U21. 1/4-ფინალის წინ - სვანაძე: "ძალები აღვიდგინეთ, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალის წინ, სადაც საქართველოს ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა გიორგი მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

რამაზ სვანაძე
: "რთულ თამაშს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალია და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია. პატივს ვცემთ ისრაელის ნაკრებს, მათი ასაკობრივი ნაკრებების პროგრესი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ვეცდებით, გულშემატკივრები გავახაროთ და შევინარჩუნოთ ის სულისკვეთება, რაც წინა მატჩებში გვქონდა.

მეოთხედფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება. ჩვენი მეტოქის გუნდურობა აღსანიშნავია. მათთან ამხანაგურ მატჩში დავმარცხდით, თუმცა ახლა აბსოლუტურად განსხვავებული მატჩი იქნება. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს. ვეცდებით, საკუთარი
კოზირები გამოვიყენოთ.

უმრავლესობა ამ რეჟიმში თამაშს მიუჩვეველია. აღსადგენად დრო გვქონდა და მზად ვართ, ახლა სრულად დავიხარჯოთ.

განწყობა პოზიტიურია. სხვანაირად არც შეიძლება იყოს. ტაქტიკური ცვლილებები ნებისმიერ თამაშშია, რასაც მეტოქიდან გამომდინარე ვახორციელებთ.

ყველა მატჩში გვიწევს დამტკიცება, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. დიდი ხანია, ჩვენი ფეხბურთის გარშემო ასეთი ერთიანობა არ მინახავს. ეს გუნდი პატივისცემას ერთიანობის გამო იმსახურებს. ჩვენი გუნდი მენტალურად ძლიერია.

გასათვალისწინებელია, რა ეპიზოდებში ვიღებთ ყვითელ ბარათებს. გვიწევდა ხშირად დაჯარიმება. ეს ფეხბურთის ნაწილია და კატასტროფა არაა.

მოისწრაფიშვილის აქ ყოფნა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად სასტარტოში იქნება. შემადგენლობას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით ვარჩევთ. ყველასთვის მთავარია ნაკრების წარმატება, მათ შორის, მათთვისაც, ვისაც ჯერ ერთი წუთითაც არ უთამაშია".

გიორგი მოისწრაფიშვილი: "ისრაელს ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა გამარჯვებისა და გულშემატკივრების გახარებისთვის ვიბრძოლებთ.

დასვენებისთვის მეტი დრო გვქონდა და ეს კარგად გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ბურთით უფრო მეტად ჩვენ ვიქნებით და მეტ შეტევას განვახორციელებთ.

ბიჭები კარგ განწყობაზე ვართ და ვემზადებით. სავსე "დინამო არენა" ჩვენთვის დიდი ძალაა".

altU21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

მკითხველის კომენტარები / 19 /
აღდგენა თუ მართლა მოახერხეთ ძალიან კარგი თამაშის მომსწრე გავხდებით და ნახევარფინალში გასვლა კანონზომიერად ჩაითვლება
1.2.3.4.5.6.
30 ივნისი 2023 16:33
0
ისრაელმაც და ჩვენც ფაქტიურად ყველა თამაში მეორე ნომრად ვითამაშეთ,ისრაელი ეხლაც იგივეს შეეცდება, ჩვენ სხანაირად მოგვიწევს გადაწყობა, რაც რისკებთანაა დაკავშირებული. მოკლეთ მაგარი ნერვულობა გველოდება
ბეშკა
30 ივნისი 2023 16:29
1
წარმატებები ბიჭებო!
დიდება საქართველოს!
ლევანი
30 ივნისი 2023 15:28
0
ამ ნაკრებმა ვასილ მაისურაძის U17 გამახსენა,მაშინაც იმ ბიჭებმა დიდი სიხარული მიანიჭეს ხალხს!!!!!!
ირაკლი
30 ივნისი 2023 15:08
0
მაგ გუნდიდან არიან,კაკაბაძე აბურჯანია,დვალი,პაპუნაშვილი,მათე ცინცაძე,გიორგი ჭანტურია
odala s
30 ივნისი 2023 21:54
0
სად არიან ახლა ის ბიჭები? მგონი გერმანიასთან ცოტა დაგვაკლდა ნახევარ ფინალში. მგონი ჭანტურია იყო კაპიტანი, 2 ყვითელი რომ მიიღო უაზროდ. ქართველებს ეგონათ დაგვჩაგრესო, მაგრამ იყო ორივე ყვითელი.
odala
30 ივნისი 2023 19:01
3
მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე!!! წარმატება საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
30 ივნისი 2023 14:11
0
ბურთით უფრო მეტად ჩვენ ვიქნებით და მეტ შეტევას განვახორციელებთო, რომ ამბობს მოისწრაფიშვილი, არ მომწონს. ბელგიასთან ვცადეთ ფეხბურთის თამაში და მაშინვე გამოჩნდა, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის. 2 გაგვიტანეს და 1-2 კიდევ უნდა გაეტანათ. მეორე ნომრად თამაში უფროა ჩვენი კოზირი, თუნდაც ისრაელი იყოს. არა, მე კი მირჩევნია ჩვენ შევუტიოთ, მაგრამ არ მგონი გამართლებული ჩვენი ძალებიდან გამომდინარე.
odala
30 ივნისი 2023 14:11
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული