U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, სასტარტოში ლომინაძის ნაცვლად გაგნიძე დააყენა. მეტოქე დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ტურგემანმა ვერ გაიტანა. ამას გარდა, ოთხჯერ შორიდან უშედეგოდ სცადეს კარის დალაშქვრა. ქართველ ფეხბურთელებს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდათ. სტუმრებმა კი კიდევ ერთი მომენტი შექმნეს, როდესაც გლუხის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, გამოსვლაზე მეკარე პერეცის შეცდომის შემდეგ მექვაბიშვილმა კარში დაარტყა, მაგრამ
ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ისრაელს ისევ მიეცა შანსი - ერთი ერთზე გასულ ტურგემანს მამარდაშვილმა არ დაანება გატანა, მერე კი ბურთი ძელს მოხვდა. აქედან მოყოლებული უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა, წიტაიშვილის სწრაფმა დრიბლინგმა შედეგი არ გამოიღო. სტუმრებმა სახიფათო კონტრიერიშებით გვიპასუხეს და კიდევ ორჯერ გადაგვარჩინა მეკარემ. თამაში უკვე მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ვიზავი ჩვენს გუნდს წნეხის ქვეშ ჰყავდა, თუმცა რეალური მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. კარგად შევიდა შცვლაზე მოისწრაფიშვილი, რომლის ჩაწოდებული ბურთი გაგუამ კარს ააცილა, ბოლოს გაგუას მიერ ზედ საჯარიმოს ხაზთან მოპოვებული საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა, ძირითად დროში გოლი არ გავიდა და ექსტრა-ტაიმები დაინიშნა.

თამაშის სურათი ექსტრა ტაიმებშიც არ შეიცვალა, სვანაძის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე გაგუამ მეურვეს დაასწრო, მაგრამ კარში ვერ გადაგზავნა. მეორე დამატებულ ტაიმში საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, სტუმრებმა თავდაცვა შეძლეს, პენალტების სერიაში კი 4:2 იმარჯვეს.

თბილისი. „დინამო არენა“. 44 338 მაყურებელი
საქართველო - ისრაელი 0:0 (პენ 2:4)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, კალანდაძე, გელაშვილი (ხვადაგიანი 46), საზონოვი, გაგნიძე (გულიაშვილი 97), მექვაბიშვილი, დავითაშვილი, წიტაიშვილი (მოისწრაფიშვილი 70), აზაროვი, გაგუა

მკითხველის კომენტარები / 278 /
ძირითადი რომ დამთავრდა მიხაროდა ამდენი შეცვლა შეინახა და ამდენი დასვენებული ფეხბურთელი შემოვათქო. და არ მახსენდება ასეთ დამღლელ ტურნირზე 120 წუთი ათამაშო გუნდი და 3 ცვლილება დაგრჩეს ბოლო ათი წუთი სარბენად მაინც შემოყავთ. ვინმეს თუ ახსენდება ისტორიაში მწვთნელის ასეთი სვლა მეც გამახსენეთ ეგეთი თამაში. ბიჭებს კი მადლობა კიდევ ერთხელ და ათასჯერ.
Martali
02 ივლისი 2023 22:59
0
მადლობა ბიჭებს, ბოლომდე იბრძოლეს და დასაფასებელია. ისტორია დაწერეს და ვიამაყოთ ამით. აშკარაა მეტი შეგვეძლო და მაგიტომაცაა ასეთი გულის ტკივილი. მე ვფიქრობ ცოტა შემტევი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და გაგვერისკა ამდენი მაყურებლის თვალწინ. კი ყველას გული გვწყდება კარში ვერ მოარტყეს ბურთი მაგრამ წარმოიდგინეთ ბოლოს გაგუას მომენტი გოლად რომ ექცია რამხელა სიხარული იქნებოდა. რაც შეეხება კვარაცხელიას ენა როგორ გიბრუნდებათ ბიჭზე რაც ამხელა სიხარული გვაჩუქა ამ სეზონზე, აღარ ჩამოვთვლი მის მიღწეულ წარმატებებზე. პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას და ვუქომაგოთ ბოლომდე. მე მაინც მგონია ბოტები და ფეხბურთის უცოდინარი ხალხი აკრიტიკებს ჩვენი ფეხბურთის მარგალიტს
Fratelini
02 ივლისი 2023 21:59
8
აქ ზოგიერთები კომენტარებში ცდილობენ გამართლება მოუნახონ კვარაცხელიას და მიქაუტაძის გადაწყვეტილებას ზოგიერთები ამტყუნებენ შეიძლება მე ფეხბურთის დიდი პროფესიონალი მცოდნე არ ვიყო მაგრამ ქართველი ვარ და პირველ რიგში საქართველოს ნაკრებისა და ქართველის წარმატება მიხარია მაშინ თუ ის საქართველოს საკეთილდღეოდ ირჯება ბევრი ქართველი გულშემატკივრობდა ნაპოლის იმიტომ რომ იქ კვარაცხელია თამაშობს და კარგად თამაშობს მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი ის არის რომ საქართველოს კარგი ფეხბურთელი ეზრდება რომელმაც დღეს იქნება თუ მომავალში საქართველოს სახელი და ავტორიტეტი უნდა დაიცვას წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს როგორ ითამაშებს ნაპოლიში კვარა და ჩემპიონი გახდება თუ არა საქართველოს ქონდა შანსი რომ რაღაც მნიშვნელოვანისთვის მიეღწია თუნდაც ახალგაზრდებში აბა წარმოიდგინეთ ისრაელთან კვარა და მიქაუტაძე რო გვყოლოდა რა მოხდებოდა? ამიტომ ვერ გავამართლებ ვერც კვარას და ვერც მიქაუტაძეს და ვიტყვი რომ ალბათ თითონაც ნანობენ თავიანთ საქციელს
ზურა
02 ივლისი 2023 23:45
1
სამწუხაროდ გადამწყვეტ თამაშებს ვერ ვიგებთ. მენტალური პრობლემა გვაქვს.
ჩელენგერი
02 ივლისი 2023 21:52
1
სულ ამას ვამბობდი რომ შეუძლებელია საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრა მოიგოს, პიარით,კომენტატორების ბაქი-ბუქით და ემოციურ ფონზე რაღაც გამონათებერბი იქნება,მაგრამ გადამწყვეტი,აუცილებლად მოსაგები თამაშის მოგება გამორიცხულია.აი!!! გაგუა,ზურიკო და წიტა, მაგრები როგორ არიან ამიხსენით ,ან სხვა შემტევები 120 წუთის მანძილზე სტატისტიკურად კარში დარტყმა 0 რომ გექნება, რა ისრაელის ნაკრების გაძლებაზეა საუბარი. კიდევ, მამარდამ ბევრჯერ გაადაგვარჩინა,მაგრამ ამხელა ამბიციის მქონენე მეკარემ ერთი პერალტი მაინც უნდა მოიგერიოს-ეს საყვედურის გარეშე რა თქმა უნდა....სამწუხაროა,მაგრამ სულ ეს ვართ ფეხბურთში, შესარჩევში დიდი ალბათობით ტრადიციულ ბოლოდან მეორე ადგილზე გავალთ - ეხლა საკლუბო დონეზეც ჩავფლავდებით და მომავლის იმედის მორიგ წრეზე წავალთ.....სულ ბოლოს-კვარამ და მიქაუტაძემ დაახვიონ ერთად თავისი იტალიური-ფრანგული ტიტულები და......... ის იმედგაცრუებული სახეები რომ ენახათ გუშინ ქართველებისა, მაინტერესებს გაუძლებდა თუ არა ხვიჩას შუბლის ძარღვი-ალბად კი...
soso
02 ივლისი 2023 21:26
2
ანუ ხალხს ვუყურებ კომენტარებში (დიდი ალბათობით ეს ხალხი 30დან-50 წლამდე ხალხი იქნება მათი ტერმინებიდან გამომდიანარე)და ერთ ამბავში არიან იმის გამო რომ კვარამ და მიაქმ უარის თქვეს ნაკრებში თამაშიზე რაღაც მიზეზების გამო სწორედ ასეთი ვაი პატრიოტების გამო არის ეს ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში.ის კი არა და რომ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება კვარას ნაკრებიდან წასვლაზე როჟებმა მონაო და აგენტი მიწოდეს პრინციპში არ ჯობია მარტივად მომაკრა იარლიყი ვიდრე გაანალიზო ჩემო კომემტარი და აზრი გამოიტანო.აბა ახლა მიდით დისლაიქები მოაყარეთ ბლომას პოსტზე და რაც მთავარია მოღალატე აგენტი პუტინი და რუსეთუმეს დაძახება არ გადავიწყდეთ თქვენთვის ხომ ყველა ეგეთია თუ თქვენს მსოფლმხედველობაა არ ეთანხმება
დავითი 1121
02 ივლისი 2023 21:12
5
ძალიან გული მწყდება რო ვერ გავედით ოლიმპიადაზე, არადა რა შანსი გვქონდა..სამაგიეროთ ისლანდიამ ააცილა ბოლო ტყორცნა და აგვისტოს ველოდებით!!
ოცნების მოყვარული
02 ივლისი 2023 19:20
1
პენალტების გამაზვა ასეთ გადამწყვეტ მომენტში, არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ.არ ჩამოვთვლი რამდენ დიდ ფეხბურთელმა ვერ შეძლო გატანა პენალტების სერიაში,ყველამ იცის.ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს საქართველოსთვის და მათი გაკიცხვა არა მართებულია. მადლობა მათ თავდადებისთვის. ყველამ მის გულში ჩაიხედოს, თუ ვისი "დამსახურებაა" ჩვენი ნაკრების მარცხი. ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს მოღალატეობა დავწამოთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ღირსია იცოდეს ყველაფერი და მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო ნათქვამი რომ ხვიჩა და ჟორჟი იქნებოდნენ განაცხადში და თუ რატომ მოხდა შემდგომ ის რაც მოხდა. ქართველები ემოციურები ვართ,მაგრამ მალევე გადაგვივლის ხოლმე წყენაც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ხვიჩასაც და ჟორჟსაც.წარმატებები საქართველოს
Mr.kostaia
02 ივლისი 2023 17:43
1
პენალტების გამაზვა ასეთ გადამწყვეტ მომენტში, არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელი ხარ.არ ჩამოვთვლი რამდენ დიდ ფეხბურთელმა ვერ შეძლო გატანა პენალტების სერიაში,ყველამ იცის.ამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს საქართველოსთვის და მათი გაკიცხვა არა მართებულია. მადლობა მათ თავდადებისთვის. ყველამ მის გულში ჩაიხედოს, თუ ვისი "დამსახურებაა" ჩვენი ნაკრების მარცხი. ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს მოღალატეობა დავწამოთ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი ღირსია იცოდეს ყველაფერი და მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იყო ნათქვამი რომ ხვიჩა და ჟორჟი იქნებოდნენ განაცხადში და თუ რატომ მოხდა შემდგომ ის რაც მოხდა. ქართველები ემოციურები ვართ,მაგრამ მალევე გადაგვივლის ხოლმე წყენაც. ღმერთმა ხელი მოუმართოს ხვიჩასაც და ჟორჟსაც.წარმატებები საქართველოს
Mr.kostaia
02 ივლისი 2023 17:42
2
პენალტის დარტყმა როგორ არ უნდა შეგეძლოთ არ მესმის!
სადაა თქვენი პროფესიონალიზმი, მეტი უნდა მოსთხოვოთ საკუთარ თავს თუ გინდათ რომ გამარჯვებას მიაღწიოთ!
შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა არის დიდი გამარჯვებების აუცილებელი პირობა, მაგრამ არა საკმარისი!
გული არ გაიტეხოთ, გისურვებთ რომ გამარჯვებებით გაგეხარებინოთ ქართველი ერი !
SOS!!!
02 ივლისი 2023 17:03
6
კომენტარების წერას რა აზრი აქვს ახლა როცა ურემი გადაბრუნდა და გზა გამოჩნდა.
მიქაურაძეს და კვარაცხელიას ბოლო დამატებულ წუთში ეთამაშათ მოვიგებდით.და კიდო კარგად თამაშსს იმას უძახით კარში ბურთი არ დაგვირტყია 120 წუთის განმავლობაში.
აბდულა
02 ივლისი 2023 16:47
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული