სასიამოვნო
გამარჯვებას რამხელა ძალა ჰქონდა, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, ამაზე დეტალურად გვეწერა და აღარ გავიმეორებთ. არაა 21-წლამდელთა ტურნირი უკვე შემდგარი ვარსკვლავების ასპარეზი, ეს ასე რთულად გასაგებია?! სხვებს ტიტული არ "სწყურიათო". კარგი, დაგეთანხმებით ამ მსჯელობაში, თუმცა რატომ არაა "მოწყურებული" ნორვეგიის ნაკრები, რომლის რიგებშიც ერლინ ჰოლანი არ ყოფილა?! ყველას გაქვთ უფლება, კვარაცხელია გააკრიტიკოთ, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს!..
მატჩის შესახებ საუბარი, იმის თქმა, თუ რა შეიძლებოდა უკეთ, სად იქნა შეცდომები დაშვებული, რა იყო შესაცვლელი მწვრთნელის მხრიდან და ა.შ. რთული არაა, თუმცა დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, ეს გუნდი კი ერთად აღარასდროს ითამაშებს, ასაკობრივი ნაკრების ხვედრი ხომ ესაა. უფრო მასშტაბური ასპექტები უნდა გამოვყოთ.
როგორც უნდა გვეყურებინა საშინაო ევროსთვის, ამ ტურნირის მნიშვნელობა ორი კუთხით იყო აღსანიშნავი - სატრანსფერო ინტერესი ჩვენი მოთამაშეების მიმართ და ეროვნული ნაკრების შევსების საკადრო რესურსი. ზოგჯერ ძალიან იოლად წარმოვიდგენთ, რომ ამა თუ იმ ქართველი ფეხბურთელით კარგი მატჩების შემდეგ ევროპის წამყვანი ქვეყნები და კლუბები დაინტერესდებიან. ყველაფერი ასე მარტივი არაა, თანამედროვე ფეხბურთი სრულყოფილებას მოითხოვს. რა თქმა უნდა, დასკვნების გამოტანაც მხოლოდ ერთი ტურნირით არ ხდება, დაკვირვება უფრო დიდი ხანი გრძელდება; გარდა ამისა, არასაფეხბურთო ამბებში ჩაძიებაც ხდება.
შეუძლებელია, ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების დაცვის ხაზის თამაშით არ მოხიბლულიყავი, რაც მათ მომავალ კარიერაზეც უნდა აისახოს და სანაკრებო ყოფაზეც. კმაყოფილები ვართ საბა საზონოვის ლიდერული თვისებებით, ბრძოლისუნარიანობით, ფიზიკური სიძლიერითა და ამავდროულად, სისწრაფით. მოსკოვის "დინამოს" მცველს გრძელი პასი ახასიათებს, შეტევის წამოწყების მიმართულებით კი სასწავლი ისევ აქვს, ამაზე ეროვნულში თამაშის შემდეგაც მივუთითებდით.
ასევე, მთელი ტურნირის განმავლობაში ძალიან დამაჯერებელი იყო ივა გელაშვილი, რომელიც თამაშს მშვენივრად კითხულობს; მატჩიდან მატჩამდე უმატებდა ალექსანდრე კალანდაძე, ოღონდ როგორც მესამე ცენტრალური მცველი და არა ფლანგელი. ახლა ამ ფეხბურთელების კარგ გუნდებთან დაკავშირება უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ნაკრების უკანა ხაზში როტაციის დრო ნამდვილადაა!..
არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც ახლა საკლუბო კარიერა სტაბილური არ აქვთ და მნიშვნელოვანია, ეს ბოლომდე აღმოფხვრან, უკეთეს ჩემპიონატზე ფიქრი კი შემდეგ დაიწყონ. უპირველესად, გიორგი წიტაიშვილი გვახსენდება. ისრაელთან მან ართმევებზე ძალიან კარგად იმუშავა, ერთხელ კი სახიფათოდ შეუტია. ის, რომ მისი სათამაშო დრო უნდა გაიზარდოს, სადაც უნდა იყოს, ფაქტია. ვნახოთ, კიევის "დინამო" იჯარით ამჯერად სად გაუშვებს. "წიტას" ფიზიკური კონდიციების გაძლიერება სჭირდება. ირაკლი აზაროვს კლუბშიც უფრო საიმედოსა და ტაქტიკურად მრავალფეროვანს ველით. ვფიქრობთ, ჯერჯერობით მთელი ყურადღება მოქმედ კლუბებზე და არა სატრანსფერო ალიაქოთზე უნდა გააკეთონ ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა...
