U21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ძალიან ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, თუმცა ჩვენი გუნდი თავს უნარიანად იცავდა, მომენტების შექმნის შესაძლებლობას არ აძლევდა, შუა პირველ ტაიმში მეტოქის ნახევარზე აწევა, თამაშის მეტ-ნაკლებად გათანაბრება და ანგარიშის გახსნა შეძლო. წიტაიშვილის მიერ გადაკიდებულ ბურთზე ბრძოლა გაგუამ არაუხოს მოუგო და ბიაის კარი დალაშქრა. სტუმრებმა კარში პირველად მხოლოდ 43-ე წუთზე დაარტყეს, როდესაც სოუზას გასროლილი მეკარე კუტალაძემ მოიგერია. კომპენსირებულ დროში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საზონოვმა პორტუგალიელთა კარში მიუჩინა ადგილი.
მოკლედ, ორიდან ორივე შანსი გამოიყენეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მოწინააღმდეგის მწვრთნელმა რუი ჟორჟემ შესვენებაზე შეტევაში ორმაგი ცვლილება განახორციელა და დიდი ძალებით იერიშებზე გადმოვიდნენ. ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემაც გააკეთა ცვლილებები - ჯერ პირველი ნაკრებიდან დაბრუნებული გოჩოლეიშვილი და აზაროვი წიტაიშვილისა და გულიაშვილის ნაცვლად შეუშვა მოედანზე, შემდეგ მოისწრაფიშვილი დავითაშვილით შეცვალა. სამწუხაროდ, ადრე მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა ჩვენს კაპიტან მექვაბიშვილს, რომელიც ლომინაძემ ჩაანაცვლა. კონტრშეტევაზე გაგუას პასით გოჩოლეიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, არაუხომ წააქცია და ის მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა ტურნირი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო.

პარალელურ მატჩში ბელგია და ნიდერლანდები დაზავდნენ (0:0) და A ჯგუფში ჩვენი გუნდი გალიდერდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 24 ივნისს ბელგიას, ხოლო პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37), 2:0 საზონოვი (45+1)
გაძევება: არაუხო (76)

საქართველო: კუტალაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, წიტაიშვილი (აზაროვი 58), გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 58), მექვაბიშვილი (ლომინაძე 67), ნ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი (დავითაშვილი 67), გაგუა (სიგუა 90+4)

მკითხველის კომენტარები / 85 /
ცოტა სასაცილოები ხართ ეს ერთ დღეს მაგინებლები და მეორე დღეს მადიდებლები.
ამ ბიჭებსვე ერთი რო დაუცდებათ პატარაზე ფეხი, გინებას დაუწყებთ ეჭვიც არ მეპარება . . .

მადლობა როგორც ახალგაზრდულს, ასევე ეროვნულს, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში სულ ორი თამაში წააგეს და თითმის ყველა თამასი მოიგეს.
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება, წყალბურთი იყო და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ, მარტო იმ ფაქტითაც, რომ გოლის გაშვების მერე მაშინვე შეაჩერა თამაში (როცა მანამდე უნდა შეეჩერებინათ ! ).

დიდი მადლობა კვარას ყველაფრისთვის რაც გააკეთა. კი გულდასაწყვეტია კვარა და მიქა, რომ არ იქნებიან, მაგრამ გუნდური თამაშისა და შედეგებისთვის ალბათ ესეც აჯობებდა. (დაიწყებდნენ მარტო კვარა-მიქაზე გუნდის აწყობას და შეიძლება უარესი შედეგი მოეტანა).

წარმატებები ჩვენ 21 წლამდელებს ამ ევროზე, იქნებ სამეულში მოვახერხოთ გასვლა.
nk
22 ივნისი 2023 01:08
4
ვინ სად გადაიღალა - არ ვიცი, მარა
ის ბიჭები - ვინც გიშინ გლაზგოში ითამაშა და დღეს თბილისში - საქართველოს სიყვარულში იღლებიან. მამარდა, დავითაშვილი, აზაროვი, გაგნიძე, გოჩო, საზონოვი - თქვენს კაცობას გაუმარჯოს!!!
პავლე
22 ივნისი 2023 00:43
3
ასპროცენტიანი ხარ პავლე. ვინც ამ კომენტარზე დისლაიქები დაგიწერა, ერთი მოვუსმენდი რა მოტივით....
jeko
22 ივნისი 2023 14:54
0
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის.
მადლობა მწვრთნელს.
უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს რა?
თუ გოჩოლეიშვილმა და დავითაშვილმა შეძლო თამაში კვარაცხელიასაც რომ ეთამაშა ან თუნდაც ნაკრებთან ერთად მაინც იყოს არ შეიძლებოდა?
ალბათ კი.
აპრილის მერე ტიპს არაფერი უთამაშია საერთოდ და რამ დაღალა?
ოღონდ ეხლა პირ-ღია ვარდისფერსათვალეებიანი კვარაცხელიისტები ნუ გამოვარდებით გაუაზრებელი ტრქსტებით.
აბა ეხლა ბათუმში თამაშობდეს და კარგი გუნდის ძიებაში იყოს ან თუნდაც რუბინში იყოს,არ ჩამოვიდოდა კი არა და ყველას ჩამოასწრებდაააა
Lobotka
21 ივნისი 2023 22:30
20
Lobotka-ს
მეც მინდოდა ხვიჩას რომ ეთამაშა როგორც ყველას. მაგრამ საქმე იმაშია რომ პირველად გრძელი სეზონის შემდეგ საერთოდ არ გამოუვა დასვენება. მალე ნაპოლის შეკრებაც დაიწყება და მერე ამხანაგურები შემდეგ სეზონი. სეზონი იტალიაში აგვისტოს პირველ რიცხვებში იწყება. სულ თვე ნახევარია დარჩენილი. ახლა ხვიჩას ყველანაირადა უნდა დასვენება როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად, რომ ისევ ის ხვიჩა ვიხილოთ. გადაღლის შემთხვევაში კი უფრო დიდია შანსი ტრამვის და ფსიქოლოგიურ გადაწვაც შეიძლება, რაც წარუმატებლობაში გადაიზრდება. ვფიქრობ ასეთია მიზეზი და ნაპოლის ინტერესებიც შეიძლება იყოს გარეული ამ მიზეზში. ბათუმში რომ თამაშობდეს რა თქმა უნდა ითამაშებდა რადგან ასეთი გადატვირთული სეზონი არ ექნებოდა.
G.LA
22 ივნისი 2023 00:46
7
მერე რა გვემართება ხოლმე, პორტუგალიის კი არა, საშუალო ევროპულ ნაკრებებს რომ ვერ ვუგებთ ხოლმე
გუგა
21 ივნისი 2023 22:24
0
განვითარება და ფიზიკური მომზადება რაზეც დღევანდელი ფეხბურთი დგას.ისინი ვითარდებიან იზრდებიან საფეხბურთო ინტელექტით და ფიზ მომზადებით ჩვენ კიდევ ისევ ისე ვრჩებით.
გეგი
21 ივნისი 2023 23:13
2
პორტუგალიელების უმრავლესობა,ბენფიკას და პორტუს მომზადებული ბიჭები არიან,სადაც უმაღლესი ხარისხის მომზადებას გადიან და მერე,იჯარით სხვა კლუბებში ანაწილებენ,განვითარებისათვის,მერე კი,უკვე ევროპის ბაზარზე იყიდებიან,ძალიან მაღალ ფასად.ისინი ევროპაში არიან და ყველას თვალქვეშ.ხომ ვნახეთ,ჩვენი ბიჭები,მათ არაფრით ჩამოუვარდებიან,მაგრამ ისინი რომ უძლიერეს გუნდებში აგრძელებენ თამაშს და ჩვენები,საქართველოს ჩემპიონატში,ეგ იძლევა განსხვავებას,მერე და მერე.კვებას და სამედიცინო მომსახურებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს,რა თქმა უნდა.იქ,პორტუ და ბენფიკა,ბიჭების გაყიდვას არ ჩქარობენ,სანამ საჭირო კონდიციამდე და ფასამდე არ მიაღწევენ,ჩვენი ბიჭები კი,ოღონდ ვინმე გამოჩნდეს და ეგრევე გარბიან კაპიკებად.ვერც თბილისი დინამო,ან საბურთალო აკავებს,რადგან ამ ბიჭების გაჭირვებაც გასაგებია.იყიდებიან იაფად და როგორც იაფს,ის კლუბებიც ისე ექცევიან,არ უფრთხილდებიან.თუ ჩვენმა აკადემიებმა,როგორმე შეინარჩუნეს ტალანტები და მათი გაყიდვთ სოლიდური თანხები ამოიღეს,უკვე ფეხზე დამდგრები,გაცილებით უკეთესად მოამზადებენ ახალგაზრდებს.მთავარია იქამდე მიაღწიონ.დღევანდელი ახალგაზრდები,გაცილებით უფრო პროფესიონალები არიან,ვიდრე ადრე იყვნენ,მათ უკვე იციან რა უნდათ და ევროპაში რა ელით,ამიტომ,მათი მენტალიტეტი,თანდათან გამოსწორდება და მალე,ჩვენც სრულფასოვან მომზადებას მივცემთ ადგილობრივ ტალანტებს,მერე კი,ღირსეულ ფასადაც გავყიდით.ამ ჩემპიონატმა,ჩვენი ბაზრის გაცნობასაც უნდა შეუწყოს ხელი და სწორედ ამიტომ არ იყო საჭირო,მიქაუტაძის და კვარაცხელიას თამაში.მათ ხომ ისედაც იცნობს ევროპა.დღეს ვინც ითამაშა,მათაც ხომ დაამტკიცეს,რომ ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და ასე თუ გააგრძელეს,ძალიან ბევრი გაიკვალავს გზას,ევროპის ნორმალური კლუბებისაკენ.სწორედ ეს არის ასეთი ასაკობრივი ჩემპიონატების დანიშნულება,გამოაჩინოს ახალო ტალანტები.
სოსო
22 ივნისი 2023 00:43
2
ყველა გამოხმაურება
დღეს კვარა მარცხენა სანაპიროზე ვისოლის კალონკაზე თავის სუპერ მერსედესის კუპეთი იყო ,მაგრა გამიხარდა ხო ვნახე მაგრამ მერე როცა თამაშზე ვიყავი და ზურიკო და აზაროვი შემოვიდნენ მოედანზე მაგრა შემრცხვა კვარას მაგივრად ))
Devkalion
21 ივნისი 2023 23:28
33
კვარას შესაძლოა სანანებელი გაუხდეს U21-ის ჩემპიონატზე არმონაწილეობა, თუმცა არამგონია ეს მისი ინიციატივა ყოფილიყო და სიმართლეს არც თვითონ იტყვის დარწმუნებული ვარ!
ლაშა
21 ივნისი 2023 23:38
1
მეტი არაფრის შეგრცხვენოდეთ მეგობარო ცხოვრებაში და მაგ ერთ სირცხვილს გაუძლებთ როგორმე.
Devkalion-ს
22 ივნისი 2023 08:57
1
მართლა რა სჭირს ამ ხალხს?! ან დიდების ნაკრებისგან რა გინდათ, ან კვარაცხელიასგან? ითამაშა ორივე შეხვედრაში. კიდევ აქ ჩამოსვლა და ახალგაზრდულში თამაში, ძალიან ნამეტანი იქნებოდა. ზედმეტს ითხოვთ. მაგრამ თქვენ კი არაფერს ითხოვთ სინამდვილეში. უბრალოდ ჩასაფრებულები ხართ, ან ხელისუფლებაზე გაბრაზებული, ან ოჯახის წევრზე, ან ცხოვრებაზე გაბოროტებული. ადამიანმა შეიძლება მხოლოდ გითანაგრძნოთ და გითანაგრძნობთ. თქვენზე არ შეიძლება გაბრაზდეს კაცი. თქვენს პოლიტიკურ გემოვნებასაც არ შევეხები. ყველაფერი ნათელია :)
odala
22 ივნისი 2023 01:33
18
არ უნდოდა ევროპის ჩემპიონობა პენალტისტს?
xuta
21 ივნისი 2023 22:16
48
სვანაძეზე ამბობდნენ აქ ნაკრების ყველაზე სუსრტი როგოლი არისო არადა ის იყო მთავარი ორგანიზატორი შედეგი რომ დადეს ფეხბურთელებმა ყველა, ფსიფოლოგიური და სათამაშო თვალსაზრისით. ყოჩაღ ბიჭებო, მაგრად იბრძოლეთ, მაგრამ მაინც მინდა წიტაიშვილი კი არ გამოვყო, უბრალოდ ვახსენო. ყველამ მაგრად ითამაშა.
გიორგი
21 ივნისი 2023 22:31
2
კვარაცხელოვი შეურაცხყოფა არ არის, თუ ამისგან მოსულა?
Admins
21 ივნისი 2023 22:24
12
გილოცავთ!
აი ვინ არიან მამაცი გულის ბიჭები!
3-4 თვეა სვანაძეს აგინებდა ყველა ამ საიტზე და ახლა სად ხართ? მე პირადად არც გამეგო ეს მწვრთნელი და თქვენ საიდან იცოდით რომ საგინებელი იყო? გუშინ ვწერდი რომ გაგნიძე ვნახეთ და ხვალ საზონოვ შევხედოთ მეთქი. თურმე გელაშვილიც შესახედი ყოფილა. ბრავო ბიჭებს, ასეთ პორტუგალიასთან ჩვენ პირველ ნაკრებს გაუჭირდებოდა და პორტუგალიის პირველ ნაკრებსაც არ ექნებოდათ ადვილი თამაში.
G.LA
21 ივნისი 2023 22:47
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული