U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
სრულიად ვეთანხმები იმ კომენტარების ავტორებს, ვინც მოწინააღმდეგის დაფასებისკენ მოუწოდებს. ეს აუცილებელია. ჩვენი შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია. წარმატებები ნაკრებს!
რატი
29 ივნისი 2023 01:07
0
ისრაელის 10 ნომერს პერსონალურად უნდა მივიჩნიოთ ვინმე, ფეხი არ უნდა გავანძრევინოთ გუნდი მაგაზეა აწყობილი - იმედია ჩვენები გაითვალისწინებენ!
ბოჩოლიკაშვილი შალვა
28 ივნისი 2023 22:33
1
და პენალტებამდე არ მივიყვანოთ საქმე. მაგათმა მეკარემ ბოლო 6 დან 5 აიღო, მათ შორის გულიაშვილის ნოემბერში, 1-2 რომ წავაგეთ გორში.
დიდგორელი
28 ივნისი 2023 22:44
0
მასე პორტუგალიასთან 1:4 წავაგეთ...
მოდუნება არ გვმართებს და ბურთის კონტროლი და სწორი გადაცემებია ჩვენი აქილევსის ქუსლი და ეს კომპონენტი გამოსასწორებელია
ლაშა
28 ივნისი 2023 23:14
0
დროზე შეიძინეთ ბილეთები!
თორემ ებრაელები და აქაური გადამყოდველები გვაჯობებენ და ..... ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოგვიწ3ვს თამაში
იასირ არაფატი
28 ივნისი 2023 23:20
6
სადღაა ბილეთები
კოლა
28 ივნისი 2023 23:57
1
ჰორიზონზე ჩანა ევროპის ნახევარ ფინალი საკუთარ თავს უნდა გადაახტეთ და ისრაელს მოუგოთ თუ 10 ნომერს გამოთიშავთ წასულია მაგათი საქ,ე.
dato
28 ივნისი 2023 23:08
2
მექვაბიშვილმა უნდა იკისროს ეგ საქმე.
ტტტ
29 ივნისი 2023 00:18
1
ჩვენ ვეთამაშეთ პორტუგალიას, რომელსაც ნიდერლანდებთან და იმავე ბელგიასთან უფრო გაუადვილდა თამაში, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ისრაელი სრულიად სხვაგვარი საფეხბურთო სტილის მიმდევარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სუსტია!
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ და ტოლ-სწორად უნდა ვითამაშოთ მათთან, ვინაიდან მათთან უფრო ადვილად გამოგვივა თამაში, ვიდრე ნიდერლანდებთან ან ბელგიასთან, ამ ერთნაირი სტილის გუნდებთან გვქონდა, მაგრამ ვიმეორებ, ფეხბურთში მოდუნება არ შეიძლება!
ლაშა
28 ივნისი 2023 22:58
0
სერიოზულად უნდა მივუდქეთ არვართ ფავორიტები თანაბარ თამაშს ველოდები ერთი ნაბიჯია დარჩენილი!! ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ ძალიან უხერხული გუნდია ძალიან
beqa
28 ივნისი 2023 22:56
1
მოვიგეფთ თუ ისევ მგლებივით ვითამაშებთ.აბა მგლებო ითამაშეთ ლომებივით.
დათო
28 ივნისი 2023 22:56
0
მაგარი უაზრობაა,შვეიცარია -3(5-8),იტალია-1(4-5),თან იტალიამ მოუგო შვეიცარიას და ვერ გავიდა, უსამართლობაა. არა იტალია არ მეხატება გულზე,მაგრამ მაინც.
Mr.kostaia
29 ივნისი 2023 00:49
2
მანდ მაგარი უცნაური ამბავი ტრიალებს, იტალიამ მოუგო შვეიცარიას მარა მესმეზეა მაინც.. თუმცა იტალია რო გასულიყო უსანართლობა იქნებოდა იმიტო რო იტალიას ნორვეგიამ მოუგო, თუმცა ნორვეგიაც ვერ გავიდოდა იმიტო რო შვეიცარიამ მოუგო )))))))) მარა შვეიცარია მაინც ვისთანაა ვერ გავიგე:-/
რა მაფიაა?
29 ივნისი 2023 02:17
1
ესპანეთი მაინც გამოაგდებს ამათ,ასე რომ არაა პრობლემა.იმაში კი გეთანხმები,რომ ესპანეთი-იტალია უფრო კარგი თამაში იქნებოდა.
მეზღვაური
29 ივნისი 2023 12:07
0
დადეთ რა ნოემბრის მატჩის ანალიზი ისრაელთან 1-2 რომ წავაგეთ.
რომ სწორი დასკვნები გამოიტანონ ჩვენებმა. სამწუხაროდ სუფთად მოგვიგეს თუმცა ეს ჩვენი შანსია რომ იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ!!!
დიდგორელი
28 ივნისი 2023 22:50
0
ქუთაიში ვინც ხართ ინგლისი პორტუგალიას ბილეთი მაქვს შემთხევით ავიღე და თუ ვინმეს გინდათ შემეხმიანეთ
გიორგი
29 ივნისი 2023 01:41
1
წადი თამაშზე და ინგლისს უგულშემატკივრე! თუ ინგლისი გავიდა ჩვენ ოლიმპიადაზე ვართ ავტომატურად….
Zaza
29 ივნისი 2023 10:21
0

სიახლეები პოპულარული