ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, კომენტარი ისრაელის გუნდის მწვრთნელმა გაი ლუზონმა გააკეთა.

ლუზონის თქმით, ნახევარფინლში გასვლა დაიმსახურეს, პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექმნეს და შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შესვენებამდე შეეძლოთ, მეორე ტაიმში მეტოქე გაცილებით აგრესიული გახდა, თუმცა გაუძლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

რაც შეეხება პენალტების სერიას, ისრაელის ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ არ უნერვიულია, რამეთუ ეს მათი ძლიერი მხარეა.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ოლიმპიადაზე გასვლის შანსიც მინიმალურიღაა
უაზრო
02 ივლისი 2023 00:56
8
თბილისში ისრაელს რომ ვერ მოვუგეთ, ბუქარესტში უკრაინას დამარცხების არავითარი შანსი არ არსებობს!
რიგითი გულშემატკივარი
02 ივლისი 2023 14:02
4
ბიჭებმა მოინდომეს მაგრამ სამწუხაროდ მეტი არ შეგვიძლია, ძირითადად სუსტი ფიზიკის გამო, კოჭლობს დისციპლინა -სათამაშო მონახაზი და გადავდივართ ეპიზოდურად ინდივიდუალურ თამაშზე რაც მეტ შემთხვევაში შედეგის მომცემი არ არის, ხვიჩამ და გიორგიმაც სწორედ გათვალეს თავიანთი შესაძლებლობები და უარიც მაგიტომ თქვეს მეტწილად...თავის შერცხვენას განერიდნენ, მე ასე ვხედავ.... წინსვლა არის, მთავარია საშუალო ევროპულ დონეს აჩქარებულად მივუახლოვდეთ როგორც მაგ. ისრაელი. ფიზიკის მომატების შემთხვავში ამ ბიჭებს, ზოგიერთს უკვე ვისურვებდი ეროვნულში...
გუსანი
02 ივლისი 2023 12:49
1
გადავერთოდ რაგბიზე, იმედია უფრო მეტის მიღწევის რეალობა გვიდგას, წინ ბიჭებო!
გუსანი
02 ივლისი 2023 12:52
1
ასე უნდა მომხდარიყო გეგმით.მაგათი მწვრთნელისკომენტარებში ჩანდა.
პეტრე
04 ივლისი 2023 07:50
0
სიმართლეს ვეთანხმები. რომ ჩამოვთვალო ჩვენი გაუბედურებული ყოფის მიზეზები ტირილს დაიწყებთ.
არქიფო მეორე
02 ივლისი 2023 23:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული