U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
ბიჭებს ქება და ქება.რომ იტყვიან იბრძოლეს, ჯიგარი დადეს მოედანზე.მაგრამ მეოდხედფინალში ასეთი სუსტი ფიზიკური კონდიციებით, სისწრაფითა და პასის კულტურით მართლა საშინლად ძნელი იქნება მეტოქის დამარცხება.მთელი 90 წუთი ყრუ დაცვაში ხომ ვერ ვიქნებით.ჰოლანდიასთან ბედი ჩვენს მხარეს იყო.
KOSTAKURTA
27 ივნისი 2023 22:57
2
გილოცავთ გამარჯვებას ქართველებო!ძლიერთ უმართლებსო,მაგრამ მართლა გაგვიმართლა,მებრძოლი ნიჭიერი თაობა წამოვიდა,დავითაშვილი მსოფლიოს დონის ვარსკვლავია,თამაში გააკეთა,მწვრთნელის სტრატეგია თამაშში სუსტი,მაგრად გვაკლდენ ხვიჩა და ჟორჟი.....
ლონდონიდან
27 ივნისი 2023 22:20
5
Bელგიას შერჩა ზანგისა ...
Mtavari es aris
27 ივნისი 2023 22:25
5
ჰოლანდიასაც
ლაშა
27 ივნისი 2023 22:27
3
შედეგი ღირდა ნერვიულობად, მაგრამ საკითხავია სად ზრდით ასეთ ფეხბურთელებს? პასი მაგათ არ იციან და მოწინააღმდეგის მოტყუება. რა უბედურება ამდენი მოგერიება? როგორ ხდება, რომ ყველგან მოწინააღმდეგეა და ყველა ბურთთან პირველები ისინი როგორ იყვნენ? ეს მარტო ამ თამაშზე კი არა სამივე თამაშზე ასე იყო. ეს რა თქმა უნდა სვანაძის ბრალი არაა, მაგრამ ეს ბიჭები ქვეყნის ჩემპიონატში ხომ თამაშობენ?
ჟორა გაბრიჭიძე
27 ივნისი 2023 22:22
34
ბატონო ჟორა,ორი შეკითხვა კიდევ დაიმატეთ!
1)როგორ ხდება,რომ აქამდე დასმული ყველა თქვენი შეკითხვის მიუხედავად,ჩვენი ნაკრები,მაინც ჯგუფის გამარჯვებული გახდა?
2)ჩვენი ბიჭები რომ საქართველოს ჩემპიონატში,ან სხვაგან ჩემპიონატში თამაშობენ,ის ბიჭები,ვისაც ამ ბიჭებმა გადაასწრეს,რომელი ქვეყნის ჩემპიონატებში და როგორ კლუბებში თამაშობენ?
ჯერ ამ შეკითხვებს თუ უპასუხებთ,ვფიქრობ თქვენი შეკითხვები მოგეხსნებათ და სათანადოდ დააფასებთ,დღევანდელ მიღწევას.მანამდე კი,თქვნც,ისევე როგორც ყველა ქართველს,გილოცავთ სიკვდილის ჯგუფიდან,ლიდერის პოზიციით გასვლას.თუ კიდევ ერთი გამარჯვებისთვისაც გვეყო ძალები,დიდი შანსია,რომ ოლიმპიადის საგზურსაც მოვიპოვებთ.ღმერთმა ქნას,შევძლოთ და ასე მოხდეს!
სოსო
28 ივნისი 2023 00:31
0
ბურთის ღორობა ცუდია, ხშირად ხდება ხოლმე გუნდში. პასის კულტურაც დასახვეწია მაგარი. დანარჩენი კი ჯილკა და მონდომება კარგია და გიჟურია. გაიხარეთ და გაგვახარეთ. დიდი მადლობა............
სიმართლე
27 ივნისი 2023 23:05
3
ახლა სადაა ის ამება კატეგორია, ამ ბიჭებს უნდობლობას რომ უცხადებდა და ხვიჩას (განსაკუთრებით!) და ჟორჟს ლანძღავდა, წასაგებად გაგვწირესო! იმედია, სოროებში იმალებიან და იქვე ქოთდებიან. ;) წარმატებები ბიჭებო! ეს ერთი და სხვა მრავალი. :)
რატი
27 ივნისი 2023 23:20
16
ბოდალა ღრუსოვ, ძაან აგეწვა? :))) იკითხე და დაიბოღმე, შენ საფიცარ რაშისტანს მუდამ წუმპეში ნახავ. :))))))
რატი
28 ივნისი 2023 03:13
5
პატრიოტი შრატი მოწოდების სიმაღლეზეა.
Odala
28 ივნისი 2023 00:12
14
ეჭვიც არ მეპარებოდა რო გავიდოდით,ვინერვიულეთ მაგრამ გავედით...უკრაინის,რუსეთის და ამერიკის დამქაშებო გასკდით გულზე...თქვენი დ.დ.დ. სათითაოდ ამ ბიჭებმა ჩაგიდეს...
ზორო
27 ივნისი 2023 22:39
39
ეხლა აქ უკრაინა რა შუაშია? საქართველოს გაუმარჯოს პირველ რიგში, მერე ყველა მის მეგობარს, გვეზიზღებკდეს მტერი და ის არის რუსეთი.
ლევანი
27 ივნისი 2023 22:44
6
გულზე რუსეთუმეები გასკდით.
გიორგი
27 ივნისი 2023 22:55
3
ყველა გამოხმაურება
ბიჭებო! გენაცვალეთ ჯიგარშიიიიი!
იიფ???
28 ივნისი 2023 00:10
0
დაანებეთ ამ კვარაცხელიას თავი შაბათს ქორწილი აქვს, რაც შეეხება ამ ბიჭებს შეუძლებელი შეძლეს რა დონის გუნდებში პირველი ადგილი დაიკავეს სამივე ტურნირის ფავორიტი იყო, ვინც არ უნდა შეგვხვდეს ყველას თან შეიძლება თამაში თან იმხელა თვით დაჯერება მიიღეს თავის თავში
Soso
28 ივნისი 2023 00:03
7
ჟილკამ და მონდომებამ, ქართულმა ნაღდმა სულმა მოიგო პირველ რიგში, რომელიც მივიწყებულია ბევრ შემთხვევაში სამწუხაროდ. თქვენ გენაცვალეთ მაგ მებრძოლ ჟიგარში, მ ა დ ლ ო ბ ა.................
საბურთალო
27 ივნისი 2023 23:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული