U21. საქართველო-ნიდერლანდები. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი
1:1 დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ნიდერლანდები
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი, აზაროვი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩა რომ ყოფილიყოს ასე ადვილად ვერ ითამაშებდა ჰოლანდია და ვისი ბრალია ...ეს დალოცვილი ხომ შეიძლებოდა 20.წუთი მაინც ეთამაშა ან სრულად.
პასუხი უნდა გასცეს საქართველოს რატო არ ითამაშა და თამაშობს.
მოქალაქე
21:04 27-06-2023
12
ჩვენს მეკარეს სულ ცოტა ორი თამაშია სძინავს
ქართველი
21:04 27-06-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული