U19 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სკოპიეში ჩრდ. მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სადაც მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდა. პირველ შეხვედრაში ჩვენმა ასაკობრივმა მეტოქეს დიდი ანგარიშით - 6:2 სძლია.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი დიმიტარ დანევმა 65-ე წუთზე გაიტანა. ზუსტად 3 წუთში ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ლექსო ფეიქრიშვილმა ვერ გამოიყენა. ანგარიშის გათანაბრება მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი გოგსაძეს ორჯერ შეეძლო, თუმცა ორივე შემთხვევაში მასპინძელთა მეკარემ - ლუპჩე დეკოვმა, შესანიშნავად ითამაშა.

ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვას
და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

ნოემბერი | საკვალიფიკაციო რაუნდი

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი

2024 წლის უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ჩრდილოეთი ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - "უინძორ პარკზე" გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წინა თამაში სხვა გუნდთან იყო? თუ უ17 თან? რა არასტაბილურობაა? სულ ახალ ახალი გვარებია და სივებს უკეთებთ ამდენ ბავშვს? დაუბალანსებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაღაც პოზიციები აშკარად მოიკოჭლებს.იმედია დალაგდება ნოემბრამდე ყველაფერი.
მწვრთნელი
00:43 15-08-2023
0

სიახლეები პოპულარული