პორტუგალიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან ფავორიტები ვიყავით და სამი ქულა დავკარგეთ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:2 წაგების შემდეგ კომენტარი პორტუგალიელთა მწვრთნელმა რუი ჟორჟემ და გუნდის თავდამსხმელმა ენრიკე არაუხომ გააკეთეს.

რუი ჟორჟე: "სამი ქულა დავკარგეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი ტაიმი კარგი იყო, დაცვაში კი არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. უპირატესობა ბურთის ფლობას მივანიჭეთ. შეგვეძლო უფრო შემტევი და აგრესიული ვყოფილიყავით, თუმცა მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ეს გაჭირდა.

რა თქმა უნდა, 0:2-ის შემდეგ განწყობა შეიცვალა. ჩვენი სისუსტე დაცვაში თამაში იყო, უფრო შეტევაზე ვფიქრობდით, თუმცა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირდა. მთავარი შედეგია. ჩვენ
ფავორიტები ვიყავით, თუმცა შეცდომები დავუშვით. გუნდის განწყობა მომეწონა".

ენრიკე არაუხო: "ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. შედეგი სამწუხაროა, თუმცა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომდევნო ორ შეხვედრას ასე შევხვდეთ. არასდროსაა მარტივი, მოედანზე მაშინ შეხვიდე, როცა მარცხდები. ყველაფერს გაავაკეთებთ, რათა უკეთესი შედეგები გვქონდეს.

მაყურებლების ფაქტორი დიდი იყო. დავუშვით ის შეცდომები, რაც ამ ეტაპზე არ უნდა დაგვეშვა. არასდროს ვართ დამოკიდებული იმაზე, მეტოქე გუნდში ვინ თამაშობს და ვინ არა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენ ხომ სულ ვაქებთ შოტლანდიელებს ჩვენთან მოგების შემდეგ!
xuta
11:34 22-06-2023
0
ბედი შენი ხვიჩა არ იყო თორემ რა ანგარიშითაც წააგებდით ნახავდით,კარგია რომ ხვიჩა არ იყო ნაკრები უნდა გამოიცადოს ვინ რისი გამკეთებელია თავდასხმაში და დაცვაში,მერე იტყოდნენ კვარა იყო და მოიგებდნენ აბა რაო
სვანსკი
11:26 22-06-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული