ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი 1:1 დასრულდა და ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და ტეილორის ორჯერ თავით დარტყმული ბურთი ორივეჯერ ძელს მოხვდა. საქართველოს ნაკრებს შეტევების განხორციელება უჭირდა, თუმცა სადღაც მე-15 წუთზე თამაშის გათანაბრება და მეტოქის ნახევარზე აწევა შეძლო. შემდეგ ეკელენკამპს გატანა მეკარე მამარდაშვილმა არ დაანება. შეხვედრა რამდენჯერმე გაჩერდა - მოედანზე ძაღლის შერბენის და ფეხბურთელთა მცირე ტრავმების გამო. 43-ე წუთზე კი დავითაშვილმა ბრწყინვალე დრიბლინგის მერე ჩვენი გუნდი დააწინაურა. სამწუხაროდ, მეექვსე დამატებულ წუთზე ტეილორმა გაგვიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
მეორე ტაიმიც ნიდერლანდელების შეტევებით დაიწყო, ტეილორს ახლო მანძილიდან დარტყმული მცველებმა დაუბლოკეს. ჩვენი გუნდი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა, რომლებსაც გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს. მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა, დაწოლა გააძლიერა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში ვიზავის მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთს გოჩოლეიშვილი დაეუფლა, მაგრამ შორიდან ცარიელ კარში გატანა ვერ შეძლო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრები 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ მეოთხედფინალში იმ გუნდს შეხვდება, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.
თბილისი. „დინამო არენა“. 43 043 მაყურებელი
საქართველო - ნიდერლანდები 1:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (43), 1:1 ტეილორი (45+6)
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, საზონოვი, ლომინაძე (გაგნიძე 46), მექვაბიშვილი, დავითაშვილი (ო. მამაგეიშვილი 90+2), წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), აზაროვი, გაგუა (გულიაშვილი 79)

ამ თამაშშიც კი გამოჩნდა რომ ბევრი სამუშაოა. და ეს არი გლობალური მოქმედების აუცილებლობა.
აჩვენა ამ 3 მა თამაშმა რომ ქართული ფეხბურთი უკან მიჩანჩალებს ევროპას.
ჩვენი გუნდი ვერაფერა უპირისპირებდა მოწინააღმდეგის ტემპს. პრესინგს და საფეხბურთო ინტელექტს.
გავედიდ მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეების ინდივიდუალიზმით.
ასე რომ ვისაც ეხება ეს ამ პრობლემას უნდა მიხედოს :)