U21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოსა და ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებები ნახევარფინალისტს გაარკვევენ. ემოციები ცოტათი დაცხრა და ახლა კიდევ უფრო სასიამოვნოა იმის გააზრება, ქართველმა 21-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი რომ დაძლიეს. რამაზ სვანაძის გუნდი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად გადატვირთულია, თუმცა, ამავდროულად, მათ ფსიქოლოგიური ბარიერები მოხსნილი აქვთ, დასახული მინიმალური მიზანი შეასრულეს, ეს კი ზოგჯერ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამ გზაზე პირველი მეტოქე ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებია. პლეი-ოფის ეტაპზე არც მათ ელოდნენ და ამ მხრივ, სიტუაცია მსგავსია. გაი ლუზონის ფეხბურთელებმა მოქმედ ჩემპიონ გერმანიის კრიზისით კარგად
ისარგებლეს. "უმცროსმა ჯვაროსნებმა" წარმატებას, ძირითადად, მეტოქისთვის ინიციატივის დათმობითა და მეორე ნომრად თამაშით მიაღწიეს. მათ დაპირისპირება ფავორიტებთან უწევდათ, ისრაელის ნაკრები კი თავადაა უპირველესად დაცვის გაძლიერებაზე მოფიქრალი გუნდი, თამაშობს 5 უკანახაზელით და მეტოქის შეცდომებს ელოდება. ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეებს ჩეხებთან აუცილებლად მოსაგები რომ ჰქონდათ, გარისკეს, შეუტიეს და მიზანსაც მიაღწიეს. შეგვიძლია ქართველების ბელგიასთან დაპირისპირების მეორე ტაიმზეც ვთქვათ, სადაც ჩვენმა გუნდმა წარმატებას იერიშებშიც მიაღწია. ამაში ემოციური მუხტისა და გულშემატკივრების როლიც დიდი იყო. მწვრთნელთა გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი იქნება, რომელი ეცდება ნაცად გზას გადაუხვიოს, ინიციატივას დაეუფლოს და იქნებ ამით გამარჯვებისკენ წავიდეს, ანაც მეტოქემ ისარგებლოს. იმ მატჩებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვაჩვენეთ, პლეი-ოფის ჩატარება იქნებ სხვა სტილის გუნდთან უფრო სასურველი იყო. შესაძლოა, ნიდერლანდები ან პორტუგალია უფრო ჟღერადია, თუმცა ისრაელის 20-წლამდელთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია დაამარცხა. ბრაზილიელთა კარში გოლის ავტორი, 18 წლის ანან ხალაილი, ახლა 21-წლამდელთა ნაკრებშია.

Sportall.Ge

ევროპირველობის მატჩებთან ერთად, რამაზ სვანაძეს მეტოქისთვის მოსამზადებლად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული მატჩიც აქვს, როცა ჩვენი გუნდი მათთან ამხანაგურ შეხვედრაში (1:2) დამარცხდა. ისრაელის ნაკრების ფეხბურთელებმა დროის მოკლე მონაკვეთში 2 სტანდარტული მდგომარეობა გოლად აქციეს და გვაფიქრებინებს, ამ კომპონენტში ახლაც ძლიერი უნდა იყვნენ, რადგან შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა. ხსენებულ შეხვედრაში გიორგი გულიაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ბოლოს კი გაბრიელ სიგუა მოედნიდან გააძევეს. ჩვენგან ერთადერთი გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა, რომელიც ახლაც გუნდშია, თუმცა ჯერ არ უთამაშია.

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობაზე რადიკალური საუბარი გაგვიჭირდება. ყველაზე უკეთ სამწვრთნელო შტაბმა იცის, ვინ რა ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება და ვინ არაა მზად, 90 წუთი ითამაშოს. მაინც ვივარაუდებთ, რომ საბა ხვადაგიანი მარჯვენა ფლანგს დაუბრუნდება, გიორგი გოჩოლეიშვილი კი შეტევაში ითამაშებს. სასტარტოში ლუკა გაგნიძეც უნდა ვნახოთ. გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოთა სკამიდან უფრო აქტიური ჩანს. გიორგი გაგუამ წინა მატჩებში ბევრი იბრძოლა, არაერთი დუელი მოიგო, გიორგი გულიაშვილის მის ნაცვლად ფორვარდად მოაზრება და შეტევის ახლებურად წარმართვა იქნებ ის მოულოდნელი ნაბიჯი იყოს, რომელიც გაამართლებს. როცა გაგუა ნიდერლანდელებთან ბურთს იღებდა, მასთან ახლოს თანაგუნდელები არ ჩნდებოდნენ, რადგან ჩვენი გუნდი საკმაოდ უკან იყო დაწეული. ახლა განსხვავებული სიტუაცია უნდა იყოს, ისე წარმატების მიღწევა რთული იქნება. ზემოთ ხსენებული ხორხელისა და მესამე მეკარე ყალიჩავას გარდა, კიდევ ორი ფეხბურთელია, რომელთაც ჩემპიონატზე ჯერ ერთი წუთიც არ უასპარეზიათ - "საბურთალოს" მცველები, ცოტნე კაპანაძე და ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა.

ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრებს გორში გამარჯვების შემდეგ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც ჩეხეთთან შეწყდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოწინააღმდეგის მონაწილეობით არცერთ მატჩში ერთ გუნდს 3 გოლი არ გაუტანია, რაც მათ სათამაშო ფილოსოფიაზე ბევრს გვეუბნება. დაცვით ფაზაში სვანაძის გუნდიც გამორჩეულია, აუგს ვერავისზე იტყვი, ხოლო რაც შეეხება ბურთის კონტროლს, შეტევებში მრავალფეროვნებასა და გოლების უფრო გუნდური მექანიზმით გატანას, ვნახოთ, ეს ახლა როგორ გამოგვივა. ზურიკო დავითაშვილის შედევრი თვალებიდან ისევ არ ამოგვდის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო გოლადაც დასახელდეს.

Sportall.Ge

ფორმატის შესახებაც გეტყვით. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენი მეტოქე შესაძლია, ისევ პორტუგალიის ნაკრები იყოს, ანაც ინგლისის. რაც შეეხება ბადის მეორე (რუმინეთის) მხარეს, თუ აქეთ გერმანელები დაგვემშვიდობნენ, იქ ჯგუფური ეტაპი იტალიელებმა ვერ გადალახეს. ესპანეთი - შვეიცარიასთან, საფრანგეთი კი უკრაინასთან ფავორიტად ითვლება, თუმცა, დაველოდოთ. თუკი ნახევარფინალში როგორც ინგლისელები, ასევე ფრანგები გავლენ, 2024 წლის ოლიმპიადის მესამე საგზური საუკეთესო მეოთხედფინალისტებს შორის გათამაშდება; თუ ფინალში გადასასვლელ მატჩში ვერცერთს ვიხილავთ, მაშინ ოლიმპიადის საგზურისთვის ნახევარფინალში დამარცხებულები იბრძოლებენ.

მოგეხსენებათ, დიდი ინტერესის გამო ისრაელთან დაპირისპირება "დინამო არენაზე" ჩატარდება, გულშემატკივრები კი უკვე იმაზე მსჯელობენ, ნახევარფინალსა და ფინალში "ბათუმი არენის" ტევადობა რამდენად საკმარისი იქნება. ეს კი ნდობას და რწმენას ნიშნავს იმის, რომ ჩვენი ნაკრები უკვე ჩემპიონიც კი წარმოგვიდგენია.

მიდით, ბიჭებო!..

altU21. ჩვენი მეტოქე ისრაელი - გავიხსენოთ გორში წაგებული მატჩი [VIDEO]

alt"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

altრამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

მკითხველის კომენტარები / 45 /
სადამდეც გაგვიმართლა იმის კმაყოფილი იყავით, აწი შეეგუეთ რომ ჩვენი თამაშის ხარისხი არის სამიანზე, ისიც სამადლო სამიანი. ის სუსლიკი ხომ საერთოდ ფეხბურთის გაგებაში არაა არადა გმირს გახდიან, მე ამას ვატყობ. სუსლიკ სურიკო დე შვლიპინაზე ვამბობ... ვითამ გმირია ბიჭო?
კ ო მ ბ ლ ე
29 ივნისი 2023 18:47
118
ჯერ აზერული კომბალი გამოიძრე ერთი ადგილიდან და მერე ილაპარაკე ქართულ ფეხბურთზე
კომბლეჯან-ს
01 ივლისი 2023 01:28
0
მოგენატრა კომბალი სრა.კ.ში?
mirosan
01 ივლისი 2023 00:54
0
ყველა გამოხმაურება
მოეშვით ჟურნალისტები ამ პროფესორობას.ნუ ითარსებით რააა.
გიორგი
29 ივნისი 2023 17:20
2
ფინალში ვთამაშობთ ინგლისთან და ვიგებთ.
Ucxo
29 ივნისი 2023 16:48
19
ინგლისს ნახევარფინალში ვხვდებით.
ავთო
29 ივნისი 2023 23:57
0
ხვადაგიანი დაცვაში-სარისკოა რადგან მოუხეშავია,ბურთს ხშირად კარგადვა.მისი გაბარიტსი განაპირა მცველი-მაღალი--ცოტა შეუფერებელია ფლანგზე.ნახევარდაცვა უფრო მეომარი და მობილური გვინდა-გაგუასთანაც ახლოს იქნებიან და ბურთსაც დაიჭერენ.ახლა უკვე პენალტების ვარიანტზეც უნდა ვიფიქროთ და ბურთიწ დაწერას და პენალტის დამრტყმელებს უკვე მნიშვნელობა აქვს
მიმინო
29 ივნისი 2023 16:25
0
თუ მხოლოდ ანგარიშების გაგება გსურთ, ფლეშსკორი გადმოწერეთ. ახსნილია ჩვენი გუნდის სიტუაცია, მეტოქის დადებითი და უარყოფითი მხარეების,მატჩის შესაძლო სცენარი, წინა შეხვედრის გამოცდილება, ცოტა მოტივაციაცაა მიცემული და რა არ მოგწონთ?
T q-ს
29 ივნისი 2023 16:10
0
ნიკა ხორხელს რატომ არ ათამაშებს?
კირკიტა
29 ივნისი 2023 15:54
12
უკეთესები ყავს და იმიტო
გიორგი
29 ივნისი 2023 17:46
1
წავაგებთ! არაა საჭირო ყოველი თამაშის მერე ამდენი ემოციების ხარჯვა გეგონება ჩემპინები გავხდით ეგ გვღუპავს კონცენტრაციაა საჭირო
ეხლა დაცლილია გუნდი
rembo
29 ივნისი 2023 15:45
38
მე მომწონდა როცა ჯგუფური ეტაპის თამაშებზე იწერებოდა სტატიები შედეგებსა და მწვრთნელების პრესკომფერენციებზე მხოლოდ თამაშის შემდეგ ფეხბურთელების კომენტარებზე და არაფერი სხვა ზედმეტზე და მიხაროდა რომ გულშემატკივარმაც და ჟურნალისტმაც ისწავლა როგორ არ ჩავარდეს ეიფორიაში და მეთქი როგორც იქნა წინასწარ განჭვრეტასა და ტრაბახს გადავეჩვიეთ მეთქი და მთელი ჯგუფური ეტაპის განმავლობაში სიმშვიდე და კონცენტრირება იყო კონკრეტულ თამაშებზე ნუ დაგვავიწყდება რომ სტატიებსა და კომენტარებს ჩვენი ფეხბურთელებიც ეცნობიან და ეს ემოცია მათზეც გადადის ამიტომ არ გვინდა ასეთი სათაურის და შინაარსის სტატიები ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე ეს მნიშვნელოვანია ყველამ კარგად ვიცით ჩვენც, ჟურნალისტებმაც და ფეხბურთელებმაც ამიტომ მთელი კონცენტრაცია მომდევნო თამაშზე მხოლოდ, ზედმეტი განხილვების გარეშე. სწორი მიდგომითა და ზედმეტი ემოციურობის გარეშე მჯერა წარმატებას მივაღწევთ!
T.q
29 ივნისი 2023 14:36
2
სავსე სტადიონი ჩვენი კოზირია, აი შეტევაში რომ გადადადიან ბიჭები და გულშემატკივრებისგან ზღვა მუხტი და ემოცია რომ მოდის. გავივლით ისრაელს
რაბუ
29 ივნისი 2023 14:13
0
შვეიცარია როგორ გავიდა მაინც ვერ გავიგე,3-3ქულა ქონდათ თან იტალიასთან წააგო და ბურტებითაც იტალიას უკეთესი შედეგი ქონდა,რაგაცა ალოგიკურია
Ioseb
29 ივნისი 2023 13:55
10
მღტო იტალიას და შვეიცარიას არ ჰქონდათ თანაბარი ქულები. ნორვეგიასაც მაგდენივე ქულა ჰქონდა. როცა სამ გუნდს ერთნაირი ქულები აქვს პირველ როგში თვლება ერთმანეთთან შედეგები. იტალიას შვეიცარიასთან ჰქონდა მოგებული, შვეიცარიას ნორვეგიასთან, ნორვეგიას იტალიასთან, ასე რომ ყველას 3-3 ქულა ჰქონდათ. შემდეგში უპირატესობა ენიჭება ბურთების სხვაობებს ერთმანეთთან. ყველამ ერთი ბურთის სხვაობით მოიგო/წააგო, ასე რომ ყველას ბურთების სხვაობა ერთნაირი ჰქონდა. შემდეგ ენიჭება მნიშვნელობა ვის ააქვს გატანილი ყველაზე მეტი ბურთი ერთმანეთთან თამაშში.
შვეიცარიას 4, იტალიას 3, ნორვეგიას 2. და სწორედ ამიტომ განლაგდენ ამ თანმიმდევრობით.
იტალიას რომ 1-2 წაეგო (0-1 მაგივრად) მაშინ იტალიასაც 4 ბურთი ექნებოდა გატანილი. ნორვეგიას 3. ასე რომ შვეიცარია და იტალიას ნორვეგიასთან შედარებით უპირატესობა ექნებოდათ. მაშინ მიექცეოდა ყურადღება იტალია-შვეიცარიის შედეგს და იტალია გავიდოდა.
თუ მოხდებოდა ისე, რომ ყველა გუნდს ექნებოდათ თანაბარი გატანილი და გაშვებული ბურთები, აი ამ შემთხვევაში მიენიჭებოდა მნიშვნელობა ჯამურ გატანილ და გაშვებულ ბურთებს.
Losen-ს
30 ივნისი 2023 17:38
0
3 ქულა ვისაც ქონდა იმათთან ურთიერთშეხვედრწებში ბურთების ბალანსი უკეთესი ქონდა. მეტი გატანილი გოლი
Gio
29 ივნისი 2023 14:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული