U21. დასწრების ახალი რეკორდი და მომავალი მატჩიც "დინამო არენაზე"

AutoSharing Option
როგორც იცით, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოსა და ბელგიის შეხვედრაზე 21-წლამდელთა ევროპირველობებზე მაყურებელთა დასწრების რეკორდი დაფიქსირდა - "დინამო არენაზე" თამაშზე 41 887 მაყურებელი იყო. მესამე ტურში ნიდერლანდებთან შეხვედრაში კი რეკორდი გაუმჯობესდა - 43 043.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ჩვენი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩსაც "დინამო არენაზე" გამართავს:

"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და ბილეთებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო 2023 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, რომელიც შაბათს, 1-ელ ივლისს, თბილისში, მესხის სტადიონზე იყო დაგეგმილი, თბილისში,
პაიჭაძის სტადიონზე შედგება. შეხვედრა 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა under21tickets.ge-ზე ოთხშაბათს, 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება. პირები, რომლებსაც მესხის სტადიონზე დაგეგმილი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთი წინასწარ ჰქონდათ შეძენილი, თამაშამდე ერთი დღით ადრე – 30 ივნისს, იმავე კატეგორიის განახლებულ ბილეთს SMS-ით და TKT.GE-ის პირად ანგარიშზე მიიღებენ".

მკითხველის კომენტარები / 14 /
სად დაიკარგა 10000 ბილეთიანი მაყურებელი? გადამყიდველები არიან ქართული ფეხბურთის მესაფლავეები, ვაჭრუკანა ხალხი, რომელთაც არანაირი არც სიყვარული და არც პატივისცემა არ გააჩნიათ ხალხისა და ქვეყნის მიმართ, რა თვალით უნდა შეხედოს თავის შვილს ან ოჯახის წევრს, მეგობრებს, რომ გასყიდი ბილეთები დარჩა იმიტომ, რომ თავის სიხარბეს ვერ სძლია, საზიზღრობაა ასეთი ქმედება
ზვიადი
13:57 28-06-2023
0
მეგობრებო, ერთი რამ მაინტერესებს. თეორიულად შესაძლებელია რომ კვარამ და მიქაუტაძემ შემდეგი თამაში ითამაშონ? თუ აღარ არიან განაცხადში?
ალექსა
11:36 28-06-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული