U21. საზონოვი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

AutoSharing Option
SofaScore-მა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი შეიყვანა. სიმბოლურში ყველაზე მეტი, ტურნირის გამარჯვებულის, ინგლისელთა 5 ფეხბურთელია.

მეკარე: ტრაფორდი (ინგლისი, 7.63 ქულა)

მცველები: კოლვილი (ინგლისი, 7.4), ჰარვუდ-ბელისი (ინგლისი, 7.26), საზონოვი (საქართველო, 7.55)

ნახევარმცველები: ს. გომესი (ესპანეთი, 7.6), ბაენა (ესპანეთი, 7.28), ბონდარენკო (უკრაინა, 7.25), პალმერი (ინგლისი, 7.26)

თავდამსხმელები: სუდაკოვი (უკრაინა, 7.44), გიბს-უაიტი (ინგლისი, 7.26), სანჩესი (ესპანეთი, 7.27)

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინ იცის რა ეროვნებაა საზონოვი
უბრალოდ მაინტერესებს.
10 ივლისი 2023 12:20
29
მამით რუსია, მაგრამ დედა ყავს ქართველი.
სუხია
12 ივლისი 2023 11:58
0
ხედავთ, როგორ გაქაჩა საქართველოს ნაკრებში თამაშმა საბა? დიდი წარმატება მინდა ვუსურვო ამ ამომავალ ვარსკვლავს. საბა მართალია საზონოვია, მაგრამ ქართულადაა გაზრდილი და აკადემიკოს ფიზიოლოგ ლისენკოს თეორიის თანახმად ქართველია, რადგა 50% ქართულ სისხლს ქართული აღზრდა ემატება.
ჟორა
10 ივლისი 2023 00:08
5
ჩემი სუბიექტური აზრით, საბა ოთხივე მატჩში საუკეთესო იყო
ჯალა
09 ივლისი 2023 22:07
2
სიმბოლური ნაკრების წევრთა ერთმანეთთან ძალიამ მიახლოებული,საშუალო შეფასებები(7,25-7,63) გვიჩვენებს,რომ ტურნირს,გამორჩეული ვარსკვლავები არ ჰყოლია!საზონოვი კი,დიდი ალბათობით დატოვებს რუსეთს და ევროპის ნორმალურ კლუბში აღმოჩნდება.ლუკა გაგნიძეს არ ჰქონდა ასე წარმატებული ასპარეზობა,მაგრამ მოსკოვის დინამოში,ძალიან ფორმა დაკარგულმა,მაინც კარგად ითამაშა და სხვებს არ ჩამორჩებოდა.მანაც და საზონოვმაც უკვე ნაკრებში მოახერხეს ფორმის აღდგენა,რაც ძალიან დასაფასებელია.დღევანდელ ჩვენს პირველ ნაკრებს,ყველაზე მეტად,ალბათ სწორედ გაგნიძის სწრაფი პროგრესი სჭირდება.
სოსო
09 ივლისი 2023 21:43
0
თუ სწორად განვითარდა, ყველა შანსი აქვს საქართველოსთვის გახდეს ახალი ვან დეიკი, ისეთივე ძლიერია, ტექნიკურია, მაღალია და თავით კარგად თამაშობს. სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეხლა კარგ გუნდში გადავიდეს
zaz197
09 ივლისი 2023 20:59
2
ჩემი აზრით ეს ბიჭი ქართველ ჟურნალისტებს ცოტა ყურადღების მიღმა დაგრჩათ, ტიპი ერთადერთია ჩვენგან სიმბოლურში და ერთი რამე პატარა სტატია ვერ გაიმეტეთ. არა და მარტო თამაშით კი არა ქცევითაც ბევრი დაგვიმტკიცა, კი ყველანი კარგები იყვნენ, ვენაცვალე ბიჭებს მაგრამ საბა მართლა სამაგალითო იყო, იმიტომაც გამოარჩია თქვენზე ობიექტურმა... იქნებ დაწეროთ რამე
გოგა
09 ივლისი 2023 19:59
2
ჩვენი სპერციანი?
G.LA
09 ივლისი 2023 18:14
18
Tqveni sperciani arvici,magram turniris mvp garneris adgili rom ver naxes is gasakviria :))
L.J .
09 ივლისი 2023 18:55
3

სიახლეები პოპულარული