U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
აბა რაააა ეეე მასეეე
ანჯლოკო
27 ივნისი 2023 23:17
1
ბიჭოო, დღეს მაინც როგორ ახერხებთ ბოღმა, დამრიგებლური ან პოლიტიკური კომენტარების კეთებას? ბიჭებმა სასწაული მოახდინეს. გაიხარეთ უბრალოდ რაა.
გიორგიპირველი
27 ივნისი 2023 23:15
1
ვულოცავ მთელ ქვეყანას.
ამ თამაშშიც კი გამოჩნდა რომ ბევრი სამუშაოა. და ეს არი გლობალური მოქმედების აუცილებლობა.
აჩვენა ამ 3 მა თამაშმა რომ ქართული ფეხბურთი უკან მიჩანჩალებს ევროპას.
ჩვენი გუნდი ვერაფერა უპირისპირებდა მოწინააღმდეგის ტემპს. პრესინგს და საფეხბურთო ინტელექტს.
გავედიდ მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეების ინდივიდუალიზმით.
ასე რომ ვისაც ეხება ეს ამ პრობლემას უნდა მიხედოს :)
Las
27 ივნისი 2023 23:12
36
როგორც იქნა გამოიკვეთა ჩვენი დაცვითი ხაზი მომავლისთვის. გადაბერებული ჯგროს ნაცვლად
gia
27 ივნისი 2023 23:10
6
ბურთის ღორობა ცუდია, ხშირად ხდება ხოლმე გუნდში. პასის კულტურაც დასახვეწია მაგარი. დანარჩენი კი ჯილკა და მონდომება კარგია და გიჟურია. გაიხარეთ და გაგვახარეთ. დიდი მადლობა............
სიმართლე
27 ივნისი 2023 23:05
3
გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ემიგრანტებს ვინც ჩემსავით ხარობდა ტელევიზორთან. მადლობა ბიჭებო თავდადებისთვის და ქართველი ხალხის გახარებისთვის. საქართველოს გაუმარჯოს
Fratelini
27 ივნისი 2023 23:00
1
გადადექი ჰოლანდიის მწვრᲗნელო!ბაქიბუქობდი და წაი ახლა კუტა სახლᲨი არავის განსჯას არ ვაპირებ,მაგრამ კვარა და მიქაუტაᲫე,რომ ყოფილიყვნენ მაგარი იქნებოდა არაუᲨავს ორივეს წარმატებები,სასწაული მოახდინეს ბიᲭებმა,ყოᲩაᲦ სვანაᲫეს ა კაცი,სცოდნიაᲗ ქარᲗველებს მწვრᲗნელობა?მᲗლიანად გუნდმა იᲗამაᲨა კარგად,ზურიკომ ხომ დაგლიჯა,გილოცავᲗ ყველას,გაიხარეᲗ.
გადადექი
27 ივნისი 2023 22:57
2
ბიჭებს ქება და ქება.რომ იტყვიან იბრძოლეს, ჯიგარი დადეს მოედანზე.მაგრამ მეოდხედფინალში ასეთი სუსტი ფიზიკური კონდიციებით, სისწრაფითა და პასის კულტურით მართლა საშინლად ძნელი იქნება მეტოქის დამარცხება.მთელი 90 წუთი ყრუ დაცვაში ხომ ვერ ვიქნებით.ჰოლანდიასთან ბედი ჩვენს მხარეს იყო.
KOSTAKURTA
27 ივნისი 2023 22:57
2
კვარა ამპარტავანიიი. რატომ არ დაეხმარა ბიჭებს. მადლობა ზურიკო
გურჯი
27 ივნისი 2023 22:56
63
კვარას ამპარტავნობა სად ნახე შე არასწორო?
დათო
28 ივნისი 2023 12:01
1
Gurji she farchako kvaraze wer ampartavania rato ar dagvexmarao DA mere wer chemi azri gamovxateo,,eg azris gamoxatva ar Ari she ujisho,,shennairi mzeebi yoveltvis romelime fexburtelze cudis satqmelad wert aq komentarebs,,erti adgilic ar gaqvt ro tqveni sityvebi logikurad axsnat
Gel-100
28 ივნისი 2023 08:36
1
ყველა გამოხმაურება
ეს გოლი ზუკას ნაპოლის მაისურით რომ გაეტანა მერე გენახათ ნეაპოლის გამომზევება)))
გიუშა
27 ივნისი 2023 22:54
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული