U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო მაგ მებრძოლ სულში!!! გილოცავთ!!! წარმატებები მეოთხედფინალში!!! უფალი გფარავდეთ❤️
გულშემატკივარი
27 ივნისი 2023 23:52
0
დავიჯერო სიხარულიც კი აღარ შეგვიძლია , თუ ბოღმა არ გავურიეთ შიგ? ამდენი წლის მერე ეს ბიჭები და 40 ათასი გულშემატკივარი ბოედანზე და რამდენიმე მილიონი მოედნის გარეთ , ისტორიული ფაქტის შემსწრე და თვითმხილველია , ყველაზე მთავარი ამ ყველაფერში ის არის , რომ მართლა თავი დადეს ბოლომდე , იბრძოლეს თავისზე სისტემურად ძლიერ , საფეხბურთო ქვეყნის აწყობილ გუნდთან , რომელიც მთლად შვეიცარიული საათივით აწყობილი შეიძლება არ არის , თუმცა მგონი აღარც არაფერი უკლია. ტურნირის ერთერთი იშვიათი სილამაზის გოლი გავიტანეთ , სიკვდილის ჯგუფად წოდებულ ჯგუფში გავიტანეთ ყველაზე მეტი გოლი და ერთადერთი გუნდი ვართ ვინც გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსში + დასვა. გაიხარეთ რაა დანარჩენებთან ერთად და გაამხნევეთ ეს ბიჭები მეოთხედფინალის წინ , აავსეთ ენერგიით და იქნება ნახევარფინალსაც ვუწიოთ , მერე კი იცოცხლე მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და ამ ჩემპიონატის მერე , შეიძლება ისეთ გუნდებში განაწილდნენ , 4-5 წლის მერე , ევროპის მოგებაზე ფიქრიც კი გავბედოთ. ერთმანეთის სიყვარულსა და თანადგომას თუ დავიწყებთ ქართველებიი , ვისაც უნდა იღლიცინოს , მაგრამ საქართველო აი მერე მართლა გაბრწყინდებაა !!! " მარად და ყველგან , საქართველო მე ვარ შენთანააა ..... !!!
ATP 16
27 ივნისი 2023 23:48
1
სერიოზული შედეგია. ყოჩაღ, ძმაო!!
Odala
27 ივნისი 2023 23:46
0
ჟილკამ და მონდომებამ, ქართულმა ნაღდმა სულმა მოიგო პირველ რიგში, რომელიც მივიწყებულია ბევრ შემთხვევაში სამწუხაროდ. თქვენ გენაცვალეთ მაგ მებრძოლ ჟიგარში, მ ა დ ლ ო ბ ა.................
საბურთალო
27 ივნისი 2023 23:43
0
ვულოცავთ ჩენს ბიჭებს, დიდებულ გამარჯვებას! ბიჭებო უნდა იბრძოლოთ ბოლომდე, თუ მოინდომებთ არავისზე ნაკლებები არ ხართ! აბა თქვენ იცით!!!!!!!!!!!!
ვხარობთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
27 ივნისი 2023 23:36
0
ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და გილოცავთ ყველას,თავგანწირვით თამაში შეგვძლებია. მადლობა ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს. მაინტერესებს ყვითლები გადაყვებათ მეოთხედფინალში? მადლობა
Mr.kostaia
27 ივნისი 2023 23:33
2
ლომინაძე და ნიკა გაგნიძე დანაკლისია მეოთხედფინალში.სავარაუდოდ ლუკა გაგნიძე დაიწყებს ძირითადში.
მეზღვაური
27 ივნისი 2023 23:33
1
არ შეიძლება კვარა და მიქაუტაძე რომ შეუერთდნენ ეხლა მაინც .ისტორიული მომენტი და უდიდებულესი წამი დაგვიდგა ბიჭებო რა გაჩერებთ სახში მიბაძეთ ზურიკოს .
dato
27 ივნისი 2023 23:26
12
რანაირად უნდა შეუერთდნენ, როცა შოტლანდიასთან თამაშის მერე არ უვარჯიშიათ.
დავით 67
28 ივნისი 2023 02:38
2
ყველას გვინდოდა რო ეთამაშათ, რა მიზეზიც იყო ეხლა აღარ აქვს მნიშნოლობა ახლა და დღეს მგონია რომ ამ ბიჭებს აქვთ უფლება თავი გამოიჩინონ თუნდაც შემდეგ ეტაპზე რომ გავარდნენ, კვარაც და მიქაუტაძეხ ტოპ ლიგებში არიან და ამ ბიჭებსაც შეუძლიათ ხვალ კარგ გუნდებში ამოყონ თავი, წარმატებები და ისევ წარმატებები ჩვენს ბიჭებს
ეჰჰ
28 ივნისი 2023 00:16
1
ახლა სადაა ის ამება კატეგორია, ამ ბიჭებს უნდობლობას რომ უცხადებდა და ხვიჩას (განსაკუთრებით!) და ჟორჟს ლანძღავდა, წასაგებად გაგვწირესო! იმედია, სოროებში იმალებიან და იქვე ქოთდებიან. ;) წარმატებები ბიჭებო! ეს ერთი და სხვა მრავალი. :)
რატი
27 ივნისი 2023 23:20
16
ბოდალა ღრუსოვ, ძაან აგეწვა? :))) იკითხე და დაიბოღმე, შენ საფიცარ რაშისტანს მუდამ წუმპეში ნახავ. :))))))
რატი
28 ივნისი 2023 03:13
5
პატრიოტი შრატი მოწოდების სიმაღლეზეა.
Odala
28 ივნისი 2023 00:12
14
აბა რაააა ეეე მასეეე
ანჯლოკო
27 ივნისი 2023 23:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული