ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.
თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

ასე როგორ უნდა დაეცე ადამიანი
არ ყოფნაში მიეცათ შანსი სხვებს და გაათმაგებული ენერგიით თამაშობენ რომ დაამტკიცონ არავისზე ნაკლები რომ არიან და ეროვნულში გამოძახებას იმსახურებენ!ამოტომ უბრალოდ მივულოცოთ ბიჭებს გავიხაროთ და უაზრო კომენტარებს შევეშვათ…და შევეშვათ ამ ხვიჩას ხალხნო შევეშვით მაგ ბიჭის დამსახურებაა დღეს ყველა ქართველი ფეხბურთელი ასეთი მოტივაციით და ენერგიით რომ თამაშობს!მან დაარწმუნა ყველა რომ ქართველს შეუძლია ოქროს ბურთის ათეულში იყოს დღეს!!!გახდეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და სეზონის ულამაზესი გოლის ავტორი და სხვა მრავალის დამბყრობელი!და კიდევ იმეფია ვილი სანიოლი უყურებს ყველა თამაშს დაწვრილებით და განაახლებს ეროვნუი ნაკრების შემადგენლობას და მიატოვებს ისეთი ფეხბურთელების გამოძახებას როგორებიც არიან კვეკვესკირი აბურჯანია კვერკველია კაკაბაძე (თუმცა კაკაბა ჯერ კიფევ შეიძლება) უმაგრესი ახალგაზდები მოდიან განსაკითრებით დაცვაში სადაც უჭირს ეროვნულს….გელაშვილი ხვადაგიანი ლომინაძე საზპნოვი იმსახურებენ ეროვნულს