რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

AutoSharing Option
ახალგაზრდული ევროპირველობის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ახლა საუბარი მიმძიმს. ვთვლი, რომ მეტს ვიმსახურებდით. ეს ბიჭები ქართული ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ, მენტალურად განსხვავებული თაობაა. მათი პროფესიონალიზმის მჯერა და მადლობაც გადავუხადე. გადაღლილობამაც იჩინა თავი. 10 დღეში 5 მატჩი ჩავატარეთ. შეტევაში მეტი სითამამე გვმართებდა და ეს პრობლემა იყო.

წიტაიშვილის შეცვლა? ტურნირის დაწყებამდე ითქვა, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში არ იყო. მან ტურნირი კარგად ჩაატარა და იმედია, კარგ კლუბში მოხვდება. ის მაღალი დონის მოთამაშეა.

პენალტების სერიისთვის ხუთეული წინასწარ
მყავდა შერჩეული, მაგრამ ერთია ვარჯიშზე გაკეთებული და მეორე, რაც მოედანზე მოხდება.

ჩვენ ამ დღეებში წარმოუდგენელი ერთიანობა ვიგრძენით და მინდა, ამისათვის გულშემატკივარს და მთელ ქვეყანას მადლობა გადავუხადო".

მკითხველის კომენტარები / 42 /
ბიჭები თავს ზემოთ ახტნენ და ამისთვის უღრმესი მადლობა. სამწვრთნელო შტაბიდან მეტ სითამამეს ვინატრწბდი. გაგუა აშკარად სუსტი იყო და შესაცვლელი იყო. ზურიკოც დაიღალა ბოლოს და შეცვლები ვაისივით არ ვამოვიყენეთ
ისრაელმა კი ლამის მეორე ნაკრები გამოიყვანა. კარში ვერ დავარტყით 1ე0 წუთის მანძილზე და ჯუუტად მივუყვებოდით მძიმე ფორვარდის სტილს. თან იმის ფონზე რომ ისრაელის დაცვა სისწრაფეებზე ეგრევე შეცდომებს უშვებდა. გულიაშვილი დავკარგეთ გაგნიძის ჩანაცვლებით. რავიცი კიდე რამდენი რამ. ხვადაგიანის შემოცვლის მერე დაცვა გამოსწორდა აშკარად. მამარდამ პენალტებზე უნდა იმუშაოს და იქნება ნ1 მსოფლიოში
1
ნეტა არ პრაფესორობდე რაა!
კარში არ დაგირტყიატ, ძუნძულის მეტს არაფერს აკეთებდით და რის მენტალიტეტზე ლაპარაკობ, ან რომელ მომავლის თაობაა? მოგება თუ გინდა კარში მაინც დაარტყი, იქნებ ხელიდან გაუვარდეს მეკარეს და შემთხვევითი გოლი გავიდეს, მაგრამ არა,
სვანიძე! განა რა დაარიგე ისეთი ბურთი საზამთრო რომ ეგონათ ააა? ჰმ, მეტს ვიმსახურებდითო? რომ არ გაგინებ იმას არ ნიშნავს რომ გინება არ ვიცი დაახლოებით იგივეს ამბობ შენც.მარა უკუღმა...
კ ო მ ბ ლ ე
01:48 02-07-2023
30
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული