როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი. მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.
მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.
პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)
საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)
ამ ბიჭებსვე ერთი რო დაუცდებათ პატარაზე ფეხი, გინებას დაუწყებთ ეჭვიც არ მეპარება . . .
მადლობა როგორც ახალგაზრდულს, ასევე ეროვნულს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ორი თამაში წააგეს და თითმის ყველა თამასი მოიგეს.
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, წყალბურთი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მარტო იმ ფაქტითაც, რომ გოლის გაშვების მერე მაშინვე შეაჩერა თამაში (როცა მანამდე უნდა შეეჩერებინათ ! ).
დიდი მადლობა კვარას ყველაფრისთვის რაც გააკეთა. კი გულდასაწყვეტია კვარა და მიქა, რომ არ იქნებიან, მაგრამ გუნდური თამაშისა და შედეგებისთვის ალბათ ესეც აჯობებდა. (დაიწყებდნენ მარტო კვარა-მიქაზე გუნდის აწყობას და შეიძლება უარესი შედეგი მოეტანა).
წარმატებები ჩვენ 21 წლამდელებს ამ ევროზე, იქნებ სამეულში მოვახერხოთ გასვლა.
ის ბიჭები - ვინც გიშინ გლაზგოში ითამაშა და დღეს თბილისში - საქართველოს სიყვარულში იღლებიან. მამარდა, დავითაშვილი, აზაროვი, გაგნიძე, გოჩო, საზონოვი - თქვენს კაცობას გაუმარჯოს!!!
მადლობა მწვრთნელს.
უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს რა?
თუ გოჩოლეიშვილმა და დავითაშვილმა შეძლო თამაში კვარაცხელიასაც რომ ეთამაშა ან თუნდაც ნაკრებთან ერთად მაინც იყოს არ შეიძლებოდა?
ალბათ კი.
აპრილის მერე ტიპს არაფერი უთამაშია საერთოდ და რამ დაღალა?
ოღონდ ეხლა პირ-ღია ვარდისფერსათვალეებიანი კვარაცხელიისტები ნუ გამოვარდებით გაუაზრებელი ტრქსტებით.
აბა ეხლა ბათუმში თამაშობდეს და კარგი გუნდის ძიებაში იყოს ან თუნდაც რუბინში იყოს,არ ჩამოვიდოდა კი არა და ყველას ჩამოასწრებდაააა
მეც მინდოდა ხვიჩას რომ ეთამაშა როგორც ყველას. მაგრამ საქმე იმაშია რომ პირველად გრძელი სეზონის შემდეგ საერთოდ არ გამოუვა დასვენება. მალე ნაპოლის შეკრებაც დაიწყება და მერე ამხანაგურები შემდეგ სეზონი. სეზონი იტალიაში აგვისტოს პირველ რიცხვებში იწყება. სულ თვე ნახევარია დარჩენილი. ახლა ხვიჩას ყველანაირადა უნდა დასვენება როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, რომ ისევ ის ხვიჩა ვიხილოთ. გადაღლის შემთხვევაში კი უფრო დიდია შანსი ტრამვის და ფსიქოლოგიურ გადაწვაც შეიძლება, რაც წარუმატებლობაში გადაიზრდება. ვფიქრობ ასეთია მიზეზი და ნაპოლის ინტერესებიც შეიძლება იყოს გარეული ამ მიზეზში. ბათუმში რომ თამაშობდეს რა თქმა უნდა ითამაშებდა რადგან ასეთი გადატვირთული სეზონი არ ექნებოდა.
აი ვინ არიან მამაცი გულის ბიჭები!
3-4 თვეა სვანაძეს აგინებდა ყველა ამ საიტზე და ახლა სად ხართ? მე პირადად არც გამეგო ეს მწვრთნელი და თქვენ საიდან იცოდით რომ საგინებელი იყო? გუშინ ვწერდი რომ გაგნიძე ვნახეთ და ხვალ საზონოვ შევხედოთ მეთქი. თურმე გელაშვილიც შესახედი ყოფილა. ბრავო ბიჭებს, ასეთ პორტუგალიასთან ჩვენ პირველ ნაკრებს გაუჭირდებოდა და პორტუგალიის პირველ ნაკრებსაც არ ექნებოდათ ადვილი თამაში.