სანაკრებო პრობლემები მოგვარებადია საყრდენ ზონაში, ფორვარდების საკითხი კი ისევ აქტუალურია. საზონოვზე ვისაუბრეთ და მადლობა იმის გამოც უნდა გადავიხადოთ, ქართული პასპორტი გიორგი მიქაუტაძესაც რომ აქვს. გამტანი თავდამსხმელები აუცილებლად უნდა გვყავდეს, შორს რომ არ წავიდეთ, ასეთი შოთა არველაძე ნამდვილად იყო, შემდეგ კი...
სამსჯელო, სასაუბრო, განსახილველი და საკამათო ბევრია, ყველაფერს ერთი წერილი არ ეყოფა, მთავარი ისაა, მიღწეულით არასდროს დავკმაყოფილდეთ და ყოველთვის მეტისთვის ვიღვწოდეთ!..
U21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]
რამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა
U21. საქართველო VS ისრაელი - სტუმართა პროვოკაცია მატჩის შემდეგ...
მშობელი ბავშვზე სამი ათას ლარს რომ გადაიხდის თვეში, შვილიც შეწუხდება, ამხელა ფულს იხდის მამაჩემი და გულით მაინც ვირბენო, მოტივაცია მიეცემა, სამი ატას ლარის ნაცვლად ხუთი ათასისას ირბენს იქნებ ესე მაინც შევეშველო მამაჩემსო და ჩვენი ფეხბურთი აყვავ ყვავდება,
ნეტა ბევრი გეგულება ისეთი ოჯახი, ვინც მარტო ფეხბურთისთვის თვეში 3კ'ს გამოუყოფს ბავშვს ?
- (ალბათ ფულიანების შვილს ნახავ ვიღაცას მარა უნიჭოს )))))
ერთადერთი რაც ამ თამაშებმა დამანახა, არის ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებსაც შეძლებიათ ბრძოლისუნარიანობა და ბოლომდე დახარჯვა.
ჟურნალისტებო, დაწერეთ ერთი რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში, რამდენი ფული იხარჯება, ვინ რას ასწავლის, რამდენი აკადემიაა, ვინ მუსობს იქ და ა.შ!!!
გვინდა (და ეს კარგია) დიდი სპორტული ფორუმების საქართველოში ჩატარება და შემდეგ ვამბობთ და ასეცაა, რომ აშენებული ინფრასტრუქტურა გვრჩება, მაგრამ თუ არ ჩატარდა არაფერი, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები არ შენდება...
გზების არ იყოს, რომელის ძირითადი სპონსორი ჩინეთია, მსოფლიო ბანკთან ერთად და არავითარი წვლილი ჩვენს მთავრობას არ მიუძღვის, გარდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გასხვისებისა!
ასე მაგალითად, ისეთი მასშტაბის ფეხბურთელი, როგორიც კვარაა, შესაძლებელია ბევრი გყავდეს, მითუმეტეს ჩვენნაირი ნიჭიერი ერის პირობებში. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ბადრი კვარაცხელიას საფეხბურთო წარსულიდან გამომდინარე ხვიჩას ფეხბურთელად აღზრდისთვის საკმარისი თანხები გააჩნდა და უამრავი ბავშვია, რომელიც სხვადასხვაგან მუშაობს, რათა ავადმყოფი ან მოხუცი ოჯახის წევრი დააპუროს და სპორტისთვის ნაკლებად იცლის. ასეთები ბევრნი არიან, მერწმუნეთ და არანაკლები ნიჭიერები, ვიდრე ხვიჩაა. ასეთები თვით 80-იან წლებში და მანამდეც არსებობდნენ და სიტყვამ მოიტანა და სსრკ-ის დროს უკრაინისგან განსხვავებით, რომლის ძირითად კლუბს კიევის დინამო წარმოადგენდა და რომელსაც 11 სარეზერვო კლუბი ჰყავდა, თბილისის დინამოში ერთიდა იგივე პიროვნებები თამაშობდნენ, მიუხედავად კონკურენციისა და მცირე სათადარიგო სკამი ჰქონდა რატომღაც...
პრობლემის არსი არა ფეხბურთელებში, არამედ შესაბამნისი ბაების, ინფრასტრუქტურის, აკადემიების, რომელიც ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს და ფეხბურთში ნაკლები ინვესტიციის ჩადებაშია. უკრაინის აღმოსავლეთი კია თითქმის განადგურებული, მაგრამ დასავლეთი ჯერ კიდევაა და მათ უამრავი ინფრასტრუქტურა აქვთ სსრკ-დან მოყოლებული. ჩვენ რა გვაქვს? 30 წელია დინამო არენა და ლოკომოტივი გვაქვს, მოგვიანებით ბათიმის დინამოს და ქუთაისის ტორპედოს სტადიონები შეგვემატა, რაც აშკარად არასაკმარისია! ფორმულა 1-ს ხომ სჭირდება კარგი ტრასები, ისე სჭირდება ფეხბურთს კარგი მოედნები და არა საძოვრებისმაგვარი ადგილები! რაში ვიყენებთ ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებს, სადაც უამრავი სპორტული კომპლექსის აშენება შეიძლება? მაგრამ არა, ჯერ უნდა მოვიგოთ უფლება დიდი ფორუმის ჩატარებისა და მერე გამოყოფილი თანხების "ათვისება" უნდა მოხდეს...
ფეხბურთი ყველა რეგიონში უნდა ჩქეფდეს და არა არსებობდეს!
მუჯირი გამოდის და ამბობს, რომ დაგვრჩება ინფრასტრუქტურა. კიბატონო, ეს კარგია, მაგრამ რომ არ მივიღოთ უფლება რაიმე ღონისძიების ჩატარებისა არაფერი უნდა ავაშენოთ?! გასაგებია, თან არ წაიღებენ ორგანიზატორები სტადიონებს, ეს ვიცით, მაგრამ რაიმე ფორმით ხომ შეიძლება ჩვენი ხარჯებით გავაკეთოთ აკადემიები?! მაინცდამაინც ინტერის აკადემია უნდა ჩამოვიდეს? ის ხომ ჩვენი ბავშვებიდან ფულს იღებს? გააკეთონ აქაურმა კლუბებმა და თვითონ აიღონ?!
გულწრფელად ვიტყვი, ბიჭების სასაყვედურო ნამდვილად არაფერი აქვს არავის, კვარა და მიქაუტა კიდევ პრობლემაა, მაგრამ რომ მოეგო საფრანგეთს, თუმცა მას დიდად არ სჭირდებოდა ეს, რადგან ისედაც მიიღებს მასპინძლის რანგში ოლიმპიადაზე მონაწილეობას, უკრაინასთან როგორ ფიქრობთ, გვქონდა შანსი?
ყიჩაღ უკრაინას, მართლა. მე არ გამიკვირდება თუ მათ საერთოდ ტურნირი მოიგეს! ეს უკრაინა, როგორც ხორვატია, ინფრასტრუქტურით და აკადემიებითაა მდიდარი ჩვენგან განსხვავებით. U21-ის ბიჭები კი გადავლენ დიდ ნაკრებში, მაგრამ U19-მა რომ აზერბაიჯანთან წააგო?!
რამდენი რეგიონიც გვაქვს, იმდენი სტადიონი, აკადემია და ბაზა უნდა იყოს, მაგალითად კახეთში: თელავსა და გურჯაანში აუცილებლად, გურიაში რას ჰგავს ლანჩხუთის სტადიონი?! ბათიმში 20 000-იანი სტადიონი გავიმეტეთ! ქობულეთში უნდა იყოს სტადიონი, ყველგან, ამბროლაურსა და ონში, მესტიასა და ლენტეხში, კასპსა და ახალციხეში. ჩვენნაირი საფეხბურთო ტალანტებისნაირ ქვეყანაში მინიმუმ 12 თანამედროვე სტადიონი უნდა აშენდეს... არ უნდა ველოდოთ კიდევ 30 წელი, რომ დინამო არენის და ლოკომოტივისნაირი სტადიონები აიგოს. მერე წამოვლენ კვარასნაირები თუ წამოვლენ, რომა ვინმე კლუბში ჩადებს ფულს, ააშენებს აკადემიას და შეღავათიან ფასებში მიიზიდავს ბავშვებს, ხოლო ნიჭიერი ბავშვები, როგორც ნორმალურ ქვეყნებშია, ხელშეწყობა და შეღავათები მიეცემა გამოცდების გადავადების თუ სხვა მხრივ.