U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე
დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.

თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

მკითხველის კომენტარები / 106 /
ისე, ხომ დადგება ნანატრი დრო, როდესაც სრულიად ქართველი რასისტები დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით. მაგალითად ამ კომენტარებში მონაწილე რასისტების და კიდევ ამ კომენტარების გამშვები რედაქციის თამადობით. ამერიკებში არ ვყოფილვარ, მაგრამ მგონი იქ ძვირი დაჯდებოდა ეს ამბავი.
მაგარი შედეგია ბიჭების. ძალიან მიხარია
27 ივნისი 2023 22:50
20
ხვიჩა კვარაცხელია რომ იყოს, ბევრად მეტი შანსები გვექნებოდა მეოთხედფინალში. მომკალით და ვერ ვიგებ - რატომ თქვა უარი თამაშზე. დიდი ფეხბურთელია და დიდ პატიცს ვცემ, მარა ვერ ვხვდები- მაინც თბილისშია ადამიანი. ხან სად დაინახეს და ხან - სად. მაპატიეთ ხვიჩას თაყვანისმცემლებმა, ბოდიშს გიხდით.
ბადრი ჯაფარიძე
27 ივნისი 2023 22:46
17
ტიტანიკ, რას იძაბები, ჩაიდანი არ ვიცი, მარა ორთქლი ნაღდად შენ გაქვს გამოსაშვები ძამი.
ბადრი ჯაფარიძე
28 ივნისი 2023 09:04
1
ჰაალანდიც არ მონაწილეობს და ჩარჩა ნორვეგია ჯგუფში. ხვიჩა და ჰალანდი, 2 კაცი რო გეტყვის ჩაინიკი ხარო ყურებიდან ბოლი უნდა გამოუშვა
Tarantino
27 ივნისი 2023 22:58
12
ყველა გამოხმაურება
ჰოლანდიის მწვრთნელს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს ტულპანების სათბურში დარაჯად
Levani
27 ივნისი 2023 22:43
4
ეჭვიც არ მეპარებოდა რო გავიდოდით,ვინერვიულეთ მაგრამ გავედით...უკრაინის,რუსეთის და ამერიკის დამქაშებო გასკდით გულზე...თქვენი დ.დ.დ. სათითაოდ ამ ბიჭებმა ჩაგიდეს...
ზორო
27 ივნისი 2023 22:39
39
გაუმარჯოს საქართველოს მუდამ. მაგრამ თუ შტატებს გულისხმობ მეგობრებში ისინი ნაღდად არ არიან ჩვენი მეგობრები(უფრო პატრონად მოაქვთ თავი) ისევე როგორც რუსეთი. რუსები ომით გვიპყრობენ ხოლო იანკები ფულით ასე რომ გავარტყი ერთსაც და მეორესაც.
ლევანს
28 ივნისი 2023 08:36
0
გულზე რუსეთუმეები გასკდით.
გიორგი
27 ივნისი 2023 22:55
3
ყველა გამოხმაურება
"ჯადოქარმა"ისევ გაიტანა, როგორც კვიპროსთან მატჩში! საცოდავობა იქნება ამ ბიჭებმა ნახევარფინალი, რომ არ ითამაშონ!
მწრთვნელი
27 ივნისი 2023 22:36
0
გილოცააააავთ!
ეს ხომ სასწაულია?
სიკვდილის ჯგუფიაო, პირველ ადგილზე კი ვინარის?
ზოგს არ მოეწონა, პასი არ იციანო, ესაო, ისაო, მაგრამ მე ყველაფერი მომეწონა, ყოჩაღ ბიჭებო, ყოჩაღ სვანაძე. დალაგებული, განსწავლული გუნდი იყო ჩვენს წინაშე, ზუსტად რომ იცოდნენ, როდის რა უნდა ექნათ. გილოცავთ!
დიდება საქართველოს!
ლევანი
27 ივნისი 2023 22:34
1
მოკლედ, სამი მატჩი წაუგებლად და ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა შემთხვევითი ყოფილა, იმდენი შენ .....
ჟორა გაბრიჭიძეს
27 ივნისი 2023 22:32
3
გილოცავთ ყველას! დიდი მადლობა ბიჭებს და სმწვრთნელო სტაფს.
ერთი მოგება კიდევ გვინდა რადგან 1/2 ფინალში გასვა დიდი ალბათობით ოლიმპიადის საგზურს გვარგუნებს. რადგან ერთ ერთი ინგლისი ან საფრანგეთი მაინც გავა 1/2 ფილანში, ეს კი ჩვენთვის ოლიპმიადის საგზური იქნება. საფრანგეთი მასპინძელია და ინგლისი როგორც ბრიტანეთი ისე გამოდიან ოლიადაზე.
G.LA
27 ივნისი 2023 22:31
1
ყოჩაღ ბიჭებს, თავი დადეს და ბოლომდე იბრძოლეს! უნდა ითქვას, რომ ჰოლანდიას კლასი ეტყობოდა აშკარად. მაგრამ ეს ის შემთხვევაა როცა თავდადება უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
gogi
27 ივნისი 2023 22:30
0
აეეეეეეეეეე თქვენ გენაცვალეთთთ. შეგვძლებია ფეხბურთის თამაში ესეიგი. გახარებული ვარ გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ელგუჯა ქართველი
27 ივნისი 2023 22:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული