U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
აი რა გულით და ჟილკით თამაშობენ ნამდვილი კაცები, გუშინდელისგან განსხვავებით
gia
21 ივნისი 2023 22:30
5
სვანაძე რომ დაინიშნოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად, რატომ არა? მაგ კაცმა იცის რას ნიშნავს სტრატეგია და ტაქტიკა. მეორე ტაიმს შევეხები, თუ დააკვირდით ჩვენი ბიჭები აუტის ხაზთან - ზღვარზე თამაშობდნენ,შესაბამისად აუტების მოწოდება უწევდათ როგორც ჩვენებს ასევე პორტუგალიელებს, ეს ტემპის დაგდების სახდელის გაყვანის სტრატეგია იყო, ხომ ვითომ არაფერი, მაგრამ აშკარად გაამართლა...
ირაკლი
21 ივნისი 2023 22:23
9
კარგით რა ხალხო ღმერთი დაგვსჯის, კვარაზე საყვედური, როგორ გცდებათ, კრიტიკა და შენიშვნა კი ბატონო.
რრრ
21 ივნისი 2023 22:51
16
გასაკვირია პირდაპირ, რით არის უკმაყოფილო ბატონი ერთაოზი. იმდენს ლანძღავდნენ სვანაძეს, მაგის მწვრთნელობა არ გაიშვასო და მართლა მეშინოდა. არადა ვნახე, გამართული გუნდი, საოცრებაა არადა, აბსოლურურად გამართული, განსწავლული გუნდი. ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებიათ. ყოჩაღ, ყველას გილოცავთ! ცოტა ხასიათზე მოვედი, თქვენ გენაცვალეთ.
დიდება საქართველოს!
ლევანი
21 ივნისი 2023 22:31
2
სვანაძე ერივნულ ნაკრებში!!! თავისი ახალგაზრდებით. დროა ახალი გუნდი ავაშენოდ მომავლის. ყოჩაღ სვანაძეს. გუნდს ეტყობა რო ნამუშევარი აქვს. ისე არა როგორც ეროვნულში რო არ იციან როგორ ითამაშონ და ნული კომბინაცია.!! მოკლედ სვანაძე ნაკრების თავკაცად. სანამ არ დაგვიანებულა
მათე
22 ივნისი 2023 02:39
13
ისე ეგ სვანაძე არაფერია გიორგი დევდარიანთან და ვასილ მაისურაძესთან შედარებით. ცოტა ნამუსი და მეხსიერება იქონიეთ ყველაზე დიდი უსამართლობა გიორგი დევდარიანის მიმართ ხდება ბოლო რამდენიმე წელი
Mkitxveli.
22 ივნისი 2023 06:02
1
კვარასადმი პრეტენზიები ვისაც გაქვთ და ვერ აანალიზებთ რატო არ/ვერ თამაშობს ამ ჩემპიონატზე, შეგიძლიათ მითხრათ ჰალანდი რატომ არაა ნორვეგიის უ21-თან ერთად ევროპაზე ? (ეგენიც თამაშობენ D ჯგუფში)
nk
22 ივნისი 2023 01:24
14
ბიჭები კითხულობენ ხოლმე კომენტარებს და პირველ რიგში საკუთარ თავს ეცით პატივი და მერე ბიჭებს!! სირცხვილია რეებს წერთ ცოტა დაფიქრდით
Lebron
21 ივნისი 2023 22:52
5
სამშობლო ერთია და როდესაც მის სამსახრში ჩადგომაზე უარს ამბობ 21 წლის ბიჭი გაფაღლილობის საბაბით, უბრლოდ სირცხვილია.
კახელი
21 ივნისი 2023 23:46
13
მომავალი ნათელია
ჩელენჯერი
21 ივნისი 2023 22:08
2
ნეტავ განათლება და განვითარება ერისა იყოს პრიორიტეტი სრულიად ქართველებისა… მერე უფრო გასაგები იქნება ყველაფერი. ფეხბურთს აღარ ვჩივი… ძმაო ძალიან მდაბიო აზროვნება გვაქვს ქართველებს! ძალიან თვითდაჯერებული გაუმათლებელი იდიოტები ვართ! ძალიან ტეხავს….კავკასიელი=ემოციური, მაგრამ უტიფარი როდემდე უნდა ვიყოთ ???
მინდა რომ…
22 ივნისი 2023 02:08
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული