ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა - მთავარი გამოწვევა მე-2 ტურის წინ...

AutoSharing Option
დღეისთვის, უკვე ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი ქულებში უნდა შეგვეფასებინა და შოტლანდიაში წაგებულ შეხევდრაში (0:2) მონაწილე თითოეულ ფეხბურთელზე ინდივიდუალურად გვესაუბრა. სამწუხაროდ, კარგს ბევრს ვერაფერს ვიტყოდით და არც სასიამოვნო შეფასებები იქნებოდა. ჩვენ მაინც ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გლაზგოში ფეხბურთი არასათანადო პირობებში ჩატარდა. იმ გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც დღეს ეროვნულ გუნდზე არ ვწერთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებია, რომელმაც საშინაო ევროპირველობა წინა გათამაშების ფინალისტის, პორტუგალიელი თანატოლების (2:0) ძლევით დაიწყო.

Sportall.Ge

მასპინძლის სტატუსის (უკვე გამარჯვებისაც) მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფში ფავორიტად არ მიიჩნევა და
მსგავსი სტატუსი არც პორტუგალიელებთან ჰქონია. აქედან გამომდინარე, რამაზ სვანაძის მიზანი ის იყო, მოწინააღმდეგისთვის ოპტიმალური ტაქტიკა შეერჩია, ამავდროულად, საკუთარი ფეხბურთელები დაერწმუნებინა, რომ მათ წარმატების მიღწევა შეეძლოთ, რაც "უმცროსი ჯვაროსნების" თავკაცს გამოუვიდა.

როცა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მეტოქეს აქვს და 3 ქულა შენ გრჩება, ყოველთვის შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ იღბალიც ჩვენ მხარეს იყო, თუმცა ქართველმა ახალგაზრდებმა საგოლე მომენტების მაქსიმალურად რეალიზება შეძლეს, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მუდამ პრობლემური იყო. პორტუგალიელების მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომები იდეალურად გამოვიყენეთ, თავად კი ლაფსუსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. ცენტრალურ მცველ ივა გელაშვილის თამაში უნდა გამოვარჩიოთ. ჯგუფის სხვა შეხვედრებში მხოლოდ ამის ხარჯზე გამარჯვება გაგვიჭირდება და კიდევ უფრო მეტია საჭირო. ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, ჩაშლის გარდა, შეტევების განვითარებაზე ფიქრი მეტად დასჭირდება. სვანაძემაც თქვა, რომ მომდევნო მეტოქეზე ფიქრი გუნდმა მალე უნდა დაიწყოს - ჯერ არაფერი დასრულებულა, მხოლოდ პირველი მატჩი მოვიგეთ!

Sportall.Ge

მეორე გატანილ გოლზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. ზედიზედ მეორე მატჩია (კვიპროსთან ამხანაგურის შემდეგ), გიორგი წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ ტანმაღალ მცველს გოლი გააქვს. ამჯერად ეს საბა საზონოვი იყო. ჩაწოდების მომენტში კარგად ჩანდა, რომ მოსკოვის "დინამოს" მცველს ახლოდან არ ეთამაშებოდნენ, თუმცა ეს მაინც არ აკნინებს იმას, რომ კუთხურებს გოლად ვაქცევთ. ცუდად არც მოწინააღმდეგის სტანდარტულებისას გამოვიყურებით. ესაა პრობლემა, რომელიც ვილი სანიოლის გუნდის ბოლო მატჩებში ძალიან საგრძნობი იყო. ასე რომ, არის რაღაც, რაც შესაძლებელია, ეროვნულმა ნაკრებმა ახალგაზრდულისგან გაითვალისწინოს. 

გიორგი გაგუაზე ადრეც დავწერეთ. ის თანამედროვე ფორვარდია, კარგად მოძრაობს, ზონებს ათავისუფლებს, ორთაბრძოლებს იგებს. ესპანეთში მოთამაშე ქართცელს აქამდე ნაკრებში გატანილი არ ჰქონდა და კარგია, ეს მოახერხა - "ასისტების" დუბლის ავტორ წიტაიშვილის პასი, ცოტა მეტოქის დახმარებით, გოლად აქცია.

Sportall.Ge

მთავარი მწვრთნელი კიდევ ერთ საკითხში უნდა შევაქოთ. დაინახა თუ არა კონკრეტული პრობლემები, ცვლილება მაშინვე განახორციელა და მარცხენა ფლანგი ეროვნულიდან დაბრუნებული ირაკლი აზაროვით გააძლიერა. ის ბიჭები, რომლებმაც წინა დღით შოტლანდიაში ითამაშეს და მეორე დღეს 21-წლამდელებს შეუერთდნენ, ქების ღირსნი არიან. მატჩის ბოლოს მწვრთნელის მხრიდან საინტერესო ტაქტიკური ცვლილება ვნახეთ, როცა იერიშებზე აქტიურად მოფიქრალ გუნდთან კონტრშეტევების გამოყენება გიორგი გოჩოლეიშვილის სისწრაფის ხარჯზე ვცადეთ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მეტოქე კაცნაკლული დარჩა.

Sportall.Ge

საინტერესო იყო, რომ ვიგებდით, მაინც ბევრი ცვლილება ხორციელდებოდა და მოედანზე შემოსულები ეროვნული ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. ეს კარგად დაბალანსებულ შემადგენლობას ნიშნავს. ახლა დილემა ისაა, გამარჯვებული სასტარტოდან, ბელგიასთან დაპირისპირებისთვის, რამდენი ცვლილება უნდა გაკეთდეს. გიორგი მამარდაშვილსა და ლუკა გაგნიძეს ჯერ არ უთამაშიათ, ზურიკო დავითაშვილი კი მხოლოდ ცვლილებაზე შემოვიდა.

1-ელი ტურის შემდეგ ჯგუფს ვლიდერობთ. ბელგიელებს 24 ივნისს (20:00 სთ) დავუპირისპირდებით. მათი შემადგენლობიდან ყველაზე ცნობილი "მილანელი" შარლ დე კეტელაარია.

altU21. ევროპირველობის ბრწყინვალე დასაწყისი - საქართველომ ვიცე-ჩემპიონს სძლია! [VIDEO]

altრამაზ სვანაძე: ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ - ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება

მკითხველის კომენტარები / 29 /
მორჩა ეხლა ბელგიასთან თამაშზეა საფიქრალი, ქართველებს გვჩვევია ერთი თამაშით ცაში აგდება და მეორე თამაშით ქვემოთ დანარცხება. პორტუგალიასთან მოგება საერთოდ დასავიწყებელია წარსულია უკვე. ცივი გონებით როგორც გერმანელებს ჩვევიათ ისე უნდა ვითამაშოთ ბელგიასთან აბა თქვენ იცით
ქართველი
22 ივნისი 2023 17:16
1
გაიხარე, მეგობარო! აქ რასაც ვუყურებ, ყველა ხვიჩასგან ითხოვს აბსოლუტურად ყველაფერს. ბიჭმა, რაც კი შესაძლებელი იყო პირველ წელს სერია ა -ში ყველაფერი მოახერხა და ეს ყველაფერი 22 წლის ასაკში. ეხლა არ თქვათ ლიგა ვერ მოიგოო. შეეშვით, რა! ადამიანია ეგეც და რკინის არ არის.
ურთულესი პერიოდი ჰქონდა და ამავდროულად უმაგრესი. წარმატება ხვიჩას და ყველ ჩვენიანს!
ეხლა რაც შეეხება გუშინდელს. პასუხი იმიტომ ვარჩიე, რომ ადამიანმა ყველაფერი სწორად და ზუსტად დაწერა: მოვიგეთ-დაივიწყტ-იფიქრეთ ბელგიაზე!
მორჩა!
საქართველოს მტრებს სიკვდილი!
22 ივნისი 2023 19:40
5
მე რაც ვნახე გუშინ, ეს იყო გუშინ გამართული გუნდი. შეკრული დაცვის გარეშე, ასეთ პორტუგალიას უბრალოდ, ვერ გაუძლებ. არადა, სვანაძეს ყველა ლანძღავდა, ვისაც არ ეზარებოდა. ყოჩაღ, და ასე გააგრძელეთ. ბევრი მომეწონა, დაცვაში უპანიკოდ იდგნენ, გელაშვილი, ხვადაგიანი, მექვაბიშვილი იმედია ნაკრებში კანკავას როლს თავისუფლად იტვირთებს და ა.შ. მოკლედ ყოჩაღ!
დიდება საქართველოს!
ლევანი
22 ივნისი 2023 15:59
1
აბა სკაუტებო გაგუას რაუნდა ესპანეთის მესამე დივიზიონში დააწინააურეთ დროზე მაგარი ცეტრფორვარდია, რა იბრძოლა რა ითამაშა დაცვაში
Soso
22 ივნისი 2023 15:54
1
იჯარით თამაშობს იქ,ალავესს ეკუთვნის მისი ტრანსფერი და იმედია დაბრუნდება ზაფხულში და მიეცემა შანსი ლალიგაში.ალავესია ბოლობოლო და არა მადრიდის ატლეტიკო!
მეზღვაური
22 ივნისი 2023 16:38
0
ბელგიელებიდან ყველაზე ცნობილია - მკვდარ დე კეტელარე :)
ჯიჯიო
22 ივნისი 2023 14:58
3
ვფიქრობ რომ ძირითადი ბირთვი უნდა იყოს ვინც დაიწყო ტურნირი.
ფაქტია თამაში პირველ ტაიმში მოვიგეთ მანამ სანამ ეგ დაბრუნებულები შემოვიდოდნენ.
ერტადერთი გოჩოლესივლის გამოყენება შეიძლება დანარჩენი გაუსვას.
las
22 ივნისი 2023 14:55
27
Sad unda gaushvas reebs wer???23 kaci ganacxadshi da ra qnas darches 18kacit ara ??
L.J .
23 ივნისი 2023 11:32
0
კარგი წერილია. ეროვნული ნაკრების ბიჭები შეცვლაზე უნდა შემოვიდნენ, მათ თავი უკვე დაიმკვიდრეს.
გიორგი
22 ივნისი 2023 14:20
2
ვიცი ახლა ბევრი არ დამეთანხმება,მაგრამ ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ.გუშინდელ თამაშში სვანაძე არაფერ შუაშია.იმხელა განსხვავება იყო კლასებს შორის რომ პორტუგალიამ გვაიძულა მეორე ნომრად გვეთამაშა.
საბედნიეროდ მეტოქემ ვერ მოახერხა გოლის გატანა. ჩვენ კი გაგვიმართლა.
თან ბიჭებმაც მედგრად იბრძოლეს,მიხედავად იმისა,რომ წინ ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებაც არ შეეძლოთ.
ვიმედოვმებ,რომ ბელგიასთან პირველი ნაკრების ბიჭები აღმოფხვრიან კლასებს შორის განსხვავებას და ღირსეულად და ლოგიკურად გავიმარჯვებთ.განსაკუთრებით ლუკა გაგნიძის მეიმედება,რომელიც ოცი წლისაც არ არის,მაგრამ უკვე ერთერთი საუკეთესოა საქართველოში და დიდი მომავალი აქვს. მებრძოლიცაა და კარგადაც აზროვნებს.
ჯუჯი
22 ივნისი 2023 14:18
11
შარშან პორტუგალიას ამხანაგურად ვეთამაშეთ და უიმედოდ მოგვიგეს,თანაც 4 გოლი გაგვიტანეს.მგონი ამანაც გაუწია ცუდი სამსახური პორტუგალიელებს.იფიქრეს მაშინდელივით გადაგვჯეგავდნენ და უკვე დასაწყისში დაამთავრებდნენ თამაშს.ჩვენ პირიქით,სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და უკვე კაცნაკლულებთანაც კი,არ გავქცეულვართ წინ.არასერიოზულმა დამოკიდებულება, დაცვაში სიფხიზლე მოუდუნათ და ჩვენც დავსაჯეთ.ნიდერლანდებთან ასეთი განწყობა აღარ ექნება, ჩვენს მეტოქეს და ჩვენ თუ ეიფორიაში აღმოვჩნდით,საქმე კარგად არ წაგვივა.ხომ კარგი ბიჭები გვყავს,ძალიან მაგრად ვითამაშეთ და ალალად გავიმარჯვეთ,მაგრამ ახლაც მჯერა,რომ პორტუგალია ჩვენზე ძლიერი გუნდია,ფეხბურთელების მიხედვით.მართლაც ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ და ეს უფრო ზრდის.,ჩვენი გამარჯვების ფასს და გემოს!რაგბისტებისა არ იყოს,ჩვენმა ბიჭებმა ახლა უკვე იციან,რომ თამაში და გამარჯვება,ყველასთან შეუძლიათ.ინგლისიც ხომ დამარცხებული ჰყავთ!ჩვენ გუნდურობით და სათამაშო დისციპლინით ვართ ძლიერები და სწორედ ეს უნდა გამივიყენოთ,მომდევნო თამაშებშიც.მიწაზე დარჩენას და კიდევ უფრო კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს!
სოსო
22 ივნისი 2023 18:27
0
უმართლებს ძლიერებს და არა სუსტებს, ეს ერთი. მერე მეორე, ყველა თავით ბურთი მოვიგეთ ჩვენს საჯარიმოში, ეს ძალიან თვალში საცემი იყო, რაც სულაც არაა ამ პორტუგალიასთან ადვილი საქმე. 2-0-ს ვიგებდით პირველი ტაიმის შემდეგ, ამიტომაც ჩაჯდნენ დაცვაში და ეს ლოგიკური იყო, უძლიერეს პორტუგალიას სუფთა საგოლე მომენტი არც ჰქონია, რომელ გამართლებაზეა ლაპარაკი?! გაგვიმართლა კვიპროსთან და ნორვეგიასთან, აქ გამართლებაზე ლაპარაკი უადგილოდ მიმაჩნია, რადგან ეს აკნინებს ჩვენი ბიჭების ისტორიულ გამარჯვებას.
22 ივნისი 2023 15:53
3
კარგი სტატიაა!თუ ტაქტიკურ ცვლილებებს არ აპირებს,ვფიქრობ კარგი იქნება,გუნდი უცვლელი შემადგენლობით გამოვიდეს და პირველი ნაკრებიდან დაბრუნებულ ბიჭებს,კიდევ მეტი დრო მისცეს,სულის მოსათქმელად.წუხელ ნათამაშებ მცირე დროშიც კარგად გამოჩნდა,რომ ნაკრებს ძალიან ეხმარებიან,უკვე კარგ კლუბებშიც არიან და სანამ საშუალება გვაქვს,ისევ სხვებმა გამოიჩინონ თავები.ესენი კი,მეორე ტაიმში გააძლიერებენ თამაშს.პორტუგალიასთან გამარჯვება,პირველ რიგში მწვრთნელის მიერ თამაშის სწორად დაგეგმვის და ზუსტი შესრულების შედეგი იყო.იმედი ვიქონიოთ,რომ ეს ორი თამაშიც ასევე ზუსტად ექნებათ გათვლილი.იმის იმედიც ვიქონიოთ,რომ მექვაბიშვილი შესძლებს თამაშს.ჩვენი საყრდენების ზონა,პირველ ნაკრებზე საიმედოდაც კი მომეჩვენა.მათგან განსხვავებით,აქ რამდენი დარტყმა დავბლოკეთ და რამდენი ბურთი ავართვით!
სოსო
22 ივნისი 2023 13:37
2
ბრავო მწვრთნელს, დიდი ხანია არ მინახავს გუნდის შესაძლებლობებზე გათვლილი ასეთი სწორი ტაკტიკა, გენიოსი ნწვრთნელი გვეზრდება!!!
ჭიჭე
22 ივნისი 2023 13:10
5
ბრავო მწვრთნელს, დიდი ხანია არ მინახავს გუნდის შესაძლებლობებზე გათვლილი ასეთი სწორი ტაკტიკა, გენიოსი ნწვრთნელი გვეზრდება!!!
ჭიჭე
22 ივნისი 2023 13:09
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული