U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
ჩემპიონები რომ გახდნენ, მერე ინანებენ ხვიჩა და გიორგი რატო მონაწილეობა არ მივიღეთო
კობა
22 ივნისი 2023 00:14
11
გეთანხმებით ბატონო "მინდა რომ"
იბერუს, მიამიტურ-კავაზურ, აეროდინამიკუს ტემპერამენტუს
22 ივნისი 2023 02:27
1
ვულოცავ ჩნენს ნაკრებს ამ გამარჯვებას , ყოჩაღ ბიჭებო. რაც შეეხება კვარაცხელიას, არ გცვენიათ რეებს კადრულობთ ? მესი გაიხსენეთ არგენტინის ნაკრებში რო ვერ თამადობდა, მაგრამ
მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩვენ კვარაცხელიას ღირსები არ ვართ
ლაშა 19
22 ივნისი 2023 00:32
16
და როდის ვერ თამაშობდა მესი არგენტინის ნაკრებში? აი მაშინ ხომ არა, მაშინდელი უმწვრთნელო, გათიტოკაცებული არგენტინის ნაკრებები რომ პირადად ათრია და ერთხელ მსოფლიო თასის ფინალში ათამაშა (ეს გუნდი, რომელიც ჯგუფიდან ვერ გადიოდა მესი რომ არა და როგორც მახსოვს 6 გატანილი გოლიდან 3 მესიმ გაიტანა და ერთი კიდევ მისი ასისტით იყო) და სამჯერ კიდევ კოპა ამერიკის ფინალში? ან მაშინ, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე რომ გახდა კარგა ხნის წინ პლეიმეიკერი კაცი?
კაი ერთი
22 ივნისი 2023 14:30
1
არა მაგ დროს არვამბობ ენამახვილო მე იმ პერიოდს ვამბობ როდესაც მესი ვერ თამაშობდა და არგენტინელები ამბობდნენ ეგ კატალონიელია და არა არგენტინელიო გაიგე
კაი ერთის
23 ივნისი 2023 00:39
0
ყველა გამოხმაურება
მაგარი კაიფია გამარჯვება და მადლობა ამ გუნდს.
ბიჭებს და მწვრთნელებს მინდა ვუთხრა, რომ ეს შანსი შეიძლება, ქართველების უმეტესობას აღარ ჰქონდეს და სუყველას გთხოვთ კარგად გამოიყენოთ.
მე პირადად მომეწონა ჩვენი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელმაც გოლი გაიტანა, არა გოლისთვის არამედ მანამდე მოძრაობისთვის, იცის ბიჭმა. ეტყობა კარგ სკოლას გადის.
რაც შეეხება ჩვენს ბრილიანტს და მკვლელს, როგორც მათ ეძახიან და მეც ვუერთდები, პირველმა მოიგო სერია ა და მეორემ მხრებით ზიდა ,,მეცი,,.ერთი იტალიის და მეორე საფრანგეთის (2) საუკეთესო ფეხბურთელია.
მე ყველა ფეხბურთელი მომეწონა, მაგრამ რატომ გამოვყავით თავდამსხმელი, გეტყვით: ხვიჩას და ჟორჟს, რომ ეთამაშათ, არსებობს ალბათობა ვერ გამოჩენილიყო თვითონ, რაც მე პირადად დანაშაულის ტოლფასად მიმაჩნია, მის მიმართ.
ჩემი ბებერი გული გენაცვალეთ, ყველა ქართველს და საქართველოს.
100%
22 ივნისი 2023 09:36
0
იმის მაგივრად გავიხაროთ ვიხაცას ვლანძღავთ ვიღაცას განვიკითხავთ.შეგვიძლი მთელი წელი კაცი ავიყვანოთ ზეცათ და ნერე იქედა და გადმოვაგდოთ ერთ დღეში.გუშინ ვაგინოთ კაცს და დღე ერთი წარმატებითვის გვარდიოლად შევრაცხოთ რამის.მოდი რა მადლობა ვთქვათ რაც გვაქ ვინც გყვავს და ვეცადოთ პატივ ვცეთ სხვის შრომას.ვიყოთ რეალისტები.რაც შეხება კვარას მიქას.ისინი არინ უკვე ვარსკვლავები.ხოლო ეს ჩემპიონატი სწორედ იმისთვისა ახალი ვარსკვკავები აღმოვაჩინოთ.იგივე გაგუ და სხვები.ლიაოც არაა მგონი დიდი და შეეძლო ჩამოსვლა.ჩვენ ვართ ეგოისტები და კვარას მოვუწიდებთ არა ქვეყნისთვის არამედ ჩვენთვის ჩამოსულიყო.
მოსეხონელი
22 ივნისი 2023 08:34
0
უზომოდ მიხარია. მართლა დიდოსტატურად, აზრიანად წარმართა თამაში მწვრთნელმა, მთლიანად გუნდმა. იმედი ჩამესახა, ხვალინდელ ნაკრებზე. გილოცავთ ყველას!
თენგაბი
22 ივნისი 2023 12:01
0
იდეალური იქნება თუ 24ში ჩვენ ბელგიას მოვუგებთ,ხოლო პორტუგალია-ჰოლანდია ფრეს ითამაშებენ,ამ შემთხვევაში პირველ ადგილს ავტომატურად ვინაღდებთ და ბოლო ტურში ჰოლანდიასთან იმ ბიჭებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი,ვინც არ მოიაზრება ძირითადის წევრად,მაგრამ მაინც ძაან ნიჭიერია: ყალიჩავა(კუტალაძეზე არანაკლები მეკარეა),კაპანაძე,ჯინჯოლავა,სიგუა,ლომინაძე,მამაგეიშვილი,ხორხელი.მოკლედ იმედია ყველას მიეცემა რაღაც დროით თავის გამოჩენის საშუალება.კარგი იქნებოდა თუ ერთი ფორვარდი კიდევ გვეყოლებოდა,მაგრამ გულიაშვილსაც შეუძლია ცენტრფორვარდად თამაში,თუ სიტუაცია მოითხოვს ამას.
მეზღვაური
22 ივნისი 2023 11:05
0
თუ სააფთიაქო სიზუსტით გავზომავთ, ქულების განაწილება თითქმის სამართლიანია: პორტუგალიას 0,00, საქართველოს 2,99. 10-ბალიანი სისტემით ჩვენებს დაცვითი ფუნქციების შესრულებაში 9,77, შეტევებში 4,33. ეს უკანასკნელი შეფასება კი იმიტომ, რომ ვერცერთი სწრაფი შეტევა, რაც მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკის შესაბამისად მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო, ვერ წარმართეს ოდნავ მაინც ხეირიანად, არადა რამდენიმე მშვენიერი შანსი ჰქონდათ. პირველი გოლი არ იყო სწრაფი გუნდური შეტევის შედეგი, თანაც ცოტათი ჯარიმას ჰგავდა.
ელიასი
22 ივნისი 2023 11:06
2
გამარჯვება, თანაც ვისთან, სასიხარულოა, მხოლოდ ბიჭებს ვთხოვ დაივიწყონ ეს დროებით, გადამწყვეტია ბელგიასთან გამარჯვება. თუ ჯგუფიდან გავედით, ეს უკვე სერიოზული წარმატებაა. ჯერ ნახევარი საქმე გავაკეთეთ.
დიმა
22 ივნისი 2023 08:32
0
მოგება მაგარი რამეა. ჰოლანდია ბელგიამ ფრე ითამაშა. აქედან მარტივად გამოდის, ბელგიასთან ფრეც რომ დამთავრდეს, 80-90% მეოთხედფინალში გავდივართ.
ჰაჰა
22 ივნისი 2023 09:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული