისთვის ცოტა გადაედოთ პირადი დასვენება და ქორწილი.... და დახმარებოდნენ ახალგაზრდებს მეტის მიღწევაში...(მართლა თუ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები არიან)... წარმატებები საქართველოს ნაკრებებს და მთლიანად ქართულ სპორტს....
დავითი
21 ივნისი 2023 19:35
4
ხომ უნდა მიხვდე არ იცი პენალტის დარტყმა, დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს.
ტტტ
21 ივნისი 2023 19:19
0
გუშინ პირნათლად გამოჩნდა რო რაგბი ჩვენი თამაშია და ფეხბურთი ჩვენი სირცხვილია.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 ივნისი 2023 18:30
11
ფედერაცია!! თქვენი ჩატარებული ევროპის ჩემპიონათი არ გაიშვას!!
სოსო
21 ივნისი 2023 18:20
7
გაგრძელდება ეხლა კვარაზე მორიგი მუსიკების შექმნა...
გაუგებარია თუ მამარდა არ დაიღალა, კვარა დაიღალა. ა ხო, გამახსენდა, ხვიჩა ხო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა?!
მე არ მჯერა, რომ კვარას არ უნდადა ევრო U21-ზე თამაში, აქ უფრო ნაპოლის ხელი ურევია, უფრო სწორად მასთან დადებულ კაბალურ ხელშეკრულებისკენ მივყავართ, კოკა კოლის ეპიზოდისა არ იყოს...
წარმატებები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს!
ლაშა
21 ივნისი 2023 15:44
6
კვარასაც და ჟორჟსაც უნდა ეთამაშათ!
ლაშა
21 ივნისი 2023 19:31
2
Napolis moments ar gamovricxav getanxmebi,magram mekares da garemarbs daglilobit ertmanets rogor adareb,imas agar mogwer 2022 zamtatshi daisvena bolos rubinshi rom iyo...
L.J .
21 ივნისი 2023 18:01
3
ბიჭო, აგერ ცეცაძე გვყავდა, ვინაც საფრანგეთთან ფრე გაახერხა მოიშორეს, კობა ჟორჟიკაშვილი ზედგამოჭრილი სპეციალისტია არ უნდათ.
ლაშა
21 ივნისი 2023 15:29
7
ეხლა ამათი ჯერია!!
**
21 ივნისი 2023 15:11
3
ნიკა ხორხელმა, წინა სეზონში, ათი გოლი გაიტანა(პლიუს 5 ასისტი) აუტსაიდერ სიონში. რომელმა ქართველმა, ოცი წლის ვინგერმა გაიტანა ბოლოს, ათი გოლი საქ.ჩემპიონატში? არც U17 და არც U19 ში, ერთი წუთი არ აქვს ნათამაშები. ეხლა, U21 ში დაუძახეს რო სკამზე იჯდეს.
ვატა
21 ივნისი 2023 14:59
1
Nostradamusa dagewera nikze jobda
L.J .
21 ივნისი 2023 18:04
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული