U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ისრაელთან, ჩვენს ბიჭებს მართებთ გაასმაგებული ყურადღების მოკრება, რადგანაც ზოგიერთებს გონიათ, რო ადვილი მეტოქე შეხვდათ, ნამდვილად არ არის ასე. პირიქით მეტოქე უნდა დააფასო და ისე უნდა გახვიდე მოედანზე სათამაშოდ. წარმატებები ბიჭებს!
გია
29 ივნისი 2023 11:01
0
რასაც ვუყურე მაინც ისრაელი მერჩივნა.ჩვენი სისუტე ჩაწიდებულ ბურთების განეიტრალებაა რაც ისრაელს კატასტროფულად არ გამოდის.ასევე ისრაელი არანაერი კომბინაციების მარაგი არააქ როგირც ჰოლანდიას და ბელგიას.თამაშობენ მოწინააღმდეგის შეცდომაზე.ჩვენი შტაბი კარგად შეისწავლის დარწმუბებული ვარ და
უფლის წყალობით ნახ ფინალი ჩვენია.
მოსეხონელი
29 ივნისი 2023 09:43
0
ძალიან მძიმე,და უხერხული მეტოქე შეგვხვდა, იმედია სვანაძე და შტაბი დეტალურათ გაშიფრავენ მათ თამაშს,ისრაელის რო მეშინია ისე ჰოლანდიის და ბელგიის არ მეშინოდა. ძალიან ვთხოვ ყველა ვეტერან ფეხბურთელს დვალიშვილს,და კიდევ სხვებს ვისაც ისრაელში უთამაშიათ და მწვრთვნელათ ყოფილან,დაუკავშირდით სვანაძეს და თქვენი რჩევები მიეცით. პირველი ივლისიდან ჩვენთვის ყველა თამაში 13 მაისია და იქნებ დინამოს მერე კიდევ შევძლოთ ერმა გახარება უფლის წყალობით..დიდება უფალს, დიდება ჩვენ გმირებს,
კახა
29 ივნისი 2023 08:44
0
ეს ჩვენი კომენტატორები რა ტრაგედიააა კიდე.
ტიპები რეპორტაჟი ისე დამთავრდა იძახდნენ იტალია მეოთხედ ფინალში გავიდაო.
ხომ არ მეშლება ასე იყო ნამდვილად...
ისე კი გამიკვირდა ტიპებს რომ არ უხაროდათ და გადავამოწმე მაინც :)))))
Lobotka
29 ივნისი 2023 08:21
0
გავიდეთ ნახევარფინალში გილოცავთ!!! ისრაელმა რა იცის ფეხბურთის თამაში.
გიორგი
29 ივნისი 2023 09:09
3

სიახლეები პოპულარული