რამაზ სვანაძე: კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა - იმედია, წარმატებას მივაღწევთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში კვიპროსი 2:0 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ჩვენი გუნდის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო. გვქონდა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მომენტები. ვიცი, რომ მეტი შეგვიძლია და მეტიც დაგვჭირდება, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.

თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მივეცით. უნდა გავაანალიზოთ მატჩი. კარგია, რომ გავიმარჯვეთ. მეტი უნდა ვიმუშაოთ მომენტების რეალიზების კუთხით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა.

ის 5 ფეხბურთელი, რომლებიც ახლა ეროვნულ ნაკრებში არიან, ჩვენთან ერთად აუცილებლად იქნება. ითამაშებენ თუ არა,
ეს ადგილზე გაირკვევა.

სპორტული თვალსაზრისით, კვარაცხელიასა და მიქაუტაძის არყოფნა სამწუხაროა, თუმცა ადამიანურად გასაგებია. იმედი გვაქვს, წარმატებას მივაღწევთ და იმავეს ვუსურვებთ მათაც.

როგორც გაგუა, ასევე გულიაშვილი, ფორვარდები არიან, ოღონდ განსხვავებული სტილის.

ჩიხრაძემ შეკრებაზე ყოფნა დაიმსახურა. ის საკუთარ გუნდში კონკრეტულ დროს თამაშობს. მე ის ვერ ვნახე ამხანაგურ მატჩებშიც, რათა დავრწმუნებულიყავი, უფრო მაღალ დონეზე თავს როგორ წარმოაჩენდა. ჩემი აზრით, ლოგიკური და სამართლიანი არჩევანი გავაკეთეთ.

კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ყოფნა ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი ძალა იქნებოდა, თუმცა მესმის მათი გადაწყვეტილებების. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ასევე დავრჩებით. წარმატებას ვუსურვებთ მათ.

მექვაბიშვილი კაპიტანია, ერთ-ერთი ლიდერი და ღერძი. მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისინი, ვისაც ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები და წნეხს მიჩვეულია, ძალიან გამოგვადგებიან. მექვაბიშვილი ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

კომუნიკაცია მქონდა მათთანაც, ვინც ახლა ეროვნულ ნაკრებშია. ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ყველა შემთხვევაში უნდა ეთამაშათ კვარასაც და მიქსუტაძესაც. ორ თამშზე იყო საუბარი. თუ სხვებმა მოახერხეს და თამაშობენ მათაც უნდა ეთამაშათ. ეხლა სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას წარმოჩენა და გახარება. სადღაც გულდასაწყვეტია ასეთი რამ როცა ხდება
კოტე
17:20 23-06-2023
0
ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს. 2007-8 წლის სეზონზე მესიმ ოქროს ბურთი აიღო, იყო ბარსელონას და ეროვნული ნაკრების ძირითადი ფეხბურთელი, მაგრამ ახალგაზრდულთან ერთად ითამაშა. 2003-2004 წლებში რონალდუ იყო მანჩესტერის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ მანაც ითამაშა სრულად ახალგაზრდულთან ერთად. ამათ რა ცნობადობა უნდოდათ სკაუტებისათვის, თამაშს იყვნენ მოწყურებულები თუ დიდი ფეხბირთელები არ იყვნენ? უბრალოდ დადგნენ იქ სადაც მათ სახელმწიფოს დასჭირდა. რომელ დაღლაზე საუბრობთ, მესიმ და მოდრიჩმა მაგათზე მეტი თამაში ჩაატარეს და ახლა ნაკრებებს ეხმარებიან. ასაკიც გაიხსენეთ აბა მათი. დაბალი დონის ტურნირი არისო რომ გაჰყვირიხართ. ხშირად ტარდება მსგავსი ტურნირი საქართველოში? არ ეწერება ფეხბურთელის კარიერულ სტატისტიკაში? ან კიდევ ხშირად გვაქვს შანსი, რომ სპორტია ამ სახეობიდან ოლიმპიადაზე მოვხვდეთ? ნაპოლში რომ აკითხავდნენ და გულშემატკივრობდნენ ხომ სასიამოვნო იყო? მეცის და ნაპოლის გულშემატკივრობა რომ დაიწყო ხალხმა მხოლოდ და მხოლოდ მაგათ გამო. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს, მაგრამ შენი წარმატება პირველ რიგში შენს სამშობლოს უნდა გამოადგეს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს და სრულოად საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
17:53 16-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული