"დილა" ტრავმირებული ნიკა გაგნიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურში, ბელგიასთან მატჩის 70-ე წუთზე ტრავმა მიიღო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ და შესაცვლელი გახდა. ფეხბურთელის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციას მისი კლუბი "დილა" ავრცელებს:

"თავდაპირველად ეჭვი ჯვარედინი მყესის გაწყვეტაზე არსებობდა, რაც მძიმე ტრავმაა და შესაბამისად ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვებას ნიშნავდა, თუმცა გამოკვლევებმა აღნიშნული საბედნიეროდ არ დაადასტურა. ნიკას მდგომარეობის დიაგნოსტირებისთვის დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი თუ როდის დაუბრუნდება სავარჯიშო პროცესს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაგნო ძმაო მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.
dila
19:56 25-06-2023
1
მომენტის გამეორება რომ ვნახე,შევშინდი!თითქმის დარწმუნებული ვიყავი,რომ მყესები დაიწყვიტა.გულზე მომეშვა!იმედია სწრაფად გამოჯანმრთელდება უეფას ტურნირზე,გუნდის დახმარებას შესძლებს
სოსო
18:19 25-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული